მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზუსტად ასეთი გაპარტახებული წარმომედგინა..." - ტყედ ქცეული ქართველთა საფლავები აფხაზეთში, რომელიც რუსი ბლოგერის ობიექტივში მოხვდა
"ზუსტად ასეთი გაპარტახებული წარმომედგინა..." - ტყედ ქცეული ქართველთა საფლავები აფხაზეთში, რომელიც რუსი ბლოგერის ობიექტივში მოხვდა

"იმ სა­საფ­ლა­ო­ზე ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი... ახლა ვი­პო­ვე ვი­დე­ო­ში, საფ­ლავ­ში ქვა ჩა­მოქ­ცე­უ­ლა... მე­სიზ­მრე­ბო­და იქა­უ­რო­ბა... ზუს­ტად ასე­თი, გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი წარ­მო­მედ­გი­ნა...", "ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი ვი­ცა­ნი ფო­ტო­ებ­ზე...", "იქვე ახლო-მახ­ლოს ჩე­მე­ბი არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი, მარ­ჯნივ, ნეტა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც წა­ვი­დეს...", "ვე­რა­ვინ ვი­ცა­ნი, მაგ­რამ მთე­ლი ღა­მეა ვტი­რი ამ ვი­დე­ო­ზე..." - ეს არის იმ კო­მენ­ტა­რე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც რუსი ბლო­გე­რის ალექ­სეი უშა­კო­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს ახ­ლავს თან, რო­მელ­მაც აფხა­ზეთ­ში იმოგ­ზა­უ­რა.

კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბის თქმით, ვი­დეო ახა­ლი კინ­დღში, ქარ­თვე­ლე­ბის სა­საფ­ლა­ო­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი და მას­ში ათე­უ­ლო­ბით მი­ტო­ვე­ბუ­ლი საფ­ლა­ვია ასა­ხუ­ლი...

"შოკ­ში ვარ... ეს ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი სა­საფ­ლა­ოა, რაც ოდეს­მე მი­ნა­ხავს. გა­სა­გე­ბია რომ ომი იყო, მაგ­რამ რა და­ა­შა­ვეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­მა, მით უფრო, რომ მათ შო­რის ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბიც არი­ან... ბევ­რი მათ­გა­ნი ომამ­დე და­ი­ღუ­პა... ქარ­თველ­თა საფ­ლა­ვე­ბი სა­ში­ნელ დღე­შია. აქ 25 წე­ლია არა­ვინ მო­სუ­ლა, წაქ­ცე­უ­ლია საფ­ლა­ვის ქვე­ბი და გა­ჩა­ნა­გე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რა­ტომ? რა და­ა­შა­ვეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­მა?!" - კი­თხუ­ლობს რუსი ბლო­გე­რი ვი­დე­ო­ში, სა­დაც უამ­რავ­მა დევ­ნილ­მა თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რი, ნა­თე­სა­ვი ან სუ­ლაც ახ­ლო­ბე­ლი ამო­იც­ნო.

AMBEBI.GE ერთ-ერთ მათ­განს მი­მო­ზა ლო­გუ­ას ესა­უბ­რა:

"კად­რებ­ში სო­ფელ ახა­ლი კინ­დღის სა­საფ­ლა­ოა. სო­ხუმ­ში მცხოვ­რებ ჩვე­ნი ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ აფხა­ზებს ვთხო­ვე, ჩემი ძმის საფ­ლავ­ზე, ორ-სამ თვე­ში ერთხელ ან როცა მო­გი­ხერ­ხდეს სან­თე­ლი და­ან­თე-მეთ­ქი. ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ საფ­ლა­ვე­ბის მოვ­ლის, იქ გას­ვლი­სა და შეკ­რე­ბის ადა­თი არ აქვთ... ვეც­დე­ბიო, მი­თხრეს, მაგ­რამ დიდი იმე­დი არ მქონ­და. ამ ვი­დე­ო­ში კი, თვა­ლი მოვ­კა­რი, რომ იქა­უ­რო­ბა და­სუფ­თა­ვე­ბუ­ლია... სულ მინ­დო­და მე­თხო­ვა მათ­თვის, მა­ნა­ხე იქა­უ­რო­ბა-მეთ­ქი, ისი­ნი პატ­რო­ნო­ბენ ჩვენ სახ­ლს, უვ­ლი­ან, მაგ­რამ თან აქი­რა­ვე­ბენ კი­დეც. სი­მარ­თლე გი­თხრათ, და­ო­ბე­ბას და ჩა­მოშ­ლას, ასე მირ­ჩევ­ნია, ხელს მა­ინც შე­ავ­ლებს ვინ­მე.

ზღვის პირ­ზე იყო ჩვე­ნი სახ­ლი. სა­საფ­ლა­ოც იქ­ვეა... ვერც სახლზე ვუ­თხა­რი, გა­და­უ­ღე-მეთ­ქი, მო­მე­რი­და. არა­და, რამ­დენ­ჯერ­მე მი­თხრა, რა­ღა­ცე­ე­ბი შევ­ცვა­ლე­თო... ისიც მი­ფიქ­რია, შე­იძ­ლე­ბა, ინ­ტრიგ­ნე­ბის ერი­დე­ბა და საფ­ლა­ვებ­საც არ უვ­ლის-მეთ­ქი. აფხა­ზებს შო­რის ქარ­თვე­ლე­ბის ნა­სახ­ლა­რე­ბის გამო გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა - ისი­ნი ვერ იტა­ნენ მათ, ვი­საც ჩვე­ნი სახ­ლე­ბი მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქვთ, ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბი გაქ­ვთო, ესე­ნი ამ­ბო­ბენ... შურთ, მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელს რომ ვი­ღებ­თო... ერთი სი­ტყვით, ვერ გე­ტყვით, რამ­ხე­ლა ემო­ცია იყო ჩემ­თვის ძმის საფ­ლა­ვის ნახ­ვა, თით­ქოს ცო­ცხა­ლი ვნა­ხე... ვინ იცის რამ­დენ ადა­მი­ანს ჰქონ­და იგი­ვე გან­ცდა..." - ამ­ბობს სო­ხუ­მე­ლი მი­მო­ზა ლო­გუა.

ალექ­სეი უშა­კო­ვი პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­დის აფხა­ზეთ­ში, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა მი­ტო­ვე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, ქა­ლა­ქებ­სა და ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო დაც­ლი­ლია. ის თით­ქოს გა­ო­ცე­ბუ­ლი კი­თხუ­ლობს, რა­ტომ არის ასე გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი იქა­უ­რო­ბა, ან რას ერ­ჩი­ან მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს...

ჩა­მო­ტე­ხი­ლი ხის ტო­ტე­ბი, მორ­ყე­უ­ლი ღო­ბე­ე­ბი, გა­დაშ­ლი­ლი ან გა­ხუ­ნე­ბუ­ლი საფ­ლა­ვის ქვე­ბი, სა­დაც ქარ­თულ და რუ­სულ წარ­წე­რე­ბი­ა­ნი გა­მო­სა­თხო­ვა­რი ტექ­სტე­ბის, გვარ-სა­ხე­ლე­ბის, და­ბა­დე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღე­ბის ამო­კი­თხვა ძნე­ლია, ტყედ ქცე­უ­ლი სა­საფ­ლაო – ასე­თია სუ­ლის­შემ­ძვრელ ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლი რე­ა­ლო­ბა...

რუსი ბლო­გე­რი ჩა­მო­ტე­ხილ, წაქ­ცე­ულ ხე­ებ­სა და ღო­ბე­ებს შო­რის და­ა­ბი­ჯებს და ამ­ბობს, რომ იქა­უ­რო­ბას 25 წელ­ზე მე­ტია ადა­მი­ა­ნის ფეხი არ დაჰ­კა­რე­ბია. ხმე­ლი­ძე, ნემ­სიწ­ვე­რი­ძე, ქო­ბა­ლა­ვა, ახვლე­დი­ა­ნი, ხარ­ჩი­ლა­ვა, და­ნე­ლია - რო­გორც მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი­სა და 100 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საფ­ლა­ვის ქვებ­ზე, თით­ქოს დროს იქაც გა­ჩე­რე­ბუ­ლა...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
37

ერთი რამე უნდა შევიგნოთ, არ არის ყველა რუსი ცუდი ადამიანი... ყველა პუტინი და ჯირინოვსკი არ არის... მე რუსი მეგობრები მყავს არც ერთ ქართველს ჩამოუვარდებიან არც მეგობრობაში არც ვაჯკაცობაში

M
0

როგორი მძიმე სანახაობაა! 

ავტორი:

"ზუსტად ასეთი გაპარტახებული წარმომედგინა..." - ტყედ ქცეული ქართველთა საფლავები აფხაზეთში, რომელიც რუსი ბლოგერის ობიექტივში მოხვდა

"ზუსტად ასეთი გაპარტახებული წარმომედგინა..." - ტყედ ქცეული ქართველთა საფლავები აფხაზეთში, რომელიც რუსი ბლოგერის ობიექტივში მოხვდა

"იმ სასაფლაოზე ჩემი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული... ახლა ვიპოვე ვიდეოში, საფლავში ქვა ჩამოქცეულა... მესიზმრებოდა იქაურობა... ზუსტად ასეთი, გაპარტახებული წარმომედგინა...", "ჩემი გარდაცვლილი დეიდაშვილები ვიცანი ფოტოებზე...", "იქვე ახლო-მახლოს ჩემები არიან დაკრძალული, მარჯნივ, ნეტა იმ მიმართულებითაც წავიდეს...", "ვერავინ ვიცანი, მაგრამ მთელი ღამეა ვტირი ამ ვიდეოზე..." - ეს არის იმ კომენტარების არასრული ჩამონათვალი, რომელიც რუსი ბლოგერის ალექსეი უშაკოვის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ახლავს თან, რომელმაც აფხაზეთში იმოგზაურა.

კომენტარების ავტორების თქმით, ვიდეო ახალი კინდღში, ქართველების სასაფლაოზეა გადაღებული და მასში ათეულობით მიტოვებული საფლავია ასახული...

"შოკში ვარ... ეს ყველაზე შემზარავი სასაფლაოა, რაც ოდესმე მინახავს. გასაგებია რომ ომი იყო, მაგრამ რა დააშავეს მიცვალებულებმა, მით უფრო, რომ მათ შორის ბავშვები და მოხუცებიც არიან... ბევრი მათგანი ომამდე დაიღუპა... ქართველთა საფლავები საშინელ დღეშია. აქ 25 წელია არავინ მოსულა, წაქცეულია საფლავის ქვები და გაჩანაგებულია ყველაფერი, რატომ? რა დააშავეს მიცვალებულებმა?!" - კითხულობს რუსი ბლოგერი ვიდეოში, სადაც უამრავმა დევნილმა თავისი ოჯახის წევრი, ნათესავი ან სულაც ახლობელი ამოიცნო.

AMBEBI.GE ერთ-ერთ მათგანს მიმოზა ლოგუას ესაუბრა:

"კადრებში სოფელ ახალი კინდღის სასაფლაოა. სოხუმში მცხოვრებ ჩვენი ოჯახის ახლობელ აფხაზებს ვთხოვე, ჩემი ძმის საფლავზე, ორ-სამ თვეში ერთხელ ან როცა მოგიხერხდეს სანთელი დაანთე-მეთქი. ჩვენგან განსხვავებით, მათ საფლავების მოვლის, იქ გასვლისა და შეკრების ადათი არ აქვთ... ვეცდებიო, მითხრეს, მაგრამ დიდი იმედი არ მქონდა. ამ ვიდეოში კი, თვალი მოვკარი, რომ იქაურობა დასუფთავებულია... სულ მინდოდა მეთხოვა მათთვის, მანახე იქაურობა-მეთქი, ისინი პატრონობენ ჩვენ სახლს, უვლიან, მაგრამ თან აქირავებენ კიდეც. სიმართლე გითხრათ, დაობებას და ჩამოშლას, ასე მირჩევნია, ხელს მაინც შეავლებს ვინმე.

ზღვის პირზე იყო ჩვენი სახლი. სასაფლაოც იქვეა... ვერც სახლზე ვუთხარი, გადაუღე-მეთქი, მომერიდა. არადა, რამდენჯერმე მითხრა, რაღაცეები შევცვალეთო... ისიც მიფიქრია, შეიძლება, ინტრიგნების ერიდება და საფლავებსაც არ უვლის-მეთქი. აფხაზებს შორის ქართველების ნასახლარების გამო განხეთქილებაა - ისინი ვერ იტანენ მათ, ვისაც ჩვენი სახლები მისაკუთრებული აქვთ, ქართველების მიმართ ორმაგი სტანდარტები გაქვთო, ესენი ამბობენ... შურთ, მატერიალურ სარგებელს რომ ვიღებთო... ერთი სიტყვით, ვერ გეტყვით, რამხელა ემოცია იყო ჩემთვის ძმის საფლავის ნახვა, თითქოს ცოცხალი ვნახე... ვინ იცის რამდენ ადამიანს ჰქონდა იგივე განცდა..." - ამბობს სოხუმელი მიმოზა ლოგუა.

ალექსეი უშაკოვი პერიოდულად ჩადის აფხაზეთში, ასევე, სხვადასხვა მიტოვებულ რეგიონებში, ქალაქებსა და ქვეყნებში, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დაცლილია. ის თითქოს გაოცებული კითხულობს, რატომ არის ასე გაველურებული იქაურობა, ან რას ერჩიან მიცვალებულებს...

ჩამოტეხილი ხის ტოტები, მორყეული ღობეები, გადაშლილი ან გახუნებული საფლავის ქვები, სადაც ქართულ და რუსულ წარწერებიანი გამოსათხოვარი ტექსტების, გვარ-სახელების, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების ამოკითხვა ძნელია, ტყედ ქცეული სასაფლაო – ასეთია სულისშემძვრელ ვიდეოში ასახული რეალობა...

რუსი ბლოგერი ჩამოტეხილ, წაქცეულ ხეებსა და ღობეებს შორის დააბიჯებს და ამბობს, რომ იქაურობას 25 წელზე მეტია ადამიანის ფეხი არ დაჰკარებია. ხმელიძე, ნემსიწვერიძე, ქობალავა, ახვლედიანი, ხარჩილავა, დანელია - როგორც მცირეწლოვანი ბავშვებისა და 100 წელს გადაცილებული ადამიანების საფლავის ქვებზე, თითქოს დროს იქაც გაჩერებულა...

"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში

"ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, დედაჩემი შეიწირა... გულისფანცქალით ველოდი ამ დღეს" - რას ამბობს 2008 წლის ომში დაზარალებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"