ავტორი:

"ვუყურებდი ჩემს თეთრ კაბას და ცრემლებს ვერ ვიკავებდი" - პანდემიური ქორწილები საქართველოში

"ვუყურებდი ჩემს თეთრ კაბას და ცრემლებს ვერ ვიკავებდი" - პანდემიური ქორწილები საქართველოში

მენდელსონის მარში, თეთრი კაბა, თაიგული და სასურველი ადამიანის სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე მზერა... დიახ, ქორწილს ვგულისხმობ. გოგონების უმრავლესობა ამ დღეზე ბავშვობიდან ოცნებობს, საქორწინო გეგმებს დროდადრო ახალ-ახალი შტრიხებით ამდიდრებს. მერე გადის დრო და ნანატრი დღეც დგება. მაგრამ, უცებ გიცხადებენ, რომ გასაგები მიზეზების გამო ხალხმრავალი ქორწილი უნდა დაივიწყო... "კვირის პალიტრა" პანდემიურ ქორწილებზე გიამბობთ, უფრო სწორად, ამ ქორწილების პატარძლებს გაგაცნობთ.

"მხოლოდ მეჯვარეები და დედმამიშვილები იყვნენ ჩვენი ბედნიერების მოწმენი"

ლიდია ამარიანი:

- არასდროს მიოცნებია გრანდიოზულ ქორწილზე, მაგრამ ასე ვიწროდაც არ წარმომედგინა - მხოლოდ მეჯვარეები და დედმამიშვილები იყვნენ ჩვენი ბედნიერების მოწმენი. გული დამწყდა, რომ ბევრი ახლობელი ვერ დაესწრო ჯვრისწერისა და ხელმოწერის ცერემონიალს, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ისეთი პატარძალი ვიყავი, როგორიც მინდოდა - პომპეზური კაბისა და გრანდიოზული ცერემონიალის გარეშე. ხელმოწერისთვის ერთი კვირით ადრე დავჯავშნეთ ვიზიტი იუსტიციის სახლში, მივედით მეჯვარეების თანხლებით და ხელი მოვაწერეთ. თითქოს ვერც ვიგრძენით, რომ მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი ურთიერთობა დავაკანონეთ, ვინაიდან წარმოგვედგინა, რომ მშობლებისა და ახლობლების წინაშე საჯაროდ დავდებდით სიცოცხლის ბოლომდე ერთგულების ფიცს... ამის შემდეგ ჯვარი დავიწერეთ. ეს ამაღელვებელი მომენტი ახლობლებმა მხოლოდ ჯვრისწერის ფოტოების დათვალიერებით გაიზიარეს. წაიკითხეთ სტატია სრულად

ვის და რა შემთხვევაში ჩაუტარდება 3 სავალდებულო გამოკვლევა? - გამყრელიძე პაციენტების მკურნალობაზე, ანტიგენის სწრაფ ტესტებსა და საწოლების დეფიციტზე

"...ეს ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, ამას ერთ კვირაში დავინახავთ" - რაზე აფრთხილებს და რისკენ მოუწოდებს ამირან გამყრელიძე საზოგადოებას?

"არ გვინდა აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როცა ექიმს პაციენტებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება" - რას სთხოვენ ექიმები საზოგადოებას (უმძიმესი ფოტოები რეანიმაციიდან)