საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი რ.მ. შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
"გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ავარია გუშინ საღამოს საათებში მოხდა. გარდაცვლილი 14 წლის სალომე მთვარელიშვილია. იგი ჩუმლაყის ტაძრის წინამძვრის მამა გრიგოლ მთვარელიშვილის შვილია.
ძაან სამწუხაროა, რო აზრი არაა ამაზე ვინ დაობს დაიქცა ოჯახი. მძღოლზეც და გარდავცვლილის ოჯახზე ვამბობ ამას, მაგრამ 12 წლის ბავშვს ქონდა კი მპოედით გადაადგილების უფლება? იმიტომაა ასაკობრივი შეზღუდვა ასეთ საკითხებში ყველა ასაკს აქვს ტავისებური მზაობა კონკრეტული მოქმედებისათვის და 12 წლის ბავშვს როპედზე რომ სვამ და ქუცაში უშვებ ეს მართალი და სწორია? კიდე ვამბობს ძაან სამწუხაროა რაც მოხდა ამაზე არავინ დაობს, მაგრამ მიზეზებზე ვილაპარაკოთ რა გახდა მიზეზი ყველაფერი ამისა?
რატომ იმეტებთ შვილებს მოსაკლავად,?რა უნდა მო-პედზე ბავშვებს.რა.