სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის გავრცელების გამო, დანიაში 17 მილიონი წაულას განადგურებას გეგმავენ - "მათში ვირუსმა მუტაცია განიცადა"
კორონავირუსის გავრცელების გამო, დანიაში 17 მილიონი წაულას განადგურებას გეგმავენ - "მათში ვირუსმა მუტაცია განიცადა"

და­ნი­ა­ში 17 მი­ლი­ო­ნი წა­უ­ლას და­ხოც­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, მას შემ­დეგ რაც აღ­მოჩ­ნდა, რომ ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­მა მათ ორ­გა­ნიზ­მში მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და და შემ­დეგ ადა­მი­ან­ში გავ­რცელ­და. სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სის“ ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ და­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მეტე ფრე­დე­რიქ­სენ­მა გა­ნა­ცხა­და.

ფრე­დე­რიქ­სე­ნის ცნო­ბით, ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ წა­უ­ლებ­ში მუ­ტი­რე­ბულ ვირუსს ნაკ­ლე­ბი მგრძნო­ბე­ლო­ბა აქვს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის მი­მართ, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად ამ­ცი­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­მა­ვა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას.

"ჩვენ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე, მაგ­რამ ამ აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ კი­დევ უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე“, - ამ­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მეტე ფრე­დე­რიქ­სე­ნი.

დას­კვნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ნი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ევ­რო­პულ ცენ­ტრს გა­უ­ზი­ა­რეს, ეფუძ­ნე­ბო­და შე­სა­ბა­მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვებს, რო­მე­ლიც სე­რუ­მის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ტარ­და.

წა­უ­ლე­ბის ფერ­მა და­ნი­ა­ში

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მაიკ რა­ი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ტარ­დე­ბა უფრო მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვა, რომ­ლის მი­ზა­ნიც იქ­ნე­ბა იმის გარ­კვე­ვა, თუ რო­გორ ინ­ფი­ცირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის­გან კო­რო­ნა­ვირუ­სით წა­უ­ლა, ხოლო შემ­დეგ რო­გორ ავ­რცე­ლებს ეს უკა­ნას­კე­ლი ვირუსს ადა­მი­ან­ში.

და­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, წა­უ­ლის ფერ­მა­ში 5 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და ისე­თი, როცა ვირუს­მა მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და, ხოლო 12 შემ­თხვე­ვა - ადა­მი­ა­ნებ­ში. ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15-დან 17 მი­ლი­ო­ნამ­დე წა­უ­ლაა და ის მსოფ­ლი­ო­ში წა­უ­ლის ბეწ­ვის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ექ­სპორ­ტი­ო­რია.

რო­გორც "რო­ი­ტერ­სი" წერს, მათი და­ხოც­ვის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბა არ­მია, პო­ლი­ცია და დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
7

შუბაზეც ხომ არ გადავა ეს კორონა? 

@()@
18

არ დახოცოთ, რუსეთში გადააპარეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კორონავირუსის გავრცელების გამო, დანიაში 17 მილიონი წაულას განადგურებას გეგმავენ - "მათში ვირუსმა მუტაცია განიცადა"

კორონავირუსის გავრცელების გამო, დანიაში 17 მილიონი წაულას განადგურებას გეგმავენ - "მათში ვირუსმა მუტაცია განიცადა"

დანიაში 17 მილიონი წაულას დახოცვის გადაწყვეტილება მიიღეს, მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსმა მათ ორგანიზმში მუტაცია განიცადა და შემდეგ ადამიანში გავრცელდა. სააგენტო "როიტერსის“ ცნობით, ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

ფრედერიქსენის ცნობით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ წაულებში მუტირებულ ვირუსს ნაკლები მგრძნობელობა აქვს ანტისხეულების მიმართ, რაც პოტენციურად ამცირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო მომავალი ვაქცინების ეფექტურობას.

"ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მაგრამ ამ აღმოჩენის შემდეგ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს მსოფლიოს წინაშე“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი.

დასკვნები, რომლებიც დანიელმა მეცნიერებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრს გაუზიარეს, ეფუძნებოდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებს, რომელიც სერუმის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩატარდა.

წაულების ფერმა დანიაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი შემთხვევების პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკ რაიანის განცხადებით, ჩატარდება უფრო მასშტაბური კვლევა, რომლის მიზანიც იქნება იმის გარკვევა, თუ როგორ ინფიცირდება ადამიანისგან კორონავირუსით წაულა, ხოლო შემდეგ როგორ ავრცელებს ეს უკანასკელი ვირუსს ადამიანში.

დანიის ოფიციალური პირების განცხადებით, წაულის ფერმაში 5 შემთხვევა გამოვლინდა ისეთი, როცა ვირუსმა მუტაცია განიცადა, ხოლო 12 შემთხვევა - ადამიანებში. ქვეყანაში დაახლოებით 15-დან 17 მილიონამდე წაულაა და ის მსოფლიოში წაულის ბეწვის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.

როგორც "როიტერსი" წერს, მათი დახოცვის პროცესში ჩაერთვება არმია, პოლიცია და დაცვის სამსახური.

"საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"დეილი მეილის" ცნობით, პუტინი იანვარში თანამდებობას დატოვებს - რას ამბობენ კრემლში პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემებზე არსებულ ინფორმაციაზე

ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენი 917 ხმით ლიდერობს