მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მეზვრიშვილი "ფეისბუზე" წერს.
"დამიდასტურდა Covid -19, კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას. მადლობა ყველას მოკითხვისთვის" - წერს მეზვრიშვილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში დღეს გადავიდა.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დაუდგინდა.
ინფორმაციისთვის, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.