კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდობიდან დღემდე - ბაიდენისა და ტრამპის ცხოვრების 7 ათწლეული და ფოტოებით მოყოლილი ისტორია
ახალგაზრდობიდან დღემდე - ბაიდენისა და ტრამპის ცხოვრების 7 ათწლეული და ფოტოებით მოყოლილი ისტორია

3 ნო­ემ­ბერს აშშ-ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის“ კან­დი­და­ტი, 74 წლის დო­ნალდ ტრამ­პი და "დე­მოკ­რა­ტე­ბის" კან­დი­და­ტი, 77 წლის ჯო ბა­ი­დე­ნი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. სა­ნამ შე­დე­გებს გა­ვი­გებთ, გა­დავ­ხე­დოთ მათ ცხოვ­რე­ბას, ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან დღემ­დე.

  • ად­რე­უ­ლი წლე­ბი

დო­ნალდ ტრამ­პი 1946 წელს, მდი­და­რი ნიუ-იორ­კე­ლე­ბის, ფრედ ტრამ­პი­სა და მერი ენ მაკ­ლე­ოდ ტრამ­პის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მი­უ­ხე­და­ვად სიმ­დიდ­რი­სა, დო­ნალ­დი მა­მის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში შავ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და. როცა 13 წლის იყო, სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს სკო­ლა­ში "შე­უ­სა­ბა­მოდ მოქ­ცე­ვის" გამო. დო­ნალ­დი პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. მალე მა­მის ფა­ვო­რი­ტი გახ­და და სწო­რედ მას ანდო ბიზ­ნე­სის მარ­თვა.

18 წლის დო­ნალდ ტრამ­პი

ჯო ბა­ი­დე­ნი პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში 1942 წელს კა­თო­ლი­კე ირ­ლან­დი­ე­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ახალ­გაზ­რდა ჯოს მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ეს მისი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია. ბევ­რს ვარ­ჯი­შობ­და სარ­კის წინ და შე­დე­გიც მალე მი­ი­ღო. ბა­ი­დე­ნი ჯერ დე­ლა­ვე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, ხოლო შემ­დეგ სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე სი­რა­კუ­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

25 წლის ჯო ბა­ი­დე­ნი

  • 1970-იანი წლე­ბი

1971 წელს დო­ნალდ ტრამპმა მა­მის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის კომ­პა­ნი­ას "ტრამ­პის ორ­გა­ნი­ზა­ცია" და­არ­ქვა. 6 წლის შემ­დეგ მან ივა­ნა ზელ­ნი­ჩკო­ვა­ზე იქორ­წი­ნა, რო­მე­ლიც ჩეხი სპორ­ტსმე­ნი და მო­დე­ლი იყო. ამ ქორ­წი­ნე­ბი­დან დო­ნალდს ჰყავს უმ­ცრო­სი დო­ნალ­დი, ივან­კა და ერიკ ტრამ­პე­ბი.

დო­ნალდ ტრამ­პი 1976 წელი

ასევე დაგაინტერესებთ
13:18 / 01-10-2020

ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი და ჯონ და ჯილ ბაიდენების რომანტიკული სიყვარულის ამბავი - ვინ არის ქალი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის პირველი ლედი გახდეს

09:53 / 04-11-2020

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები - შედეგები Live რეჟიმში

15:05 / 05-11-2020

აშშ-ის სენატში ტრანსგენდერი ქალი პირველად აირჩიეს - ვინ არის სარა მაკბრაიდი, რომელმაც ისტორია დაწერა

10:54 / 06-11-2020

პრეზიდენტისთვის გათიშული პირდაპირი ეთერი, ქაოსი, დემონსტრაციები და "სანახაობა" - რა ხდება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

15:28 / 08-11-2020

"დარწმუნებული ვარ, მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია" - რას წერს სააკაშვილი გამარჯვებულ ბაიდენზე და რა ფოტოებს აქვეყნებს "ფეისბუქზე"

ამ პე­რი­ოდ­ში ჯო ბა­ი­დე­ნი მო­უთ­მენ­ლად ელო­და თა­ვის ად­გილს აშშ-ის სე­ნატ­ში. ის 1972 წელს სე­ნა­ტო­რი გახ­და. 70-იან წლებს უკავ­შირ­დე­ბა მისი ოჯა­ხის უდი­დე­სი ტრა­გე­დია - ბა­ი­დე­ნის ცოლი და შვი­ლი ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ი­ღუპ­ნენ, ხოლო ვა­ჟე­ბი, ბიუ და ჰან­თე­რი სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­დნენ. ბა­ი­დენ­მა სე­ნა­ტო­რის პირ­ვე­ლი ფიცი დადო სა­ა­ვად­მყო­ფოს იმ ოთა­ხი­დან, სა­დაც მისი ვა­ჟე­ბი ავა­რი­ის შემ­დეგ მკურ­ნა­ლობ­დნენ.

ფი­ცის და­დე­ბა - ფოტო კლი­ნი­კი­დან

  • 1980-იანი წლე­ბი

ამ პე­რი­ოდ­ში დო­ნალდ ტრამპმა კი­დევ უფრო გა­ზარ­და თა­ვი­სი ქო­ნე­ბა და ნამ­დვი­ლი იმ­პე­რია შექ­მნა. 1983 წელს მან მე­ხუ­თე ავე­ნი­უ­ზე ცნო­ბი­ლი 68 სარ­თუ­ლი­ა­ნი "ტრამ­პთა­უ­ე­რი“ გახ­სნა. მისი ბრენ­დი უკვე მძლავ­რი იყო და ბიზ­ნეს­მენ დო­ნალდ ტრამ­პის მი­მართ მე­დი­ის ინ­ტე­რე­სიც უფრო მე­ტად იზ­რდე­ბო­და.

დო­ნალდ ტრამ­პი პი­რად ვერ­ტმფრენ­ში - 1987 წელი

რაც შე­ე­ხე­ბა სე­ნა­ტორ ბა­ი­დენს, ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 14 წლის შემ­დეგ, მან კვლავ აი­წყო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ ჯილ ჯე­ი­კობსზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც კი­დევ ერთი შვი­ლი, ეშლი შე­ე­ძი­ნა. 80-იან წლებ­ში ჯო ბა­ი­დენ­მა თავი და­იმ­კვიდ­რა სე­ტა­ნის იუს­ტი­ცი­ის კო­მი­ტეტ­ში. 1987 წელს პირ­ვე­ლად გა­და­წყვი­ტა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კენ­ჭისყრა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა.

ჯო და ჯილ ბა­ი­დე­ნე­ბი

  • 1990-იანი წლე­ბი

ამ დროს ტრამ­პი მსოფ­ლი­ო­ში უკვე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნია და აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბა შოუ-ბიზ­ნე­სის სექ­ტორ­ში. მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი ქალი ჩნდე­ბა და პრე­სა­ში არა­ერ­თი ამ­ბა­ვი იწე­რე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სხვა­დას­ხვა მო­დე­ლებ­თან. 1993 წელს, მას შემ­დეგ რაც დო­ნალ­დი ცოლს და­შორ­და, ის მსა­ხი­ობ მარ­ლა მე­იპ­ლი­ზე და­ქორ­წინ­და. 1999 წელს ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, ჰყავთ ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, ტი­ფა­ნი. ამა­ვე წელს დო­ნალ­დის მამა გარ­და­იც­ვა­ლა. "მა­მა­ჩე­მი ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო“ - ამ­ბობ­და ტრამ­პი მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

1999 წელი - დო­ნალდ ტრამ­პი მის ამე­რი­კის კონ­კურ­სან­ტებ­თან ერ­თად

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ი­დენს, 1991 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის მოს­მე­ნა გა­ი­მარ­თა, ოკ­ლაჰო­მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ანი­ტა ჰილ­მა ჩვე­ნე­ბა მის­ცა სე­ნა­ტის იუს­ტი­ცი­ის კო­მი­ტეტს. მოს­მე­ნა ეხე­ბო­და აშშ-ის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ კლა­რენს ტო­მა­სის კან­დი­და­ტუ­რას. ჰილი კი აცხა­დებ­და, რომ მან ბევ­რჯერ სცა­და სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა, რო­დე­საც ორი­ვე ერ­თად რო­ნალდ რე­ი­გა­ნის ადი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­დნენ.

კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ჯო ბა­ი­დე­ნი იყო. მა­შინ ანი­ტა ჰილს არა­ვინ და­უ­ჯე­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, წლე­ბის გა­ნავ­ლო­ბა­ში ბა­ი­დე­ნი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი იყო. 2019 წელს ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში ბა­ი­დენ­მა თქვა, რომ ის ძა­ლი­ან წუხს მა­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო.

ფოტო იუს­ტი­ცი­ის კო­მი­ტე­ტის სხდო­მი­დან, სა­დაც ანი­ტა ჰილს მო­უს­მი­ნეს

  • 2000-იანი წლე­ბი

2005 წელს დო­ნალდ ტრამ­პი მე­ლა­ნია კნა­უს­ზე და­ქორ­წინ­და და კვლავ მე­დი­ის მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. წყვილს ერთი ვაჟი, ბა­რონ უი­ლი­ამ ტრამ­პი ჰყავს.

დო­ნალდ და მე­ლა­ნია ტრამ­პე­ბი - 1998 წელი

2008 წლის 23 აგ­ვის­ტოს ბა­რაკ ობა­მამ ჯო ბა­ი­დე­ნი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად წა­რად­გი­ნა. ამ წყვილ­მა ორი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თა აშშ. ბა­ი­დე­ნი ბა­რაკ ობა­მას თა­ვის ძმას უწო­დებს.

  • 2010-იანი წლე­ბი

2015 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ დო­ნალდ ტრამ­პი აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აპი­რებ­და. ამ პე­რი­ოდ­ში მე­დი­ა­ში ჩნდე­ბა არა­ერ­თი მა­სა­ლა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად „უზ­ნეო გან­ცხა­დე­ბებს" აკე­თებს ტრამ­პი ქა­ლე­ბის მი­მართ, რო­გორ ექ­ცე­ვა ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნებს. მე­დია წერ­და, რომ ის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი კან­დი­და­ტი იყო ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის. ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბას არა­ვინ მო­ე­ლო­და, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, 2016 წელს არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა და 2017 წლის 20 იან­ვარს ოფი­ცი­ა­ლუ­რად შედ­გა მისი ინა­უ­გუ­რა­ცია - დო­ნალდ ტრამ­პი აშშ-ის 45-ე პრე­ზი­დენ­ტი გახ­და.

დო­ნალდ ტრამ­პი ცოლ­თან და შვილ­თან ერ­თად ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ი­დენს, თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბოლო დღე­ებ­ში ბა­რაკ ობა­მამ სპე­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია მო­ა­წყო, სა­დაც ის პრე­ზი­დენ­ტის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი ჯილ­დოა. 2015 წელს 46 წლის ასაკ­ში ჯო ბა­ი­დე­ნის ვაჟი ბიუ, სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. ის აშშ-ის პო­ლი­ტი­კის ამო­მა­ვალ ვარ­სკვლა­ვად მი­იჩ­ნე­ო­და.

2010 წელი - ჯო ბა­ი­დე­ნი ბა­რაკ ობა­მას­თან ერ­თად

  • 2020 წელი

დღეს ეს ორი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის იბ­რძვის. აირ­ჩე­ვენ ტრამპს პრე­ზი­დენ­ტად მე­ო­რე ვა­დით, თუ ამე­რი­კას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ეყო­ლე­ბა - ამის გა­გე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დარ­ჩა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
37

ტრამპი, რამდენადაც ის პარტიული მარაზმისგან თავისუფალია

გიორგი
0

ძალიან ტრაგიკული ცხოვრება ჰქონია ბაიდენს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ახალგაზრდობიდან დღემდე - ბაიდენისა და ტრამპის ცხოვრების 7 ათწლეული და ფოტოებით მოყოლილი ისტორია

ახალგაზრდობიდან დღემდე - ბაიდენისა და ტრამპის ცხოვრების 7 ათწლეული და ფოტოებით მოყოლილი ისტორია

3 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ერთმანეთს "რესპუბლიკელების“ კანდიდატი, 74 წლის დონალდ ტრამპი და "დემოკრატების" კანდიდატი, 77 წლის ჯო ბაიდენი დაუპირისპირდნენ. სანამ შედეგებს გავიგებთ, გადავხედოთ მათ ცხოვრებას, ადრეული პერიოდიდან დღემდე.

  • ადრეული წლები

დონალდ ტრამპი 1946 წელს, მდიდარი ნიუ-იორკელების, ფრედ ტრამპისა და მერი ენ მაკლეოდ ტრამპის ოჯახში დაიბადა. მიუხედავად სიმდიდრისა, დონალდი მამის უძრავი ქონების კომპანიაში შავ სამუშაოს ასრულებდა. როცა 13 წლის იყო, სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს სკოლაში "შეუსაბამოდ მოქცევის" გამო. დონალდი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა. მალე მამის ფავორიტი გახდა და სწორედ მას ანდო ბიზნესის მართვა.

18 წლის დონალდ ტრამპი

ჯო ბაიდენი პენსილვანიაში 1942 წელს კათოლიკე ირლანდიელი ამერიკელების ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდა ჯოს მეტყველების პრობლემა ჰქონდა და ეს მისი მთავარი გამოწვევა იყო, რომელიც წარმატებით დაძლია. ბევრს ვარჯიშობდა სარკის წინ და შედეგიც მალე მიიღო. ბაიდენი ჯერ დელავერის უნივერსიტეტში სწავლობდა, ხოლო შემდეგ სამართლის ფაკულტეტზე სირაკუზის უნივერსიტეტში.

25 წლის ჯო ბაიდენი

  • 1970-იანი წლები

1971 წელს დონალდ ტრამპმა მამის უძრავი ქონების კომპანიას "ტრამპის ორგანიზაცია" დაარქვა. 6 წლის შემდეგ მან ივანა ზელნიჩკოვაზე იქორწინა, რომელიც ჩეხი სპორტსმენი და მოდელი იყო. ამ ქორწინებიდან დონალდს ჰყავს უმცროსი დონალდი, ივანკა და ერიკ ტრამპები.

დონალდ ტრამპი 1976 წელი

ამ პერიოდში ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელოდა თავის ადგილს აშშ-ის სენატში. ის 1972 წელს სენატორი გახდა. 70-იან წლებს უკავშირდება მისი ოჯახის უდიდესი ტრაგედია - ბაიდენის ცოლი და შვილი ავტოავარიაში დაიღუპნენ, ხოლო ვაჟები, ბიუ და ჰანთერი სერიოზულად დაშავდნენ. ბაიდენმა სენატორის პირველი ფიცი დადო საავადმყოფოს იმ ოთახიდან, სადაც მისი ვაჟები ავარიის შემდეგ მკურნალობდნენ.

ფიცის დადება - ფოტო კლინიკიდან

  • 1980-იანი წლები

ამ პერიოდში დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო გაზარდა თავისი ქონება და ნამდვილი იმპერია შექმნა. 1983 წელს მან მეხუთე ავენიუზე ცნობილი 68 სართულიანი "ტრამპთაუერი“ გახსნა. მისი ბრენდი უკვე მძლავრი იყო და ბიზნესმენ დონალდ ტრამპის მიმართ მედიის ინტერესიც უფრო მეტად იზრდებოდა.

დონალდ ტრამპი პირად ვერტმფრენში - 1987 წელი

რაც შეეხება სენატორ ბაიდენს, ცოლის გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ, მან კვლავ აიწყო პირადი ცხოვრება და სკოლის მასწავლებელ ჯილ ჯეიკობსზე იქორწინა, რომელთანაც კიდევ ერთი შვილი, ეშლი შეეძინა. 80-იან წლებში ჯო ბაიდენმა თავი დაიმკვიდრა სეტანის იუსტიციის კომიტეტში. 1987 წელს პირველად გადაწყვიტა შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე კენჭისყრა, თუმცა მოგვიანებით კანდიდატურა მოხსნა.

ჯო და ჯილ ბაიდენები

  • 1990-იანი წლები

ამ დროს ტრამპი მსოფლიოში უკვე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია და აქტიურად ერთვება შოუ-ბიზნესის სექტორში. მის პირად ცხოვრებაში უამრავი ქალი ჩნდება და პრესაში არაერთი ამბავი იწერება სასიყვარულო ურთიერთობებზე სხვადასხვა მოდელებთან. 1993 წელს, მას შემდეგ რაც დონალდი ცოლს დაშორდა, ის მსახიობ მარლა მეიპლიზე დაქორწინდა. 1999 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, ჰყავთ ერთი საერთო შვილი, ტიფანი. ამავე წელს დონალდის მამა გარდაიცვალა. "მამაჩემი ჩემი შთაგონების წყარო იყო“ - ამბობდა ტრამპი მამის გარდაცვალების შემდეგ.

1999 წელი - დონალდ ტრამპი მის ამერიკის კონკურსანტებთან ერთად

რაც შეეხება ბაიდენს, 1991 წლის 11 ოქტომბერს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის მოსმენა გაიმართა, ოკლაჰომას უნივერსიტეტის პროფესორმა, ანიტა ჰილმა ჩვენება მისცა სენატის იუსტიციის კომიტეტს. მოსმენა ეხებოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კლარენს ტომასის კანდიდატურას. ჰილი კი აცხადებდა, რომ მან ბევრჯერ სცადა სექსუალური შევიწროება, როდესაც ორივე ერთად რონალდ რეიგანის ადინისტრაციაში მუშაობდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარე ჯო ბაიდენი იყო. მაშინ ანიტა ჰილს არავინ დაუჯერა. აღნიშნულის გამო, წლების განავლობაში ბაიდენი კრიტიკის ობიექტი იყო. 2019 წელს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ის ძალიან წუხს მაშინდელი გადაწყვეტილების გამო.

ფოტო იუსტიციის კომიტეტის სხდომიდან, სადაც ანიტა ჰილს მოუსმინეს

  • 2000-იანი წლები

2005 წელს დონალდ ტრამპი მელანია კნაუსზე დაქორწინდა და კვლავ მედიის მთავარი ყურადღების ცენტრში მოექცა. წყვილს ერთი ვაჟი, ბარონ უილიამ ტრამპი ჰყავს.

დონალდ და მელანია ტრამპები - 1998 წელი

2008 წლის 23 აგვისტოს ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტად წარადგინა. ამ წყვილმა ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მართა აშშ. ბაიდენი ბარაკ ობამას თავის ძმას უწოდებს.

  • 2010-იანი წლები

2015 წელს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. ამ პერიოდში მედიაში ჩნდება არაერთი მასალა იმის შესახებ, თუ რამდენად „უზნეო განცხადებებს" აკეთებს ტრამპი ქალების მიმართ, როგორ ექცევა ზოგადად ადამიანებს. მედია წერდა, რომ ის შეუფერებელი კანდიდატი იყო ამერიკის პრეზიდენტობისთვის. ტრამპის გამარჯვებას არავინ მოელოდა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, 2016 წელს არჩევნებში გაიმარჯვა და 2017 წლის 20 იანვარს ოფიციალურად შედგა მისი ინაუგურაცია - დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა.

დონალდ ტრამპი ცოლთან და შვილთან ერთად ინაუგურაციის ცერემონიაზე

რაც შეეხება ბაიდენს, თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ბარაკ ობამამ სპეციალური ცერემონია მოაწყო, სადაც ის პრეზიდენტის თავისუფლების მედლით დააჯილდოვა, რომელიც უმაღლესი ჯილდოა. 2015 წელს 46 წლის ასაკში ჯო ბაიდენის ვაჟი ბიუ, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ის აშშ-ის პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა.

2010 წელი - ჯო ბაიდენი ბარაკ ობამასთან ერთად

  • 2020 წელი

დღეს ეს ორი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძვის. აირჩევენ ტრამპს პრეზიდენტად მეორე ვადით, თუ ამერიკას ახალი პრეზიდენტი ეყოლება - ამის გაგებამდე რამდენიმე საათი დარჩა.

"მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ ხედავს წითელსა და ლურჯს, ხედავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს" - რა სიტყვებით მიმართა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს გამარჯვების შემდეგ

საფრანგეთში მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია

დონალდ ტრამპის პირველი კომენტარი ბაიდენის გამარჯვების შემდეგ - "არჩევნების დასრულებამდე შორია"