საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიწისძვრის დროს 4 წლის აიდა დედას ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და კარადას შორის ჩაუსვამს, ასე გადარჩა" - რას ჰყვება იზმირში მცხოვრები ქართველი სტიქიის შედეგებზე
"მიწისძვრის დროს 4 წლის აიდა დედას ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და კარადას შორის ჩაუსვამს, ასე გადარჩა" -  რას ჰყვება იზმირში მცხოვრები ქართველი სტიქიის შედეგებზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თურ­ქე­თის ქა­ლაქ იზ­მირ­ში მომ­ხდარ­მა მი­წისძვრამ მსოფ­ლიო შეძ­რა. დან­გრე­უ­ლია ნა­ხე­ვა­რი ქა­ლა­ქი და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ნან­გრე­ვებ­შია მო­ყო­ლი­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მაშ­ვე­ლებ­მა 24-სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, 107 ადა­მი­ა­ნის ამოყ­ვა­ნა შეძ­ლეს, რაც და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ბევ­რად მე­ტია...

თურ­ქეთ­ში, 30 ოქ­ტომ­ბერს მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 79-მდე გა­ი­ზარ­და. და­შა­ვე­ბუ­ლია 900-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს იპყრობს, ალ­ბათ ფან­ტას­ტი­უ­რი ჟან­რის ფილ­მის სცე­ნა­რი უფ­როა, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბა. თუმ­ცა, თურ­ქმა მაშ­ვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, 3 და 4 წლის გო­გო­ნე­ბი ნან­გრე­ვე­ბი­დან სრუ­ლი­ად უვ­ნებ­ლე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს.

"ბე­ტონ­ზე ამო­სუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბი" - ასე უწო­და ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ, ელიფ ფე­რინ­ჩე­კი­სა და აი­დას. ორი­ვე გო­გო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

AMBEBI.GE თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველს ნინო ჩა­ლიკს ესა­უბ­რა:

- წლე­ბია აქ ვცხოვ­რობ, იზ­მირ­თან ახ­ლოს, აი­ვა­ლიკ­ში. მი­წისძვრე­ბი აქ ხში­რია, მაგ­რამ ასე­თი სიმ­ძლავ­რის არ მახ­სოვს. სახ­ლში ვი­ყა­ვი და ისე შე­მა­ზან­ზა­რა, მთე­ლი სიძ­ლი­ე­რით. იმ დღეს­ვე მოხ­და გან­მე­ო­რე­ბი­თი, რამ­დენ­ჯერ­მე. თუმ­ცა, ისე­თი სიძ­ლი­ე­რის არ იყო... რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, სტამ­ბოლ­ში რომ იყო ძლი­ე­რი მი­წისძვრა, მას შემ­დეგ, ასე­თი მა­ღა­ლი ბალი არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, ეგე­ო­სის ზღვას­თან ხში­რად ხდე­ბა მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი. შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს ცუ­ნა­მიც მოჰ­ყვა. იმ დატ­ბო­რილ ქუ­ჩა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­ყა­ვი...

- რა ხდე­ბა იმ ად­გი­ლას, რო­მე­ლიც მი­წისძვრამ ნან­გრე­ვე­ბად აქ­ცია.?

- იზ­მი­რი, მთელ თურ­ქეთ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ქა­ლა­ქია და ეს ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბა. მაშ­ვე­ლებს, რომ­ლე­ბიც დღე და ღამე შე­უს­ვე­ნებ­ლად მუ­შა­ო­ბენ, მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან. მათ­თვის, ვინც გა­რეთ დარ­ჩა და კარ­ვებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა, თბი­ლი პლე­დე­ბი, ახა­ლი ტან­საც­მე­ლი, საკ­ვე­ბი და სხვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი მი­აქვთ... ხალ­ხს ახ­ლაც ეში­ნია სახ­ლში შეს­ვლა. ჩვენ სახ­ლშიც აბა­ზა­ნის კედ­ლე­ბი სულ დაბ­ზა­რუ­ლია. გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, შე­საძ­ლოა სახ­ლი პირ­ველ ბიძგს გა­და­ურ­ჩეს, მაგ­რამ ფუძე და­ზი­ან­დეს და ვერ მიხ­ვდეთ, გე­გო­ნოთ, რომ გა­დარ­ჩით, მაგ­რამ მე­ო­რე ჯერ­ზე, თუნ­დაც სუს­ტი რომ იყოს, და­ინ­გრე­ვაო. სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც სახ­ლში შე­დი­ხარ და არ იცი, რა მოხ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა, 3 წლის ელიფს, რო­მელ­საც მაშ­ვე­ლე­ბი 65 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, მათ სახ­ლის გეგ­მას მამა უხა­ზავ­და, პოვ­ნა რომ გა­ად­ვი­ლე­ბო­დათ, თა­ვა­დაც იქ იდგა, ბავ­შვი რომ გა­მო­იყ­ვა­ნეს, ისე­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და, ცო­ცხალს აშ­კა­რად არ ელო­და და სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბე­ლი რომ და­ი­ნა­ხა, მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა და სი­ხა­რუ­ლის­გან გი­ჟი­ვით ტი­რი­ლი და­ი­წყო. რო­გორც ვიცი, იმ ბავ­შვის დედა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს. ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის ბედი არ ვიცი.

- რაც შე­ე­ხე­ბა, 4 წლის აი­დას...

- ად­გი­ლობ­რო­ვი მე­დია მას აი­და­თი მო­იხ­სე­ნი­ებს, თუმ­ცა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­გორც მი­თხრეს, გო­გო­ნას დედა და­ე­ღუ­პა. გვა­მიც ამო­იყ­ვა­ნეს უკვე... ყვე­ლა ტი­რო­და, რო­გორც თა­ვის ახ­ლო­ბელს. ძა­ლი­ან მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო. შვი­ლი, შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო ად­გი­ლას ჩა­უს­ვამს, ჭურ­ჭლის სა­რე­ცხ მან­ქა­ნა­სა და კა­რა­დას შო­რის, კუ­თხე­ში, ზე­მო­დან კი კედ­ლის ფილა სიბ­რტყე­ზე და­ე­ცა...

რო­გორც კი გა­მო­იყ­ვა­ნეს, დედა და საჭ­მე­ლი მო­ი­თხო­ვა, აირა, ანუ დედი სა­ხე­ლი და კოფ­თე, (კოტ­ლე­ტი) მინ­დაო. მერე წყა­ლი მინ­დაო, თქვა... ძა­ლი­ან ში­ო­და და წყუ­რო­და. მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, 30 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­დღის შემ­დეგ, რო­გორ გაძ­ლო ამ­დე­ნი ხანი ასე, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამ სტრე­სი­სა, რომ გა­მო­იყ­ვა­ნეს, იღი­მო­და. მაშ­ვე­ლი ჰყვე­ბო­და, რა­ღაც ფა­ი­ფუ­რის კოვ­ზი მომ­ხვდა ხელ­ში, მტვრის მასა რომ გა­მეწ­მინ­და და სწო­რედ მას ჩა­ავ­ლო ხელი აი­და­მო... მუ­შა­ო­ბის დროს, მაშ­ვე­ლე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი სულ ყვი­რი­ან, რომ ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ ადა­მი­ა­ნებს ხმა გა­ა­გო­ნონ, აქ ვართ და თუ ვინ­მეა შეგ­ვე­პა­სუ­ხე­თო... მაშ­ვე­ლი ისე­თი ბე­დი­ე­რი იყო, ლო­ყა­ზე აკო­ცა, ეს ჩანს ფო­ტო­ზე. რომ გა­მო­იყ­ვა­ნა. აიდა იღი­მო­და, იმ მაშ­ველ ბიჭს კი, მტვრი­ან და ჭუ­ჭყი­ან სა­ხე­ზე სი­ხა­რუ­ლის, ბედ­ნი­ე­რე­ბის, ემო­ცი­ე­ბის ცრემ­ლე­ბი ღა­რე­ბი­ვით გას­დევ­და...

აი­დას ღი­მილ­მა ყვე­ლა­ნი შოკ­ში ჩაგ­ვაგ­დო. მა­საც მამა დახ­ვდა. ისიც მიც­ვა­ლე­ბულს ელო­და და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ემო­ცია ჰქონ­და. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს, მო­ხუ­ცე­ბი, უფ­რო­სე­ბი, ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნას სხვა ემო­ცია ჰქონ­და. ისე კი, კი­დევ კარ­გი, რომ დღე მოხ­და მი­წისძვრა, ხალ­ხი სახ­ლში არ იყო, ზოგი ქუ­ჩა­ში, ზოგი ტრან­სპორ­ტში. ღამე რომ მომ­ხდა­რი­ყო, ბევ­რად მეტი მსხვერ­პლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან მძი­ნა­რე ხალ­ხს ერ­თი­ა­ნად მო­ი­ყო­ლებ­და.

- მაშ­ვე­ლე­ბი დღე და ღამე მუ­შა­ო­ბენ, არა?

-დიახ, უკვე ისე­თი გა­დაღ­ლი­ლე­ბი არი­ან, ჩაც­მუ­ლებს, ნან­გრე­ვებ­ში ერ­თმა­ნეთ­ზე თავ­მი­დე­ბუ­ლებს სძი­ნავთ, ერთი-ორი სა­ა­თით... ერ­თმა­ნეთს ცვლი­ან. მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ძაღ­ლიც გა­და­არ­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს...

სულ 107 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს, თუმ­ცა, ჯერ წინ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შა­ოა და სამ­წუ­ხა­როდ, რაც დრო გა­დის, ადა­მი­ა­ნე­ბის ცო­ცხლად პოვ­ნის შან­სი მცირ­დე­ბა. თუ ასე­თი სას­წა­უ­ლე­ბი არ მოხ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ნან­გრე­ვებ­ში უკვე გვა­მე­ბის სუ­ნია, სა­დაც ეტყო­ბა მიც­ვა­ლე­ბუ­ლია, სწო­რედ ამ სუნს გაყვნენ ისი­ნი და აიდა ცო­ცხა­ლი იპოვ­ნეს, ამი­ტო­მაც იყო ამ გო­გო­ნე­ბის ცო­ცხლად პოვ­ნა სას­წა­უ­ლის ტოლ­ფა­სი. რო­გორც კი გა­მო­იყ­ვა­ნეს, მა­შინ­ვე წვე­თო­ვა­ნი და­უ­ყე­ნეს, რომ ჯანრმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ გარ­თუ­ლე­ბო­და.

ნან­გრე­ვებ­ში ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნია დარ­ჩე­ნი­ლი და ყვე­ლას ოჯა­ხის წევ­რე­ბი იქვე, ნან­გრე­ვებ­თან დგა­ნან და ლო­ცუ­ლო­ბენ, რომ სას­წა­უ­ლი მოხ­დეს... ახ­ლა­ხან, 14 წლის ბიჭი გა­და­არ­ჩი­ნეს. რო­დე­საც დედა ელა­პა­რა­კე­ბო­და, მა­შინ მოჰ­ყვა მი­წისძვრა­ში და ტე­ლე­ფო­ნი ხელ­ში შერ­ჩა... ნან­გრე­ვე­ბი­დან და­რე­კა 112-ში, აქ ვარ, და ცო­ცხა­ლი ვარო, ვი­დე­ოც გა­და­ი­ღო რა ხდე­ბო­და მის გარ­შე­მო და გა­მოგ­ზავ­ნა. ისე იყო ჩა­კე­ტი­ლი ნან­გრე­ვებ­ში, რომ მაშ­ვე­ლებს იქა­უ­რო­ბის გა­საწ­მენ­დად, ახ­ლოს მი­სას­ვლე­ლად, ძა­ლი­ან მძი­მე სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბა დას­ჭირ­დათ. მო­ზარდს ეს­მო­და მათი ხმა და ერთ-ერთ მაშ­ველს ეხ­ვე­წე­ბო­და, არ­სად წახ­ვი­დე, ჩემ­თან იყა­ვი, არ მი­მა­ტო­ვოო...

- ხომ გა­მო­იყ­ვა­ნეს?

- კი, მხო­ლოდ ფეხი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი... მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან უდ­გას მხარ­ში ერ­თმა­ნეთს. ეს ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნი­ლი, უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნე­ბი სხვებ­მა შე­ი­ფა­რეს, ცხო­ვე­ლე­ბის­თვი­საც კი გა­ა­კე­თეს თავ­შე­სა­ფა­რი... ჩემი მე­უღ­ლე ფო­ტოგ­რა­ფია და თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად, გა­ა­კე­თეს გა­მო­ფე­ნა, ფო­ტო­ე­ბი გა­ყი­დეს და შე­მო­სუ­ლი თან­ხით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს და­ეხ­მარ­ნენ. თუმ­ცა, ეს ზღვა­ში წვე­თია, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბა მაშ­ვე­ლებ­სა და მო­ხა­ლი­სე­ებ­საც ეხ­მა­რე­ბა ყავა-ჩაით, საკ­ვე­ბით. სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლებ­საც უზი­და­ვენ საკ­ვებს და უამ­რავ რა­მეს. ფო­ტო­ე­ბიც გვაქვს. გან­საც­დელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
10

სულითა და გულით ვუსამძიმრებ, ღმერთმა დაიფაროს ყველა, მაგრამ ძალიან ცუდად მოიქცნენ თურქები ბოლო ხანებში აია სოფიასთან მიმართებაში. 

მგზავრი
1

თითების ფოტომ გული გამიხლიჩა შუაზე(((( რატომ ვჭამთ ერთმანეთს, ისედაც ორი დღე ვცოცხლობთ ააა??!!!((( ღმერთო მაღალო გვიყვარხართ სუყველას.... შენ იყავი ჩვენი მფარველი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"მიწისძვრის დროს 4 წლის აიდა დედას ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და კარადას შორის ჩაუსვამს, ასე გადარჩა" - რას ჰყვება იზმირში მცხოვრები ქართველი სტიქიის შედეგებზე

"მიწისძვრის დროს 4 წლის აიდა დედას ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და კარადას შორის ჩაუსვამს, ასე გადარჩა" -  რას ჰყვება იზმირში მცხოვრები ქართველი სტიქიის შედეგებზე

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ქალაქ იზმირში მომხდარმა მიწისძვრამ მსოფლიო შეძრა. დანგრეულია ნახევარი ქალაქი და უამრავი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. საბედნიეროდ, მაშველებმა 24-საათიანი მუშაობის შედეგად, 107 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რაც დაღუპულთა რაოდენობაზე ბევრად მეტია...

თურქეთში, 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი.

ამბავი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცეს იპყრობს, ალბათ ფანტასტიური ჟანრის ფილმის სცენარი უფროა, ვიდრე რეალობა. თუმცა, თურქმა მაშველებმა რამდენიმე ათეული საათიანი ძებნის შემდეგ, 3 და 4 წლის გოგონები ნანგრევებიდან სრულიად უვნებლები გამოიყვანეს.

"ბეტონზე ამოსული ყვავილები" - ასე უწოდა ადგილობრივმა მედიამ, ელიფ ფერინჩეკისა და აიდას. ორივე გოგონა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

AMBEBI.GE თურქეთში მცხოვრებ ქართველს ნინო ჩალიკს ესაუბრა:

- წლებია აქ ვცხოვრობ, იზმირთან ახლოს, აივალიკში. მიწისძვრები აქ ხშირია, მაგრამ ასეთი სიმძლავრის არ მახსოვს. სახლში ვიყავი და ისე შემაზანზარა, მთელი სიძლიერით. იმ დღესვე მოხდა განმეორებითი, რამდენჯერმე. თუმცა, ისეთი სიძლიერის არ იყო... რამდენიმე ხნის წინ, სტამბოლში რომ იყო ძლიერი მიწისძვრა, მას შემდეგ, ასეთი მაღალი ბალი არ ყოფილა. თუმცა, ეგეოსის ზღვასთან ხშირად ხდება მიწისქვეშა ბიძგები. შემდეგ ამ ყველაფერს ცუნამიც მოჰყვა. იმ დატბორილ ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ ვიყავი...

- რა ხდება იმ ადგილას, რომელიც მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია.?

- იზმირი, მთელ თურქეთში გამორჩეული ქალაქია და ეს ახლა განსაკუთრებით იგრძნობა. მაშველებს, რომლებიც დღე და ღამე შეუსვენებლად მუშაობენ, მოხალისეებიც ეხმარებიან. მათთვის, ვინც გარეთ დარჩა და კარვებში უწევთ ცხოვრება, თბილი პლედები, ახალი ტანსაცმელი, საკვები და სხვა საჭირო ნივთები მიაქვთ... ხალხს ახლაც ეშინია სახლში შესვლა. ჩვენ სახლშიც აბაზანის კედლები სულ დაბზარულია. გაგვაფრთხილეს, შესაძლოა სახლი პირველ ბიძგს გადაურჩეს, მაგრამ ფუძე დაზიანდეს და ვერ მიხვდეთ, გეგონოთ, რომ გადარჩით, მაგრამ მეორე ჯერზე, თუნდაც სუსტი რომ იყოს, დაინგრევაო. საშინელი შეგრძნებაა, როდესაც სახლში შედიხარ და არ იცი, რა მოხდება.

რაც შეეხება, 3 წლის ელიფს, რომელსაც მაშველები 65 საათის განმავლობაში ეძებდნენ, მათ სახლის გეგმას მამა უხაზავდა, პოვნა რომ გაადვილებოდათ, თავადაც იქ იდგა, ბავშვი რომ გამოიყვანეს, ისეთი რეაქცია ჰქონდა, ცოცხალს აშკარად არ ელოდა და სრულიად უვნებელი რომ დაინახა, მუხლებზე დაეცა და სიხარულისგან გიჟივით ტირილი დაიწყო. როგორც ვიცი, იმ ბავშვის დედა საავადმყოფოში წევს. ოჯახის სხვა წევრების ბედი არ ვიცი.

- რაც შეეხება, 4 წლის აიდას...

- ადგილობროვი მედია მას აიდათი მოიხსენიებს, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. როგორც მითხრეს, გოგონას დედა დაეღუპა. გვამიც ამოიყვანეს უკვე... ყველა ტიროდა, როგორც თავის ახლობელს. ძალიან მძიმე სანახავი იყო. შვილი, შედარებით უსაფრთხო ადგილას ჩაუსვამს, ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და კარადას შორის, კუთხეში, ზემოდან კი კედლის ფილა სიბრტყეზე დაეცა...

როგორც კი გამოიყვანეს, დედა და საჭმელი მოითხოვა, აირა, ანუ დედი სახელი და კოფთე, (კოტლეტი) მინდაო. მერე წყალი მინდაო, თქვა... ძალიან შიოდა და წყუროდა. მართლა წარმოუდგენელია, 30 ოქტომბრის შუადღის შემდეგ, როგორ გაძლო ამდენი ხანი ასე, ამ მდგომარეობაში. მიუხედავად ამ სტრესისა, რომ გამოიყვანეს, იღიმოდა. მაშველი ჰყვებოდა, რაღაც ფაიფურის კოვზი მომხვდა ხელში, მტვრის მასა რომ გამეწმინდა და სწორედ მას ჩაავლო ხელი აიდამო... მუშაობის დროს, მაშველები და მოხალისეები სულ ყვირიან, რომ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ხმა გააგონონ, აქ ვართ და თუ ვინმეა შეგვეპასუხეთო... მაშველი ისეთი ბედიერი იყო, ლოყაზე აკოცა, ეს ჩანს ფოტოზე. რომ გამოიყვანა. აიდა იღიმოდა, იმ მაშველ ბიჭს კი, მტვრიან და ჭუჭყიან სახეზე სიხარულის, ბედნიერების, ემოციების ცრემლები ღარებივით გასდევდა...

აიდას ღიმილმა ყველანი შოკში ჩაგვაგდო. მასაც მამა დახვდა. ისიც მიცვალებულს ელოდა და წარმოუდგენელი ემოცია ჰქონდა. უამრავი ადამიანი გადაარჩინეს, მოხუცები, უფროსები, ბავშვების გადარჩენას სხვა ემოცია ჰქონდა. ისე კი, კიდევ კარგი, რომ დღე მოხდა მიწისძვრა, ხალხი სახლში არ იყო, ზოგი ქუჩაში, ზოგი ტრანსპორტში. ღამე რომ მომხდარიყო, ბევრად მეტი მსხვერპლი იქნებოდა, რადგან მძინარე ხალხს ერთიანად მოიყოლებდა.

- მაშველები დღე და ღამე მუშაობენ, არა?

-დიახ, უკვე ისეთი გადაღლილები არიან, ჩაცმულებს, ნანგრევებში ერთმანეთზე თავმიდებულებს სძინავთ, ერთი-ორი საათით... ერთმანეთს ცვლიან. მოხალისეებიც ეხმარებიან. რამდენიმე დღის წინ ძაღლიც გადაარჩინეს, რომელიც თავშესაფარში გადაიყვანეს...

სულ 107 ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა, ჯერ წინ ძალიან ბევრი სამუშაოა და სამწუხაროდ, რაც დრო გადის, ადამიანების ცოცხლად პოვნის შანსი მცირდება. თუ ასეთი სასწაულები არ მოხდა. ამბობენ, რომ ნანგრევებში უკვე გვამების სუნია, სადაც ეტყობა მიცვალებულია, სწორედ ამ სუნს გაყვნენ ისინი და აიდა ცოცხალი იპოვნეს, ამიტომაც იყო ამ გოგონების ცოცხლად პოვნა სასწაულის ტოლფასი. როგორც კი გამოიყვანეს, მაშინვე წვეთოვანი დაუყენეს, რომ ჯანრმთელობის მდგომარეობა არ გართულებოდა.

ნანგრევებში ათეულობით ადამიანია დარჩენილი და ყველას ოჯახის წევრები იქვე, ნანგრევებთან დგანან და ლოცულობენ, რომ სასწაული მოხდეს... ახლახან, 14 წლის ბიჭი გადაარჩინეს. როდესაც დედა ელაპარაკებოდა, მაშინ მოჰყვა მიწისძვრაში და ტელეფონი ხელში შერჩა... ნანგრევებიდან დარეკა 112-ში, აქ ვარ, და ცოცხალი ვარო, ვიდეოც გადაიღო რა ხდებოდა მის გარშემო და გამოგზავნა. ისე იყო ჩაკეტილი ნანგრევებში, რომ მაშველებს იქაურობის გასაწმენდად, ახლოს მისასვლელად, ძალიან მძიმე სამუშაოს ჩატარება დასჭირდათ. მოზარდს ესმოდა მათი ხმა და ერთ-ერთ მაშველს ეხვეწებოდა, არსად წახვიდე, ჩემთან იყავი, არ მიმატოვოო...

- ხომ გამოიყვანეს?

- კი, მხოლოდ ფეხი ჰქონდა დაზიანებული... მოსახლეობა ძალიან უდგას მხარში ერთმანეთს. ეს ქუჩაში დარჩენილი, უსახლკარო ადამიანები სხვებმა შეიფარეს, ცხოველებისთვისაც კი გააკეთეს თავშესაფარი... ჩემი მეუღლე ფოტოგრაფია და თავის მეგობრებთან ერთად, გააკეთეს გამოფენა, ფოტოები გაყიდეს და შემოსული თანხით დაზარალებულებს დაეხმარნენ. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია, ძალიან ბევრი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი. მოსახლეობა მაშველებსა და მოხალისეებსაც ეხმარება ყავა-ჩაით, საკვებით. საავადმყოფოებში გადაყვანილებსაც უზიდავენ საკვებს და უამრავ რამეს. ფოტოებიც გვაქვს. განსაცდელმა საზოგადოება გააერთიანა.

სომხეთის ოპოზიციაის ულტიმატუმი ნიკოლ ფაშინიანს - "ვაძლევთ დროს გადადგომისთვის..."

ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეკრებილები სკანდირებენ: "ნიკოლ, მოღალატე!"

სასიყვარულო ურთიერთობა გარდაცვლილი ძმის ქვრივთან და ბავშვი, რომლის მამობასაც არ აღიარებდა - ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალური ცხოვრების დეტალები