ავტორი:

ალეკო ელისაშვილი: "ვინც პატიოსნად, უფულოდ, ალალად, კაცურად ხმა მომცა, როგორ არ დავიცვა მათი ხმა" - საბურთალოს საოლქო კომისიასთან ისევ ხმაურია

ალეკო ელისაშვილი: "ვინც პატიოსნად, უფულოდ, ალალად, კაცურად ხმა მომცა, როგორ არ დავიცვა მათი ხმა" - საბურთალოს საოლქო კომისიასთან ისევ ხმაურია

"მე, ვინც ხმა პატიოსნად მომცა, უფულოდ, კოორდინატორების გარეშე, ალალად, კაცურად, თბილისურად, ქალაქურად მოვიდა და ხმა მომცა, როგორ არ დავიცვა მისი ხმა? შორიდან ვუყურო როგორ აყალბებენ ამას?" - ამის შესახებ “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ალეკო ელისაშვილი კომისიაში შესვლასა და ხმის დათვლის პროცესში მონაწილეობას ითხოვს, თუმცა მას საოლქო კომისიის შენობაში არ უშვებენ.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, სამართალდამცავებთან დაპირისპირების შედეგად მისი მეგობარი შალვა კარელიძე დააკავეს.

"ვარ საბურთალოს ოლქში კანდიდატი, სადაც მიდის ხმის დათვლის პროცესი. აქ ამ ფანჯრებში. იქ მიდის გაყალბება, არაერთი ფაქტი დავდე ამის. მე მაქვს კანონით უფლება, რომ დავესწრო, როგორც კანდიდატი. სახეზე ვერ გცნობთო და არ შემიშვეს, ჩამოვიწიე ნიღაბი... მე, ვინც ხმა პატიოსნად მომცა, უფულოდ, კოორდინატორების გარეშე, ალალად, კაცურად, თბილისურად, ქალაქურად მოვიდა და ხმა მომცა, როგორ არ დავიცვა მისი ხმა? შორიდან ვუყურო როგორ აყალბებენ ამას?", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაკავებულია "ერთიანი საქართველოს" პოლისტსაბჭოს კიდევ სამი წევრი.

"ჩვენ ვართ ბოიკოტის და ამავე დროს მოლაპარაკებების რეჟიმში" - რა განაცხადა ხათუნა სამნიძემ მისი და თამარ კორძაიას პარლამენტში შესაძლო შესვლაზე?

"პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია" - რა 2 კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს ვერ აკმაყოფილებს სააკაშვილი და რას აპირებს "ქართული ოცნება"

"ოცნება" არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისიის შექმნას აპირებს - "ჩვენ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრაც თუ აღმოჩნდება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, მე პოლიტიკიდან წავალ"