"ნაციონალური მოძრაობა" მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობა- გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ხმების 27.14%მიიღო და ახალი მოწვევის პარლამენტში - 34 მანდატი მოიპოვა.