ავტორი:

ისნის საოლქო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

ისნის საოლქო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებას წინ უძღოდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება. აქტივისტები საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა ამის უფლება პოლიციამ არ მისცა.

დაკავებულები პოლიციამ სავარაუდოდ, განყოფილებაში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 6 პირია დაკავებული.

"Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში პენსიონერი ექიმები ჩაერთვებიან" - რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო

"არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, მზად ვართ, ოპოზიციასთან დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან" - ჯანდაცვის მინისტრი

აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან - პროტესტანტების მტკიცებით, გამვლელი მანქანიდან მათ დასაშინებლად გაისროლეს