მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით შემოუთვალა, უჩემოდ არ ვარგიხართო" - გია ვოლსკი
"სააკაშვილმა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით შემოუთვალა, უჩემოდ არ ვარგიხართო" - გია ვოლსკი

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე აშ­კა­რად სა­ა­კაშ­ვი­ლის ენით ალა­პა­რაკ­და, რო­დე­საც იგი და­უ­ფა­რა­ვად, უკი­დუ­რე­სად უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით მთლი­ა­ნად ქარ­თველ ერს აგი­ნებს, - ამის თა­ო­ბა­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გია ვოლ­სკი “ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე წერს.

ვოლ­სკი "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძი­სა და ნიკა მე­ლი­ას და­პი­რის­პი­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და რო­გორც აცხა­დებს, „უჩე­მოდ არ ვარ­გი­ხარ­თო, შე­მო­უთ­ვა­ლა მე­ტა­მორ­ფო­ზუ­ლი გუ­ბა­ზის ენით სა­ა­კაშ­ვილ­მა“.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც აკ­ვირ­დე­ბა მოვ­ლე­ნებს, თუნ­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­რი­ე­რის მე­ო­რე მხრი­დან, ად­ვი­ლად გა­მო­ი­ტანს გარ­კვე­ულ დას­კვნებს. მე­ო­რე სა­კი­თხია თუ ვის აწყობს მოვ­ლე­ნა­თა დრა­მა­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ვის არა: გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე აშ­კა­რად სა­ა­კაშ­ვი­ლის ენით ალა­პა­რაკ­და, რო­დე­საც იგი და­უ­ფა­რა­ვად, უკი­დუ­რე­სად უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბით აგი­ნებს მთლი­ა­ნად ქარ­თველ ერს. გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი და უკულ­ტუ­რო, ფარ­თო ქუ­დე­ბით თავ­და­ბუ­რუ­ლი, გა­უ­პარ­სა­ვი ქარ­თვე­ლო­ბის გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი ვარო, ქარ­თვე­ლებს სა­ნამ დე­დას არ გა­უ­ბა­ხებ არ და­გე­მორ­ჩი­ლე­ბი­ა­ნო, ესეც თქვა სა­ა­კაშ­ვილ­მა!

იგი­ვეს იმე­ო­რებს, ახლა სა­ნი­კი­ძის მეშ­ვე­ო­ბით. დაყ­რუვ­დით?! ვერ გა­ი­გო­ნეთ?! და მა­ინც... ამ უთავ­მოყ­ვა­რეო „ოპო­ზი­ცი­ის" ლი­დე­რი კვლავ იგია. ამ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის ცვლი­ლე­ბა მო­ინ­დო­მა მე­ლი­ამ, იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ ღრუ­ბელ-ღრუ­ბელ, გვი­რა­ბით თუ ზღვით ვერ ჩა­მო­სუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით ფი­ზი­კუ­რა­დაც იბ­რძო­ლა, არც ნაკ­ლე­ბი გი­ნე­ბა შე­უძ­ლია და მა­ინც და­უ­ფა­სე­ბე­ლია, ის კი არა ჯერ რუ­სეთ­მოვ­ლი­ლი ვა­შა­ძე, ახლა კი პარ­ტი­ებ­მოვ­ლი­ლი გუ­ბა­ზი აღ­მო­უ­ცენ­და ცხვირ­წინ. რე­ა­გი­რე­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა - უჩე­მოდ არ ვარ­გი­ხარ­თო, შე­მო­უთ­ვა­ლა მე­ტა­მორ­ფო­ზუ­ლი გუ­ბა­ზის ენით სა­ა­კაშ­ვილ­მა. გა­ი­სუ­სა სრუ­ლი­ად ოპო­ზი­ცია (ისი­ნი ხომ "უპ­რე­ცე­დენ­ტო ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის" დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დე­ნენ)“, - წერს გია ვოლ­სკი.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ოპო­ზი­ცია რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვი­საა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

"მყი­სი­ე­რად გაქ­რა სრუ­ლი­ად ოპო­ზი­ცი­ის სივ­რცე­ში პრო­და­სავ­ლუ­რო­ბა! ნა­ტო­სა თუ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ეუ­თოს, ევ­რო­საბ­ჭოს, აშშ-ს, პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის პო­ზი­ტი­ურ შე­ფა­სე­ბებს უხე­ში, ზღვარ­გა­და­სუ­ლი არა­კო­რექ­ტუ­ლი შე­ტე­ვა და­უ­პი­რის­პი­რეს და და­აკ­ვირ­დით - კვლავ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბით“, - აცხა­დებს გია ვოლ­სკი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ ე მ ი დ ა !
8

ნათქვამია ვირიდან წრიხი არ გეწყინოთო, მაგრამ ვირიც არის და "ვირიც"!!

პატრიოტი 2
7

რა საინტერესოა! ვოლსკის და ჩერგოლეიშვილის აზრები ემთხვევა ერთმანეთს , სწორედ სიბერემდე სიქაჩლეო, ამაზეა ნათქვამი. ისე ჩერგომ ურჩია კგბ-ვოლსკის თუ პირიქით ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სააკაშვილმა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით შემოუთვალა, უჩემოდ არ ვარგიხართო" - გია ვოლსკი

"სააკაშვილმა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით შემოუთვალა, უჩემოდ არ ვარგიხართო" - გია ვოლსკი

გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით მთლიანად ქართველ ერს აგინებს, - ამის თაობაზე “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ვოლსკი "მთავარი არხის" ეთერში გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებას ეხმაურება და როგორც აცხადებს, „უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა“.

"საზოგადოება, რომელიც აკვირდება მოვლენებს, თუნდაც პოლიტიკური ბარიერის მეორე მხრიდან, ადვილად გამოიტანს გარკვეულ დასკვნებს. მეორე საკითხია თუ ვის აწყობს მოვლენათა დრამატული განვითარება და ვის არა: გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით აგინებს მთლიანად ქართველ ერს. გაუნათლებელი და უკულტურო, ფართო ქუდებით თავდაბურული, გაუპარსავი ქართველობის განმანათლებელი ვარო, ქართველებს სანამ დედას არ გაუბახებ არ დაგემორჩილებიანო, ესეც თქვა სააკაშვილმა!

იგივეს იმეორებს, ახლა სანიკიძის მეშვეობით. დაყრუვდით?! ვერ გაიგონეთ?! და მაინც... ამ უთავმოყვარეო „ოპოზიციის" ლიდერი კვლავ იგია. ამ კონფიგურაციის ცვლილება მოინდომა მელიამ, იმ არგუმენტით, რომ ღრუბელ-ღრუბელ, გვირაბით თუ ზღვით ვერ ჩამოსული სააკაშვილისაგან განსხვავებით ფიზიკურადაც იბრძოლა, არც ნაკლები გინება შეუძლია და მაინც დაუფასებელია, ის კი არა ჯერ რუსეთმოვლილი ვაშაძე, ახლა კი პარტიებმოვლილი გუბაზი აღმოუცენდა ცხვირწინ. რეაგირებამაც არ დააყოვნა - უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა. გაისუსა სრულიად ოპოზიცია (ისინი ხომ "უპრეცედენტო ერთსულოვნების" დემონსტრირებას ახდენენ)“, - წერს გია ვოლსკი.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია რუსეთის სტრატეგიული ამოცანის შესრულებისათვისაა მობილიზებული.

"მყისიერად გაქრა სრულიად ოპოზიციის სივრცეში პროდასავლურობა! ნატოსა თუ ევროკავშირისა და ეუთოს, ევროსაბჭოს, აშშ-ს, პარტნიორი ქვეყნების მიერ არჩევნების პოზიტიურ შეფასებებს უხეში, ზღვარგადასული არაკორექტული შეტევა დაუპირისპირეს და დააკვირდით - კვლავ სააკაშვილის ფორმულირებებით“, - აცხადებს გია ვოლსკი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე რუსული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - "დაწყებული ომი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ეს იცოდა ამხანაგმა სტალინმა"