პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის ქმედებებს - ექსპერტების შეფასებები
როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის ქმედებებს - ექსპერტების შეფასებები

ვინ­მეს მოს­წონს თუ არა, რე­ა­ლო­ბა სწო­რედ ისაა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია მთა­ვა­რი და მის ირ­გვლივ ხდე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ამის ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარ­მა შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ ერ­თო­ბა­ში მარ­თლაც შე­ი­ტა­ნოს გარ­კვე­უ­ლი ბზა­რი. თუმ­ცა, ეს ერ­თო­ბა რას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ესეც სა­კი­თხა­ვია, - ასე აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ნიკა მე­ლი­ა­სა და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, დიდ ოპო­ზი­ცი­ურ ერ­თო­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის წინა დღე­საც კი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო.

„ვინ­მეს მოს­წონს, თუ არ მოს­წონს, რე­ა­ლო­ბა სწო­რედ ისაა, რომ მიშა არის მთა­ვა­რი და მის ირ­გვლივ ხდე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ამის ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარ­მა შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ ერ­თო­ბა­ში მარ­თლაც შე­ი­ტა­ნოს გარ­კვე­უ­ლი ბზა­რი. თუმ­ცა, ეს ერ­თო­ბა რას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ესეც სა­კი­თხა­ვია. ეს რა ერ­თო­ბაა?! და­ვუშ­ვათ თე­ო­რი­უ­ლად, ჩა­ტარ­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, ასეთ დროს ეს ერ­თო­ბა ერთ ბლო­კად გა­მო­დის?! ანუ პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კი ხდე­ბა?! თუ ისევ ცალ-ცალ­კე იყ­რი­ან კენ­ჭს, რო­გორც იყო. მე ამ შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ იქ­ნე­ბა ასე­თი ბლო­კის წევ­რი?! ან „ლელო“ ან „გირ­ჩი!?! იმი­ტომ, რომ მათი ჯა­მუ­რი პრო­ცენ­ტი არის 10%. თუ მე­ლია და სხვე­ბი მო­ი­აზ­რე­ბენ, რომ ერთ ბლოკ­ში უნდა იყ­ვნენ, მა­შინ მი­შას სა­კი­თხის წა­მო­წე­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჯდე­ბა ამ სტრა­ტე­გი­ა­ში, იმი­ტომ, რომ ეს ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით უნდა მოხ­დეს. ამი­ტო­მაც ვლა­პა­რა­კობ, დღეს რა ერ­თო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი?! უნდა დად­გინ­დეს, თუნ­დაც ის ხალ­ხი ვინც „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ოფის­ში იკ­რი­ბე­ბო­და, თავს ერთ ბლო­კად მო­ი­აზ­რებს?! თუ რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს გა­ერ­თი­ან­დნენ, ახლა ისე არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი იდე­ის გარ­შე­მო - არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და - ეს არის ჯერ გა­სარ­კვე­ვი. სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლით ვერ ჩა­მო­ვა, მაგ­რამ მე­ო­რე სა­კი­თხია ის, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხმე­ბის 90% სა­ა­კაშ­ვილს მო­აქვს. ესეც რე­ა­ლო­ბაა და ამ რე­ა­ლო­ბა­ში რო­გორ უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ოპო­ზი­ცია, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ცოტა მი­ჭირს.

თე­ო­რი­უ­ლად ვამ­ბობ, ხვალ რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს, ეს ხალ­ხი ისევ ცალ-ცალ­კე გა­მო­ვა?! ახლა ალ­ბათ ამ თე­მა­ზე მი­დის შიდა დის­კუ­სი­აც და ის გან­ცხა­დე­ბაც, რაც გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ გა­ა­კე­თა („მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში) სწო­რედ ამის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. ალ­ბათ, ნიკა მე­ლია თვლის, რომ ეს ჯერ ნა­ად­რე­ვია“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

"ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, სა­დაც ამომ­რჩევ­ლის ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბი მხარ­დამ­ჭე­რის მქო­ნე პარ­ტია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბის მა­ღალ რის­კებს წარ­მოქ­მნის", - აცხა­დებს კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი უაღ­რე­სად სა­ხი­ფა­თოა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

„ჩვენ ისე­თი პარ­ლა­მენ­ტე­ბის მოწ­მე ვართ, სა­დაც ერ­თპარ­ტრი­უ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა იყო და ხში­რად უმ­რავ­ლე­სო­ბა იპო­ზი­ცი­ას არ უს­მენ­და, მაგ­რამ იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში სა­ერ­თოდ არ არის, არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა. რა მოს­დევს ამას?! - რო­დე­საც არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა, ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გაზ­რდას და მათ შო­რის ამ პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევს, ხოლო რო­დე­საც პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის­კენ გა­და­დის, ეს თა­ვის­თა­ვად არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ხა­რისხს ზრდის“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ხმა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პი­რო­ბებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ არ­სე­ბობს და აღარ მუ­შა­ობს მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი და იშ­ლე­ბა ზღვა­რი მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტს შო­რის.

ამას­თან, ხმა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტი­ე­ბის მიერ სა­არ­ჩევ­ნო მან­და­ტებ­ზე უა­რის თქმა არას­წო­რია.

„ეს არას­წო­რია იმის გამო, რა­ზეც ახლა ვი­სა­უბ­რე. 30 წე­ლია არ­ჩევ­ნე­ბის უსა­მარ­თლო შე­დეგს ვუ­ყუ­რებ. უსა­მარ­თლო­ბას­თან ბრძო­ლის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი არ­სე­ბობს. უსა­მარ­თლო­ბის ბრძო­ლის ერთ-ერთი მე­თო­დია ხელ­ში კე­ტე­ბის აღე­ბა. არ­სე­ბობს უსა­მარ­თლო­ბას­თან სი­ტყვით ბრძო­ლა. ძა­ლი­ან ბევ­რი წყა­ლი ჩა­ივ­ლის, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გზა­ზე დად­გე­ბა და სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - პარ­ტი­ე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გზა­ზე დად­გე­ბი­ან, მა­ნამ უსა­მარ­თლო­ბას­თან ბრძო­ლა, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა სი­ტყვით, დარ­წმუ­ნე­ბით, მოქ­მე­დე­ბით. ამის ად­გი­ლი არის პარ­ლა­მენ­ტში. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ მან­და­ტებ­ზე უა­რის თქმა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის. ეს უფრო ემო­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, თუ რა­ი­მე სხვა ჩა­ნა­ფიქ­რი არ არის ზო­გი­ერ­თის თავ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლო­გი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ ოპო­ზი­ცი­ის ერ­თო­ბა ბუ­ტა­ფო­რი­აა და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ნიშ­ნე­ბი დიდი ხა­ნია ჩანს.

„ამ­დაგ­ვა­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ნიშ­ნე­ბი დიდი ხა­ნია არის, ვერც მო­თხოვ ამ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი­სა თუ ხა­სი­ა­თის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ჰარ­მო­ნი­ულ ერ­თო­ბას. ასე­თი ერ­თო­ბა დღეს სა­ჭი­როა თუ არა მათ­თვის, ეს კი­დევ სა­კი­თხა­ვია. მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ის სა­კი­თხე­ბი და თე­მე­ბი, რო­მე­ლიც მათ შო­რის და­ხუ­რულ კარს მით­მა უნდა წყდე­ბო­დეს, ღიად არის გა­მო­ტა­ნი­ლი და მუ­შა­ო­ბენ ღია ეთერ­ში. ეს უნდა იყოს შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო. და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბა - გე­ნი­ა­ლუ­რი სი­ტყვაა, რო­მე­ლიც მათ ბევრ საქ­ცი­ელს დღეს ერ­გე­ბა; და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბაა უა­რის თქმა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე, და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბაა მე­ო­რე ტურ­ზე ის პო­ზი­ცია, რაც აქვთ; და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბაა ის სა­კი­თხი, რაც ასე წა­მო­წია გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ, არი­ქა, სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ ჩა­მო­ვაო. არ არის ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლის დრო. თვი­თონ ამ პარ­ტი­ებ­მა უნდა აჩ­ვე­ნონ ახლა ბრძო­ლის უნა­რი, თო­რემ სა­ა­კაშ­ვი­ლი უუ­ნა­რო­ებ­თან წა­სა­გე­ბად ჩა­მომ­სვლე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. მო­გე­ბუ­ლებ­თა­ნაც ჩა­მო­ვა თუ არა, ეგეც სა­კი­თხა­ვია. ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც ბრძო­ლა არ შე­უძ­ლია, ნამ­დვი­ლად არ ჩა­მო­ვა. და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბა იყო მე­ლი­ას მხრი­და­ნაც შე­ტე­ვა, არი­ქა, ბი­ძი­ნას პო­ზი­ცი­ა­ზე დგა­ხა­რო. უნდა იცო­დე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წინ ხარ და უნდა მო­იქ­ცე ისე, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მათი ამომ­რჩევ­ლის თვალს უნდა, და­ი­ნა­ხოს. თო­რემ მე პი­რი­ქით, მო­მე­წო­ნა, რომ იხ­სნე­ბა ფრჩხი­ლე­ბი და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი მცირ­დე­ბა. ბუ­ტა­ფო­რია არ იყო აქამ­დეც მათი ერ­თო­ბა? რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ებ­რძვი­ან მათ­თვის სა­ერ­თო მე­ტო­ქეს, მაგ­რამ არ­ცერთ პუნ­ქტში პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბის არ აქვთ ერ­თო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს თავს იჩენს. მათ­მა ამომ­რჩე­ველ­მა უნდა მო­ი­თხო­ვოს თა­ვი­ან­თი მან­და­ტის შეს­რუ­ლე­ბა, რის­თვი­საც აირ­ჩი­ეს. თუ ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა ხარ, მთე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა უნდა გა­და­ი­ტა­ნო პარ­ლა­მენ­ტში. თუმ­ცა, ამის ბერ­კე­ტი ამომ­რჩე­ველს არ აქვს. ბერ­კე­ტი და კეტი ისევ პირ­ველ­ყო­ფილ პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბამ­დე და­იყ­ვანს პრო­ცე­სებს. ამომ­რჩე­ველ­მა უნდა ჩა­იქ­ნი­ოს ხელი და უნდა და­ე­ლო­დოს ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის და პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის მომ­წი­ფე­ბას, რო­მე­ლიც უფრო მა­ღა­ლი დო­ნის იქ­ნე­ბა. ევ­რო­პელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა სწო­რედ ეს გვი­საყ­ვე­დუ­რეს, რომ და­უღ­ვი­ნე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის გა­მოვ­ლე­ნაა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლაო“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

რო­გორც საყ­ვა­რე­ლი­ძე ამ­ბობს, არის იმის საფრ­თხე, რომ ოპო­ზი­ცი­ამ ის ამომ­რჩე­ვე­ლიც და­კარ­გოს, ვინც ახლა ხმა მის­ცა.

„ამი­ტომ ცდი­ლო­ბენ, რომ ერ­თი­მე­ო­რე­ზე რა­დი­კა­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ, რად­გან ხვდე­ბი­ან, რომ მათ რა­დი­კა­ლურ­მა ამომ­რჩე­ველ­მა მის­ცა ხმა. თუმ­ცა, მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ეს სწო­რი და გა­აზ­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია იყოს. სტრა­ტე­გი­ას დრო და შეც­დო­მე­ბის ანა­ლი­ზი უნდა, რაც ერთ დღე­ში არ კეთ­დე­ბა. მა­თაც სჭირ­დე­ბათ ტაიმ-აუტი იმის­თვის, რომ გა­ი­ზა­რონ რა რე­ა­ლო­ბა შექ­მნეს. არ არის ისიც გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თა­ვი­ან­თი ამომ­რჩევ­ლის გაზ­რდა მა­თაც სჭირ­დე­ბო­დეთ, რომ ამომ­რჩე­ველ­მა მათ­გან აღარ მო­ი­თხო­ვონ გა­დაგ­დე­ბა-გად­მოგ­დე­ბა, ეს ისევ გვაბ­რუ­ნებს შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ია­რაღს გა­მო­ვი­ყე­ნებთ თუ არა. მომ­წი­ფე­ბა უფრო ძნე­ლი საქ­მეა, შიგ­ნი­და­ნაც უნდა უწყობ­დეს გე­ნე­ტი­კა ხელს მას და გარე პი­რო­ბე­ბიც. თუ გე­ნებ­ში არ არის და პი­რო­ბებ­მა ხელი არ შე­უ­წყო, მომ­წი­ფე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­სა და მან­და­ტებ­ზე უარს აცხა­დე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ დრო­ის მო­ცე­მუ­ლო­ბით, პარ­ლა­მენ­ტში მხო­ლოდ ერთი პარ­ტია - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რჩე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ცეს­კოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 48%-ზე ოდ­ნავ მეტი მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ამომრჩევლის ნახევარი ამჯერადაც არ მოვიდა, ან ტრადიციულად არ მიუშვით ნაცქოცმოქკავშირმა -მაგალითად , ემიგრაცია 14 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული ცესკოს ბაზაში , თუ 1 400 000 ამომრჩეველია დაურეგისტრირებელი , რა , ადრეც კორონა იყო ?! მილიონი ადამიანი ერთ დღეში როგორ უნდა ჩამოსულიყო ? თან ერთიდაიგივე დღეს -ხომ წაგლეკავდნენ ტარტაროზებო , გაგვეცით პასუხი , რატომ არ დადიან არჩევნებზე და არ გაძლევენ ხმას ემიგრანტები პოზიცია ოპოზიციას ? იმიტომ რომ თქვენ, სამმა ერთში -ნაცქოცმოქკავშირმა, აიძულეთ ემიგრაციას ემიგრირება , ცხადია ! რადგან მოქკავშირი გადაშენდა , მათ ორივე მისი დარჩენილი ნარჩენი სძულხართ, ნაცები ორჯერ მეტად, ქოცები ორჯერ ნაკლებად, აქ დარჩენილების ნახევარზე მეტს სძულს ნაცები, ორჯერ ნაკლებს ქოცები ! რად გიკვირთ , რომ ქოცებზე ორჯერ ნაკლები ხმა გაქვთ , ხომ გაყოფილი გაქვთ კოჰაბიტაციით ჩვენი ბედკრული სამშობლო მაგ პროპორციით თქვე სატანის მსახურებო !? თქვე მეხუთე კოლონავ !? თქვე კრემლის აგენტებო და კომუნიზმის ტარტაროზებო !? ედუარდგიორგის ბადიშებო !? ძირს ექსპერტდამქაშებიანად ! ოღონდ მშვიდობიანად , ნიღაბიც ატარეთ რომ თქვნს უცხვირპირობას არ ვუყუროთ ! 

ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
1

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი უაღ­რე­სად სა­ხი­ფა­თოა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით - თორე მრავალპარტიულს გენიალური გადაწყვეტილებები ქონდა ოდესმე

ავტორი:

როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის ქმედებებს - ექსპერტების შეფასებები

როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის ქმედებებს - ექსპერტების შეფასებები

ვინმეს მოსწონს თუ არა, რეალობა სწორედ ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილია მთავარი და მის ირგვლივ ხდება გაერთიანება, მაგრამ ამის ხმამაღლა საუბარმა შეიძლება ოპოზიციურ ერთობაში მართლაც შეიტანოს გარკვეული ბზარი. თუმცა, ეს ერთობა რას ითვალისწინებს, ესეც საკითხავია, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, დიდ ოპოზიციურ ერთობაში მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება არჩევნების წინა დღესაც კი სრულიად განსხვავებული იყო.

„ვინმეს მოსწონს, თუ არ მოსწონს, რეალობა სწორედ ისაა, რომ მიშა არის მთავარი და მის ირგვლივ ხდება გაერთიანება, მაგრამ ამის ხმამაღლა საუბარმა შეიძლება ოპოზიციურ ერთობაში მართლაც შეიტანოს გარკვეული ბზარი. თუმცა, ეს ერთობა რას ითვალისწინებს, ესეც საკითხავია. ეს რა ერთობაა?! დავუშვათ თეორიულად, ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ასეთ დროს ეს ერთობა ერთ ბლოკად გამოდის?! ანუ პოლიტიკური ბლოკი ხდება?! თუ ისევ ცალ-ცალკე იყრიან კენჭს, როგორც იყო. მე ამ შემთხვევაში რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური პარტია მყავს მხედველობაში. ასეთ შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ იქნება ასეთი ბლოკის წევრი?! ან „ლელო“ ან „გირჩი!?! იმიტომ, რომ მათი ჯამური პროცენტი არის 10%. თუ მელია და სხვები მოიაზრებენ, რომ ერთ ბლოკში უნდა იყვნენ, მაშინ მიშას საკითხის წამოწევა ჯერჯერობით არ ჯდება ამ სტრატეგიაში, იმიტომ, რომ ეს ცოტა მოგვიანებით უნდა მოხდეს. ამიტომაც ვლაპარაკობ, დღეს რა ერთობაზეა საუბარი?! უნდა დადგინდეს, თუნდაც ის ხალხი ვინც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებოდა, თავს ერთ ბლოკად მოიაზრებს?! თუ როგორც საარჩევნო კამპანიის დროს გაერთიანდნენ, ახლა ისე არიან გაერთიანებულები იდეის გარშემო - არჩევნები გაყალბდა - ეს არის ჯერ გასარკვევი. სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით ვერ ჩამოვა, მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების 90% სააკაშვილს მოაქვს. ესეც რეალობაა და ამ რეალობაში როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, ამაზე საუბარი ცოტა მიჭირს.

თეორიულად ვამბობ, ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, ეს ხალხი ისევ ცალ-ცალკე გამოვა?! ახლა ალბათ ამ თემაზე მიდის შიდა დისკუსიაც და ის განცხადებაც, რაც გუბაზ სანიკიძემ გააკეთა („მთავარი არხის“ ეთერში) სწორედ ამისკენ არის მიმართული. ალბათ, ნიკა მელია თვლის, რომ ეს ჯერ ნაადრევია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

"ერთპარტიული პარლამენტი, სადაც ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლები მხარდამჭერის მქონე პარტია იქნება წარმოდგენილი, პოლიტიკური კრიზისების მაღალ რისკებს წარმოქმნის", - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

მისივე შეფასებით, ერთპარტიული პარლამენტი უაღრესად სახიფათოა გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომების დაშვების თვალსაზრისით.

„ჩვენ ისეთი პარლამენტების მოწმე ვართ, სადაც ერთპარტრიული უმრავლესობა იყო და ხშირად უმრავლესობა იპოზიციას არ უსმენდა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში საერთოდ არ არის, არასწორი გადაწყვეტილებების რისკი იზრდება. რა მოსდევს ამას?! - როდესაც არასწორი გადაწყვეტილებები მიიღება, ეს უკმაყოფილების გაზრდას და მათ შორის ამ პარტიის მხარდამჭერების შემცირებას იწვევს, ხოლო როდესაც პარტიის მხარდამჭერი მისი მოწინააღმდეგისკენ გადადის, ეს თავისთავად არასტაბილურობის ხარისხს ზრდის“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხმალაძემ.

მისივე თქმით, ერთპარტიული პარლამენტის პირობებში ფაქტობრივად აღარ არსებობს და აღარ მუშაობს მთავრობის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მექანიზმი და იშლება ზღვარი მთავრობასა და პარლამენტს შორის.

ამასთან, ხმალაძე მიიჩნევს, რომ ბარიერგადალახული პარტიების მიერ საარჩევნო მანდატებზე უარის თქმა არასწორია.

„ეს არასწორია იმის გამო, რაზეც ახლა ვისაუბრე. 30 წელია არჩევნების უსამართლო შედეგს ვუყურებ. უსამართლობასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. უსამართლობის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია ხელში კეტების აღება. არსებობს უსამართლობასთან სიტყვით ბრძოლა. ძალიან ბევრი წყალი ჩაივლის, ვიდრე საზოგადოება სამართლიანობის გზაზე დადგება და სანამ საზოგადოება და ამ საზოგადოების წარმომადგენლები - პარტიები, ხელისუფლება სამართლიანობის გზაზე დადგებიან, მანამ უსამართლობასთან ბრძოლა, პირველ რიგში, საჭიროა სიტყვით, დარწმუნებით, მოქმედებით. ამის ადგილი არის პარლამენტში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მანდატებზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება არ არის. ეს უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო, თუ რაიმე სხვა ჩანაფიქრი არ არის ზოგიერთის თავში“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ერთობა ბუტაფორიაა და განხეთქილების ნიშნები დიდი ხანია ჩანს.

„ამდაგვარი განხეთქილების ნიშნები დიდი ხანია არის, ვერც მოთხოვ ამდენად განსხვავებულ პოლიტიკური წარსულისა თუ ხასიათის მქონე ადამიანებს ჰარმონიულ ერთობას. ასეთი ერთობა დღეს საჭიროა თუ არა მათთვის, ეს კიდევ საკითხავია. მითუმეტეს, როდესაც ის საკითხები და თემები, რომელიც მათ შორის დახურულ კარს მითმა უნდა წყდებოდეს, ღიად არის გამოტანილი და მუშაობენ ღია ეთერში. ეს უნდა იყოს შიდა სამზარეულო. დაუფიქრებლობა - გენიალური სიტყვაა, რომელიც მათ ბევრ საქციელს დღეს ერგება; დაუფიქრებლობაა უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე, დაუფიქრებლობაა მეორე ტურზე ის პოზიცია, რაც აქვთ; დაუფიქრებლობაა ის საკითხი, რაც ასე წამოწია გუბაზ სანიკიძემ, არიქა, სააკაშვილი თუ ჩამოვაო. არ არის ახლა სააკაშვილის ჩამოსვლის დრო. თვითონ ამ პარტიებმა უნდა აჩვენონ ახლა ბრძოლის უნარი, თორემ სააკაშვილი უუნაროებთან წასაგებად ჩამომსვლელი ნამდვილად არ არის. მოგებულებთანაც ჩამოვა თუ არა, ეგეც საკითხავია. ადამიანებთან, რომლებსაც ბრძოლა არ შეუძლია, ნამდვილად არ ჩამოვა. დაუფიქრებლობა იყო მელიას მხრიდანაც შეტევა, არიქა, ბიძინას პოზიციაზე დგახარო. უნდა იცოდე, რომ საზოგადოების წინ ხარ და უნდა მოიქცე ისე, როგორც საზოგადოების, მათი ამომრჩევლის თვალს უნდა, დაინახოს. თორემ მე პირიქით, მომეწონა, რომ იხსნება ფრჩხილები და საიდუმლოებები მცირდება. ბუტაფორია არ იყო აქამდეც მათი ერთობა? როდესაც ადამიანები ერთიანდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ებრძვიან მათთვის საერთო მეტოქეს, მაგრამ არცერთ პუნქტში პოლიტიკური თემების არ აქვთ ერთობა, ბუნებრივია, ეს თავს იჩენს. მათმა ამომრჩეველმა უნდა მოითხოვოს თავიანთი მანდატის შესრულება, რისთვისაც აირჩიეს. თუ ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა ხარ, მთელი დაპირისპირება უნდა გადაიტანო პარლამენტში. თუმცა, ამის ბერკეტი ამომრჩეველს არ აქვს. ბერკეტი და კეტი ისევ პირველყოფილ პოლიტიკურ ურთიერთობამდე დაიყვანს პროცესებს. ამომრჩეველმა უნდა ჩაიქნიოს ხელი და უნდა დაელოდოს ახალი პოლიტიკური კულტურის და პოლიტიკური ჯგუფების მომწიფებას, რომელიც უფრო მაღალი დონის იქნება. ევროპელმა ექსპერტებმა სწორედ ეს გვისაყვედურეს, რომ დაუღვინებელი პოლიტიკური კულტურის გამოვლენაა არჩევნების მეორე დღეს ქუჩაში გამოსვლაო“, - განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც საყვარელიძე ამბობს, არის იმის საფრთხე, რომ ოპოზიციამ ის ამომრჩეველიც დაკარგოს, ვინც ახლა ხმა მისცა.

„ამიტომ ცდილობენ, რომ ერთიმეორეზე რადიკალურები იყვნენ, რადგან ხვდებიან, რომ მათ რადიკალურმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. თუმცა, მეეჭვება, რომ ეს სწორი და გააზრებული სტრატეგია იყოს. სტრატეგიას დრო და შეცდომების ანალიზი უნდა, რაც ერთ დღეში არ კეთდება. მათაც სჭირდებათ ტაიმ-აუტი იმისთვის, რომ გაიზარონ რა რეალობა შექმნეს. არ არის ისიც გამორიცხული, რომ თავიანთი ამომრჩევლის გაზრდა მათაც სჭირდებოდეთ, რომ ამომრჩეველმა მათგან აღარ მოითხოვონ გადაგდება-გადმოგდება, ეს ისევ გვაბრუნებს შუა საუკუნეებში, მიუხედავად იმისა, იარაღს გამოვიყენებთ თუ არა. მომწიფება უფრო ძნელი საქმეა, შიგნიდანაც უნდა უწყობდეს გენეტიკა ხელს მას და გარე პირობებიც. თუ გენებში არ არის და პირობებმა ხელი არ შეუწყო, მომწიფება შეუძლებელია“, - განაცხადა საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს აცხადებენ. შესაბამისად, ამ დროის მოცემულობით, პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია - „ქართული ოცნება“ რჩება. შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 48%-ზე ოდნავ მეტი მიიღო.

"იმედი გვაქვს, ყველა პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას და პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს" - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

როგორ მოხვდა ქარელის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები? - ცესკოს განმარტება

ცესკო - მონაცემების გასაჯაროების პროცესში დაფიქსირებული პროგრამული ხარვეზების მიზეზი დამატებით დგინდება