ავტორი:

"შორენა ადრენალინზე გიჟდებოდა..." - ვინ არის ავარიით გარდაცვლილი 32 წლის გოგო, რომლის ფეისბუქ-პოსტმა ინტერნეტი მოიცვა

"შორენა ადრენალინზე გიჟდებოდა..." - ვინ არის ავარიით გარდაცვლილი 32 წლის გოგო, რომლის ფეისბუქ-პოსტმა ინტერნეტი მოიცვა

32 წლის შორენა ყიასაშვილი ავარიას 1-ლ ნოემბერს, საღამოს საათებში, თეთრიწყაროს რაიონ სოფელ ახბულახთან ემსხვერპლა. გარდაცვლილი ქალის ნათესავები AMBEBI.GE-სთან ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ყვებიან და ამბობენ, რომ ავარიის მიზეზი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილების შეჯახება გახდა.

მათი ინფორმაციით, ავტომობილში გარდაცვლილის გარდა კიდევ სამი ადამიანი იჯდა, მათ შორის გარდაცვლილის 12 წლის შვილიც. ყველა მათგანი სიკვდილს გადაურჩა და სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში მკურნალობენ.

"შორენა ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მასთან ერთად ისხდნენ მისი 12 წლის შვილი, მეგობარი და მეგობრის შვილი. საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ. შორენას დარჩა მეუღლე და ორი შვილი. ავტომობილში მსხდომთაგან, ერთ ბავშვს ტვინის შერყევა აქვს, მეორეს - ყბის ძვალი გაუტყდა. შორენას მეგობარს კი ფეხები აქვს დამტვრეული. შორენას ძალიან უყვარდა მანქანით მაღალი სიჩქარით სიარული. ადრენალინზე გიჟდებოდა.

ეს ყველამ იცის. "სუბარუს" კლუბშიც იყო გაწევრიანებული და სულ ესწრებოდა შეხვედრებს. ამბობენ, 200კმ/სთ-ით მიდიოდა და იმიტომ მოხდა ავარიაო. როგორ ივლიდა 200-კმ/სთ-ით, როცა მის ავტომობილს სულ 180 კმ/სთ აქვს სიჩქარე?! სინამდვილეში, მან გარისკა და მოუხვია ამ ძალიან ცუდ მოსახვევში ისე, რომ არ ეგონა, თუ იქ ავტომობილი შემოხვდებოდა მაინცდამაინც მაშინ. ძალიან ცუდი მოსახვევია. ეს ტრაგედია არჩევნების დღეს, 23:00 საათისთვის მოხდა" - ამბობს გარდაცვლილი ქალის ნათესავი.

მისივე თქმით, საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილში მსხდომთაგან მძიმედ არავინ დაშავებულა.

როგორც შორენა ყიასაშვილის "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ირკვევა, იგი ავტომობილებით იყო გატაცებული და მაღალი სიჩქარით სიარული განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. ერთ-ერთ ბოლო ფოტოზე, რომელიც მას სოციალურ ქსელში აქვს განთავსებული, ასახულია ავტომობილის სიჩქარის მრიცხველი, რომელიც 180 კმ/საათს აჩვენებს.

ფოტოზე გარდაცვლილის მიერ გაკეთებულ მინაწერს - "თუ ამ დროს მოვკვდი, არ იტიროთ, მე ამ დროს ვიცინი, ვცეკვავ და მაგარ ხასიათზე ვარ", ახლობლები ეხმაურებიან და მოუწოდებენ საჭესთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს.

"სწრაფად ნუ დადიხარ, პირველ რიგში შენს შვილებზე იფიქრე, სიცოცხლეზე"; "შორე, შენს შვილებს სიჩქარეში ცვლი?! , ნუ აკეთებ ამას".

მსგავსი შინაარსის გამაფრთხილებელი კომენტარების გარდა, ახლობლები იხსენებენ შორენას ავტომობილით მგზავრობისას განცდილ შიშს, რაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო იყო გამოწვეული.

"თეთრმა სახლმა სულ ახლახანს დაადასტურა, რომ აშშ მზად არის საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები" - ჯინ შაჰინი

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

"დედასავით გვექცევიან, არანაირი დასჯა არ არის ჩვენთან" - ნინოწმინდის პანსიონში შესულმა "ობიექტივმა" ბავშვებისგან მეუფის საქებარი კომენტარები ჩაწერა