ავტორი:

"ეს არის “ოცნების“ ოფისში დაწერილი წინასწარი პროცენტები. ნახეთ არქივებში, რას ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე" - გოგორიშვილი არჩევნების გაყალბებზე საუბრობს

"ეს არის “ოცნების“ ოფისში დაწერილი წინასწარი პროცენტები. ნახეთ არქივებში, რას ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე" - გოგორიშვილი არჩევნების გაყალბებზე საუბრობს

ხათუნა გოგორიშვილი არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ოპოზიცია საკუთარი შემადგენლობიდან დანიშნოს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში მარტოდ დარჩენილმა “ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ოპოზიცია საკუთარი შემადგენლობიდან დანიშნოს. შესაბამისი ვარაუდი გოგორიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გამოთქვა.

„მათ სიაში ბევრი სპორტსმენი ჰყავთ. ალბათ, ცოტა ხანში ვიხილავთ სპოტსმენთა გაერთიანებას ან რაიმე მსგავსს, რომელიც პარლამენტში იქნება. ასევე, ჰყავთ მუსიკოსები, ხელოვანები - პროფესიული ან სხვა ნიშნით ახალ პარტიებს შექმნიან და ოპოზიციას დანიშნავენ. ეს შუა აზიის ქვეყნების მიღებული პრაქტიკაა, როცა მმართველი ძალა კონკრეტულ ადამიანებს ოპოზიციად ნიშნავს. “ქართული ოცნება“ უკვე აქამდეა მისული“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ამასთან, გოგორიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ძალიან დიდია სხვაობა დღევანდელ მოვლენებსა და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს შორის, რადგან “დღევანდელისგან განსხავავებით, მაშინ პარლამენტში არჩეულთაგან ყველას წასვლაზე განცხადება არ დაუწერია და არავის საარჩევნო სიები არ ჩაუხსნია“.

საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გოგორიშვილმა განაცხადა:

“ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლება ერთი მარტივი მიზეზის გამო - შედეგი, რაც ახლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე წერია, ქართველი ხალხის ნება არ არის. ეს არის “ქართული ოცნების“ ოფისში დაწერილი წინასწარი პროცენტები. შეგიძლიათ ნახოთ არქივებში, რას ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რას აანონსებდა სპიკერი კობახიძე არჩევნების დღესა და წინა დღეს. ეს იყო წინასწარ დაწერილი სცენარი, მაგრამ ცოტა “იაღლიში“ მოუვიდათ, რადგან 100 მანდატს ამბობდნენ და მაქსიმუმ 91 ექნებათ“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი “ქართული ოცნება“ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის და კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებს ეს მათი ნამდვილი სახის გამოჩენა იქნება, პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორების წინაშე.

“მესმის, რომ მათთვის ყველაფერი ფულით იზომება. რომ არა ფული, რომ არა საკუთარი კეთილდღეობა და "ბასეინებში" ჩასხმული წყალი, ვერ წარმომიდგენია ნორმალურ ადამიანს რა საერთო შეიძლება ჰქონდეს “ქართულ ოცნებასთან“. მათ ჰგონიათ, რომ როგორც მათთვის არის ყველაზე მთავარი ფული, სხვებისთვისაც ასეა - ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი იმისთვის, რომ გაგვისკდება გული, თუ დაფინანსებას არ მოგვცემენ“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერები?

"არაერთხელ გვაქვს მოსმენილი - "ახლა  ჩამოვალ", "ახლა  ჩამოვალ", თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?" - ჯაფარიძე სააკაშვილზე

"ვარ აბსოლუტურად მიკნავლებული...არ ვიცი აქციაზე ვიქნები, თუ არა" - გრიგოლ ვაშაძემ წამყვანებს სტუდიაში გამოუცხადა, რომ სიცხე აქვს