სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არანაირი მოწყალება კრიზისის დროს და... მოსალოდნელი ტერაქტების სერია? - ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე პანდემიისას
არანაირი მოწყალება კრიზისის დროს და... მოსალოდნელი ტერაქტების სერია? - ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე პანდემიისას

ეჭვგა­რე­შეა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ას­პექ­ტზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა და უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა გან­სხვა­ვე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ბიზ­ნეს-სექ­ტო­რის ლი­დე­რე­ბის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ახლა ჯან­დაც­ვის გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სი და ეკო­ნო­მი­კა­ზე პან­დე­მი­ის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა, ასე­ვე ის სხვა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რის­კე­ბია, რომ­ლებ­საც ჯან­დაც­ვის მას­შტა­ბუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ქმნის.

ამ ფონ­ზე ნაკ­ლე­ბი კონ­ცეტ­რი­რე­ბაა ტე­რო­რიზმსა და ექ­სტრე­მიზ­მზე. მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი კი აჩ­ვე­ნებს, რომ პან­დე­მია მათ საფრ­თხეს ზრდის.

Global Security Review - ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, აქ­ვეყ­ნებს ანა­ლი­ტი­კურ სტა­ტი­ას, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლია ტე­რო­რიზ­მი­სა და ექ­სტრე­მიზ­მის საფრ­თხე­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი თავ­და­პირ­ვე­ლად გან­მარ­ტავს, რომ ტე­რო­რიზ­მი და ექ­სტრე­მიზ­მი ხში­რად ერთი და იგი­ვე მოვ­ლე­ნე­ბის გან­სა­სა­ზღვრად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა მათ შო­რის მკვეთ­რი გან­სხვა­ვე­ბაა - "ყვე­ლა ტე­რო­რის­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს ექ­სტრე­მის­ტი, მაგ­რამ ყვე­ლა ექ­სტრე­მის­ტი ტე­რო­რის­ტი არ არის“, - წერს გა­მო­ცე­მა.

GSR აღ­ნიშ­ნავს, რომ გარ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი­სა, სხვა­დას­ხვა იდე­ო­ლო­გი­ის მქო­ნე ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ - გა­აძ­ლი­ე­რონ თა­ვი­ან­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, გა­აძ­ლი­ე­რონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბოლო ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­სტრე­მიზ­მი და ტე­რო­რიზ­მი ძი­რი­თა­დად ასო­ცირ­დე­ბო­და რე­ლი­გი­ას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის­ლა­მურ ექ­სტრე­მიზ­მთან, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის­თვის მუდ­მივ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. მიმ­დი­ნა­რე პან­დე­მი­ამ კი რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრე­მიზ­მის გარ­და, სხვა კა­ტე­გო­რი­ის ექ­სტრე­მიზ­მის საფრ­თხე­ე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს.

  • არა­ნა­ი­რი მო­წყა­ლე­ბა კრი­ზი­სის დროს და ტე­რაქ­ტე­ბის სე­რია

ზო­გი­ერ­თი ამ­ტკი­ცებს, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან მათი წევ­რე­ბის დაც­ვით, თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენ უკვე ვხე­დავთ სხვა­დას­ხვა ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმებს, რომ­ლე­ბიც სა­პი­რის­პი­რო­ზე მი­უ­თი­თე­ბენ. ჯერ კი­დევ 2020 წლის მარ­ტში ISIS-მა თა­ვის მიმ­დევ­რებს მო­უ­წო­და, რომ "კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში შე­უ­ტი­ონ და არ გა­მო­ხა­ტონ მო­წყა­ლე­ბა".

ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი მო­ე­ლო­და, რომ პან­დე­მი­ის დროს ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხე არ იქ­ნე­ბო­და ძლი­ე­რი, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი სა­პი­რის­პი­როს გვიმ­ტკი­ცებს.

მა­გა­ლი­თად, აპ­რილ­ში მა­ლი­ში 25 ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა ჯი­ჰა­დის­ტე­ბის შე­ტე­ვის შე­დე­გად.მა­სე­ვე ტუ­ნი­სის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა აპ­რილ­ში გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვეს ტე­რო­რის­ტე­ბის გეგ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა დახ­ვე­ლე­ბი­თა და ცე­მი­ნე­ბით.

2020 წლის 21 აპ­რილს გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ ევ­რო­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძებ­ნი­ლი ტე­რო­რის­ტი აბ­დელ მა­ჯედ აბ­დელ ბარი ეს­პა­ნურ­მა პო­ლი­ცი­ამ ალ­მე­რი­ა­ში და­ა­კა­ვა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის კა­რან­ტი­ნის დროს ცხოვ­რობ­და. მან ეს­პა­ნეთ­ში ნა­ვით ჩა­აღ­წია, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თე­ბი წერ­დნენ, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩას­ვლას გეგ­მავ­და, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია რა მიზ­ნით.

27 აპ­რილს საფ­რან­გეთ­ში და­ა­კა­ვეს მა­მა­კა­ცი, რომ­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გა­დაც, 3 პო­ლი­ცი­ე­ლი და­შავ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, 29 წლის მა­მა­კა­ცი ISIS-სთან იყო კავ­შირ­ში.

ორი დღის შემ­დეგ და­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მათ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი აი­რი­დეს თა­ვი­დან, რო­მე­ლიც "შე­საძ­ლო ის­ლა­მუ­რი მო­ტი­ვე­ბით“ იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. 30 აპ­რილს თავ­დას­ხმა იყო ეგ­ვიპ­ტე­ში, რო­მელ­საც აგ­ვიპ­ტის არ­მი­ის 10 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ემსხვერ­პლა, ტე­რო­რის­ტმა ხელ­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა აა­ფეთ­ქა.

თუ ერაყ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვებს გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ISIS-ის ოპე­რა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. 2020 წლის პირ­ველ სამ თვე­ში კი 566 შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და.

სი­რი­ა­სა და ერაყ­ში ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა თავ­დას­ხმებ­მა აჩ­ვე­ნა, თუ რამ­დე­ნად გამ­ძლეა ISIS პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და უფრო მე­ტიც, იზ­რდე­ბა სხვა ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის ძა­ლაც. ეს ნათ­ლად ჩანს ბაღ­დად­ში 47 წლის ჰი­შამ ალ ჰა­ში­მის მკვლე­ლო­ბი­თაც. ჰი­შა­მი იყო მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტებს შო­რის ISIS-ისა და სხვა დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში. ერა­ყე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ჰი­შამ­მა მი­ი­ღო მუ­ქა­რა ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ჯგუ­ფის­გან, რის შემ­დე­გაც ის სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლეს.

იმას, რომ ტე­რო­რის­ტებს პან­დე­მია ვერ აში­ნებთ და პი­რი­ქით, შე­საძ­ლოა, გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში უფრო მე­ტად იკ­რებ­დნენ ძა­ლებს, ნი­ცა­ში და ასე­ვე ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში მომ­ხდა­რი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ტე­რაქ­ტე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც უკვე და­უ­კავ­ში­რეს "ის­ლა­მურ მო­ტი­ვებს."

  • პან­დე­მია, რო­გორც ტე­რო­რიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა

რო­გორც კონ­ფლიქ­ტო­ლო­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ტე­რო­რის­ტებ­მა შე­საძ­ლოა, ისარ­გებ­ლონ იმით, რომ ახლა მსოფ­ლი­ოს ფო­კუ­სი­რე­ბა პან­დე­მი­ა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი, უფრო მე­ტიც, ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლავ­დნენ გლო­ბა­ლურ პან­დე­მი­ას და კრი­ზისს, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მო­ი­პო­ვონ უფრო მეტი მომ­ხრე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი­სა და და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "ალ-ქა­ი­დას“ 30 მარ­ტის მო­წო­დე­ბა - მათ მო­უ­წო­დეს არა­მუს­ლი­მებს, რომ კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დი ის­ლა­მის შე­სას­წავ­ლად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

ამას­თან, ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­პა­გან­დის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს აქამ­დე ნაკ­ლე­ბად იყე­ნებ­დნენ, თუმ­ცა რად­გა­ნაც პან­დე­მი­ის დროს ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მეტ დროს ატა­რე­ბენ ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ისი­ნი ამ სივ­რცის ათ­ვი­სე­ბას გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ, რისი ნიშ­ნე­ბიც უკვე შე­იმ­ჩნე­ვა, მათ შო­რის კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხი­ფა­თო რი­ტო­რი­კის გავ­რცე­ლე­ბით, ასე­ვე კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პოს­ტე­ბით, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის მი­ზიდ­ვას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, ხოლო შემ­დეგ ამ აუ­დი­ტო­რი­ას სა­კუ­თარ იდე­ო­ლო­გი­ას უზი­ა­რე­ბენ.

  • პან­დე­მია - ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდს ტე­რო­რის­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყე­ნებ­დნენ არა მხო­ლოდ იდე­ო­ლო­გი­ის პრო­პა­გან­დის­თვის, არა­მედ თა­ვი­ან­თი ბა­ზე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვი­საც, რათა პან­დე­მი­ის შემ­დეგ უფრო ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. ტე­რო­რის­ტებს ბა­ზე­ბი აქვთ ძი­რი­თა­დად აფ­რი­კი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბიც ახლა მთლი­ა­ნად კონ­ცენ­ტრი­რე­ბულ­ნი არი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ა­ზე და ტე­რო­რის­ტულ ჯგუ­ფებ­თან ბრძო­ლას ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა, რაც მათ­თვის ბა­ზე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის იდე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მსოფ­ლი­ო­ში უკვე არ­სე­ბობს, პან­დე­მი­ის კრი­ზი­სი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი გა­მოწ­ვე­ვაა ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის.

ეს მო­ი­ცავს ბევრ ას­პექტს, მათ შო­რის, უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის და სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­და­მი­სა­მარ­თე­ბას პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის აღ­საკ­ვე­თად. მა­გა­ლი­თად, კა­რან­ტი­ნი­სა და ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის პე­რი­ოდ­ში ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო­ებს ევა­ლე­ბათ კონ­ტრო­ლი. შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ სამ­ხედ­რო­ებს ბოლო თვე­ებ­ში ბევ­რი ახა­ლი ფუქნცია და­ე­მა­ტათ, რაც შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში იწ­ვევ­დეს ტე­რო­რიზ­მზე, სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბის და­კარ­გვას.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია globalsecurityreview.com-ზე დაყ­რდნო­ბით

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

არანაირი მოწყალება კრიზისის დროს და... მოსალოდნელი ტერაქტების სერია? - ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე პანდემიისას

არანაირი მოწყალება კრიზისის დროს და... მოსალოდნელი ტერაქტების სერია? - ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე პანდემიისას

ეჭვგარეშეა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე მოახდინა გავლენა და უკვე რამდენიმე თვეა განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. პოლიტიკოსების, მთავრობის წარმომადგენლების, ბიზნეს-სექტორის ლიდერების მთავარი საზრუნავი ახლა ჯანდაცვის გლობალური კრიზისი და ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიური გავლენა, ასევე ის სხვა გაუთვალისწინებელი რისკებია, რომლებსაც ჯანდაცვის მასშტაბური პრობლემები ქმნის.

ამ ფონზე ნაკლები კონცეტრირებაა ტერორიზმსა და ექსტრემიზმზე. მიმდინარე მოვლენები კი აჩვენებს, რომ პანდემია მათ საფრთხეს ზრდის.

Global Security Review - ამერიკული გამოცემა, რომელიც გლობალური საფრთხეების შეფასებაზეა ორიენტირებული, აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას, სადაც განხილულია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. სტატიის ავტორი თავდაპირველად განმარტავს, რომ ტერორიზმი და ექსტრემიზმი ხშირად ერთი და იგივე მოვლენების განსასაზღვრად გამოიყენება, თუმცა მათ შორის მკვეთრი განსხვავებაა - "ყველა ტერორისტი შეიძლება იყოს ექსტრემისტი, მაგრამ ყველა ექსტრემისტი ტერორისტი არ არის“, - წერს გამოცემა.

GSR აღნიშნავს, რომ გარდა ტერორისტული დაჯგუფებებისა, სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ექსტრემისტული ორგანიზაციები ცდილობენ ვირუსთან დაკავშირებული დაუცველობის განცდა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ - გააძლიერონ თავიანთი ორგანიზაცია, გააძლიერონ საზოგადოებაში პანიკა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ექსტრემიზმი და ტერორიზმი ძირითადად ასოცირდებოდა რელიგიასთან, განსაკუთრებით კი ისლამურ ექსტრემიზმთან, რომელიც მრავალი ქვეყნისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. მიმდინარე პანდემიამ კი რელიგიური ექსტრემიზმის გარდა, სხვა კატეგორიის ექსტრემიზმის საფრთხეებიც შეიძლება გაზარდოს.

  • არანაირი მოწყალება კრიზისის დროს და ტერაქტების სერია

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ტერორისტული ჯგუფები ამჟამად დაკავებულები არიან კორონავირუსისგან მათი წევრების დაცვით, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ უკვე ვხედავთ სხვადასხვა ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებიც საპირისპიროზე მიუთითებენ. ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში ISIS-მა თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ "კრიზისულ პერიოდში შეუტიონ და არ გამოხატონ მოწყალება".

ზოგიერთი ექსპერტი მოელოდა, რომ პანდემიის დროს ტერორიზმის საფრთხე არ იქნებოდა ძლიერი, თუმცა რეალური ფაქტები საპირისპიროს გვიმტკიცებს.

მაგალითად, აპრილში მალიში 25 ჯარისკაცი დაიღუპა ჯიჰადისტების შეტევის შედეგად.მასევე ტუნისის უსაფრთხოების ძალებმა აპრილში გამოააშკარავეს ტერორისტების გეგმა, რომლის მიზანიც იყო კორონავირუსის გავრცელება დახველებითა და ცემინებით.

2020 წლის 21 აპრილს გამოაცხადეს, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი ტერორისტი აბდელ მაჯედ აბდელ ბარი ესპანურმა პოლიციამ ალმერიაში დააკავა, სადაც კორონავირუსის კარანტინის დროს ცხოვრობდა. მან ესპანეთში ნავით ჩააღწია, როგორც ადგილობრივი გაზეთები წერდნენ, დიდ ბრიტანეთში ჩასვლას გეგმავდა, თუმცა გაურკვეველია რა მიზნით.

27 აპრილს საფრანგეთში დააკავეს მამაკაცი, რომლის თავდასხმის შედეგადაც, 3 პოლიციელი დაშავდა. როგორც გაირკვა, 29 წლის მამაკაცი ISIS-სთან იყო კავშირში.

ორი დღის შემდეგ დანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ტერორისტული აქტი აირიდეს თავიდან, რომელიც "შესაძლო ისლამური მოტივებით“ იყო განპირობებული. 30 აპრილს თავდასხმა იყო ეგვიპტეში, რომელსაც აგვიპტის არმიის 10 წარმომადგენელი ემსხვერპლა, ტერორისტმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა.

თუ ერაყში მომხდარ შემთხვევებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა მნიშვნელოვნად გაიზარდა ISIS-ის ოპერაციების რაოდენობა. 2020 წლის პირველ სამ თვეში კი 566 შეტევა განხორციელდა.

სირიასა და ერაყში ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა აჩვენა, თუ რამდენად გამძლეა ISIS პანდემიის პირობებში და უფრო მეტიც, იზრდება სხვა ექსტრემისტული ჯგუფების ძალაც. ეს ნათლად ჩანს ბაღდადში 47 წლის ჰიშამ ალ ჰაშიმის მკვლელობითაც. ჰიშამი იყო მსოფლიოს წამყვან უსაფრთხოების ექსპერტებს შორის ISIS-ისა და სხვა დაჯგუფებების საკითხებში. ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, ჰიშამმა მიიღო მუქარა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფისგან, რის შემდეგაც ის საკუთარ სახლში მოკლეს.

იმას, რომ ტერორისტებს პანდემია ვერ აშინებთ და პირიქით, შესაძლოა, გლობალური კრიზისის პერიოდში უფრო მეტად იკრებდნენ ძალებს, ნიცაში და ასევე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარი ბოლოდროინდელი ტერაქტებიც ადასტურებენ, რომლებიც უკვე დაუკავშირეს "ისლამურ მოტივებს."

  • პანდემია, როგორც ტერორიზმის გაძლიერების საშუალება

როგორც კონფლიქტოლოგები აღნიშნავენ, ტერორისტებმა შესაძლოა, ისარგებლონ იმით, რომ ახლა მსოფლიოს ფოკუსირება პანდემიაზეა გადატანილი, უფრო მეტიც, ტერორისტული ჯგუფები შეიძლება განიხილავდნენ გლობალურ პანდემიას და კრიზისს, როგორც შესაძლებლობას, რომ მოიპოვონ უფრო მეტი მომხრე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც გამოწვეულია საზოგადოების უკმაყოფილებით ეკონომიკური კრიზისისა და დაწესებული შეზღუდვების გამო.

  • აღსანიშნავია "ალ-ქაიდას“ 30 მარტის მოწოდება - მათ მოუწოდეს არამუსლიმებს, რომ კარანტინის პერიოდი ისლამის შესასწავლად გამოეყენებინათ.

ამასთან, ტერორისტული ჯგუფები თავიანთი საქმის პროპაგანდისთვის სოციალურ ქსელებს აქამდე ნაკლებად იყენებდნენ, თუმცა რადგანაც პანდემიის დროს ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ ონლაინ სივრცეში, მოსალოდნელია, რომ ისინი ამ სივრცის ათვისებას გააძლიერებენ, რისი ნიშნებიც უკვე შეიმჩნევა, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებული სახიფათო რიტორიკის გავრცელებით, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა პოსტებით, რომელთა საშუალებითაც ისინი ფართო აუდიტორიის მიზიდვას უზრუნველყოფენ, ხოლო შემდეგ ამ აუდიტორიას საკუთარ იდეოლოგიას უზიარებენ.

  • პანდემია - ტერორისტებისთვის სამხედრო ბაზების გაძლიერების შესაძლებლობა

პანდემიის პერიოდს ტერორისტები შეიძლება იყენებდნენ არა მხოლოდ იდეოლოგიის პროპაგანდისთვის, არამედ თავიანთი ბაზების გაძლიერებისთვისაც, რათა პანდემიის შემდეგ უფრო ძლიერები იყვნენ. ტერორისტებს ბაზები აქვთ ძირითადად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, რომელთა ხელისუფლებებიც ახლა მთლიანად კონცენტრირებულნი არიან კორონავირუსის პანდემიის პრევენციაზე და ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლას ნაკლები ყურადღება ეთმობა, რაც მათთვის ბაზების გაძლიერების იდეალური შესაძლებლობაა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობათაშორისი ანტიტერორისტული თანამშრომლობა მსოფლიოში უკვე არსებობს, პანდემიის კრიზისი უპრეცედენტოდ დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის.

ეს მოიცავს ბევრ ასპექტს, მათ შორის, უსაფრთხოების ძალების და სამხედროების გადამისამართებას პანდემიის გავრცელების აღსაკვეთად. მაგალითად, კარანტინისა და ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდში ბევრ ქვეყანაში სამხედროებს ევალებათ კონტროლი. შეიძლება ვთქვათ, რომ სამხედროებს ბოლო თვეებში ბევრი ახალი ფუქნცია დაემატათ, რაც შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანაში იწვევდეს ტერორიზმზე, სადაზვერვო საქმიანობაზე ფოკუსირების დაკარგვას.

მომზადებულია globalsecurityreview.com-ზე დაყრდნობით

კადიროვის გარემოცვის წევრები ქსენია სობჩაკს ემუქრებიან  - რატომ დაუპირისპირდა ჩეჩნეთის მმართველი ცნობილ ჟურნალისტს

მაშველებმა იზმირში, მიწისძვრიდან 91 საათის შემდეგ, 4 წლის გოგონა ნანგრევებიდან ამოიყვანეს

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და "მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, რაიან გიგზი მეგობარ ქალზე ძალადობის გამო დააკავეს