საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ შემთხვევებმა მოიმატა, ეს დაკავშირებული იქნება არჩევნების შემდგომ მიტინგებთან" - ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან
"თუ შემთხვევებმა მოიმატა, ეს დაკავშირებული იქნება არჩევნების შემდგომ მიტინგებთან" - ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან

მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი პე­რი­პე­ტი­ე­ბი­სა, "კო­ვიდ 19"-ის თემა მა­ინც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. რო­გო­რია დღე­ვან­დე­ლი კო­ვიდსი­ტუ­ა­ცია? - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ინ­ტერ­ვიუ ქვეყ­ნის მთა­ვარ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტთან, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს­თან ჩა­წე­რა:

- დღე­ვან­დე­ლი კო­ვიდსი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­ყუ­რა­დღე­ბოა რო­გორც ჩვენ­თან, ისე მთელ მსოფ­ლი­ო­ში - ეს უსა­თუ­ოდ უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რად­გან ზო­გი­ერ­თი ხე­დავს ან ცდი­ლობს და­ი­ნა­ხოს, რომ შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ტებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და არ ამ­ჩნე­ვენ, რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, არა­და, შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ტებს ყველ­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით - ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, თუმ­ცა აზი­ა­შიც, მა­გა­ლი­თად, ინ­დო­ეთ­ში მა­ტე­ბის ტემ­პი გა­ი­ზარ­და. 30 ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 546 000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და, რაც რე­კორ­დია. მე­ო­რე ტალ­ღა, რო­მელ­ზეც ამ­დენს ლა­პა­რა­კობ­დნენ, დად­გა ყველ­გან და, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

- რო­გორ უნდა შე­ვა­ფა­სოთ ეს სი­ტუ­ა­ცია?

- შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი და გარ­და­უ­ვა­ლი იყო. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მას­შტა­ბით არა, მაგ­რამ ამას ყვე­ლა ელო­და, რად­გან ჩვენ­თან 21 მარ­ტი­დან 22 მა­ი­სამ­დე იყო ე.წ. ლოკ­და­უ­ნი, კა­რან­ტი­ნი, ამის შემ­დეგ კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ზღუდ­ვე­ბი აღარ ყო­ფი­ლა, თუ არ ჩავ­თვლით რამ­დე­ნი­მე წერ­ტი­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბას ბოლ­ნის­ში, მარ­ნე­ულ­ში, ზემო სვა­ნეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, ლენ­ტეხ­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში. იყო ზა­ფხუ­ლი, შიდა ტუ­რიზ­მის პე­რი­ო­დი, გა­ი­ზარ­და მო­ბი­ლო­ბა, რა­საც ასე­თი მა­ტე­ბა მოჰ­ყვა.

ნე­გა­ტი­უ­რი როლი შე­ას­რუ­ლა იმ ფაქ­ტმაც, რომ რად­გან გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა ეპი­დე­მი­ის შე­კა­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხეს, მო­სახ­ლე­ო­ბამ ნა­ად­რე­ვად და­ი­ჯე­რა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ასე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო და ჩვენ ოა­ზი­სად დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით. ასე არ მოხ­და.ბოლო დღე­ებ­ში შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბამ ცოტა იკლო, მაგ­რამ ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნო­ემ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუ მა­ინც შე­ვა­და­რებთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა თუ ევ­რო­პა-ამე­რი­კის მდგო­მა­რე­ო­ბას, და­ვი­ნა­ხავთ, რომ სუ­რა­თი იქ გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სია. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც იმ ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვშია, სა­დაც ეპიდსი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით უკე­თე­სია.

ვფიქ­რობ, არა­ვინ შე­მე­და­ვე­ბა, რომ მთა­ვა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუ რო­გორ უმკლავ­დე­ბა ქვე­ყა­ნა პან­დე­მი­ას, არის არა შემ­თხვე­ვე­ბის, რაც, ცხა­დია, სა­ყუ­რა­დღე­ბოა, არა­მედ გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. პან­დე­მია იმი­ტომ არის სა­ში­ში, რომ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკთან. ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებს შო­რის ულა­პა­რა­კოდ ინარ­ჩუ­ნებს იმ ქვეყ­ნის სტა­ტუსს, რო­მელ­საც მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გარ­დაც­ვლილ­თა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა აქვს. ჩვენ­თან ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 0,76%-ია.

- ჩვენს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას აკ­რი­ტი­კე­ბენ, რომ მას უკვე უჭირს სი­ტუ­ა­ცი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა, აღარ ჰყოფ­ნით პერ­სო­ნა­ლი, არც ზა­ფხუ­ლი გა­მო­ი­ყე­ნეს, რად­გან პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის შე­დე­გად ხიბლში ჩაც­ვივ­დნენ...

- გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლი, რა თქმა უნდა, ქვე­ყა­ნამ გა­მო­ი­ყე­ნა. სხვა საქ­მეა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და უკეთ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. შე­საძ­ლოა, 100%-ით ვერ გა­კეთ­და, რაც უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ქვე­ყა­ნამ, და მათ შო­რის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ ეს პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ყე­ნა კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის, რაც გუ­ლის­ხმობს სა­წო­ლე­ბის მა­ტე­ბას, ოჯა­ხის ექი­მე­ბის ფარ­თო ქსე­ლის ჩარ­თვას კო­ვიდ­თან ბრძო­ლა­ში, კო­ვიდკ­ლი­ნი­კე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ექი­მე­ბი­სა და სა­შუ­ა­ლო სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის მომ­ზა­დე­ბას. რომ არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ავად­მყოფ­თა ასეთ გაზ­რდილ რა­ო­დე­ნო­ბას ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი ვერ გა­უმკლავ­დე­ბო­და.

და რით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ უმკლავ­დე­ბა? იმით, რომ "სას­წრა­ფოს""დაგ­ვი­ა­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არც ერთი ავად­მყო­ფი არ რჩე­ბა ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის გა­რე­შე. ის, ვი­საც აქვს და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მა, ან კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე ავად­მყო­ფია, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია, ხოლო მას, ვინც ექი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რჩე­ბა სახ­ლში ან კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უწე­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ებს. კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ე­ბი ახა­ლი მიდ­გო­მაა. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის­თვის არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, მაგ­რამ არც სახ­ლში დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რად­გან მას არ აქვს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო მათ ათავ­სებს ე.წ. კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ებ­ში.

სი­მარ­თლეა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში გვაქვს ხარ­ვე­ზე­ბი - ზოგ­ჯერ მარ­თლაც იგ­ვი­ა­ნებს "სას­წრა­ფოც" და ტეს­ტის პა­სუ­ხიც, ჭირს ოჯა­ხის ექიმ­თან და­კავ­ში­რე­ბა, ხან­და­ხან დრო­უ­ლად ვერ ხერ­ხდე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და პა­ცი­ენტს უწევს მოც­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი, მაქ­სი­მუმ - ერთი დღე-ღამე და ეს ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას.

დიახ, ხარ­ვე­ზე­ბი გვაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია - გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. კო­ვიდ­თან ბრძო­ლა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ გერ­მა­ნი­ა­შიც კი მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბა 3%-ით მე­ტია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ინ­გლის­ში 44 ათა­სი გარ­დაც­ვლი­ლია, ჩვენ­თან - 285. კი ბა­ტო­ნო, ინ­გლი­სი ჩვენ­ზე დი­დია, მაგ­რამ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე ჰყავს 676 გარ­დაც­ვლი­ლი, ჩვენ მი­ლი­ონ­ზე გვყავს 71 გარ­დაც­ვლი­ლი ანუ 9-ჯერ ნაკ­ლე­ბი. ინ­გლის­ში 4 ათა­სი ავად­მყო­ფი გარ­და­იც­ვა­ლა სა­კუ­თარ სახ­ლებ­სა და სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლებ­ში. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 4 ათა­სი კა­ცის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ვერ მო­ა­ხერ­ხა ასეთ­მა ქვე­ყა­ნამ! შვე­ი­ცა­რი­ა­ში მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჰქონ­დათ ინ­სტრუქ­ცია, 65 წელ­ზე უფ­რო­სი ავად­მყო­ფე­ბი არ წა­ეყ­ვა­ნათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რად­გან იქ მათ­თვის ად­გი­ლი არ იყო. ასე რომ, ის ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს იჩენს კო­ვი­და­ვად­მყო­ფე­ბის მოვ­ლა­ში, ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კრი­ტი­კის მა­სა­ლაა და მეტი არა­ფე­რი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მგზავრი
166

ესეც დავერბოვკებულია

me
182

ფულზე გაყიდული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ!!!გრცხვენოდეთ!!!

ავტორი:

"თუ შემთხვევებმა მოიმატა, ეს დაკავშირებული იქნება არჩევნების შემდგომ მიტინგებთან" - ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან

"თუ შემთხვევებმა მოიმატა, ეს დაკავშირებული იქნება არჩევნების შემდგომ მიტინგებთან" - ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან

მიუხედავად პოლიტიკური პერიპეტიებისა, "კოვიდ 19"-ის თემა მაინც არ კარგავს აქტუალობას. როგორია დღევანდელი კოვიდსიტუაცია? - ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრამ" ინტერვიუ ქვეყნის მთავარ ინფექციონისტთან, თენგიზ ცერცვაძესთან ჩაწერა:

- დღევანდელი კოვიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა როგორც ჩვენთან, ისე მთელ მსოფლიოში - ეს უსათუოდ უნდა აღვნიშნოთ, რადგან ზოგიერთი ხედავს ან ცდილობს დაინახოს, რომ შემთხვევები იმატებს ჩვენს ქვეყანაში და არ ამჩნევენ, რა ხდება მსოფლიოში, არადა, შემთხვევები იმატებს ყველგან, განსაკუთრებით - ევროპასა და ამერიკაში, თუმცა აზიაშიც, მაგალითად, ინდოეთში მატების ტემპი გაიზარდა. 30 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფექციის დაახლოებით 546 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდია. მეორე ტალღა, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდნენ, დადგა ყველგან და, სამწუხაროდ, საქართველოშიც.

- როგორ უნდა შევაფასოთ ეს სიტუაცია?

- შემთხვევების მატება მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო. შეიძლება ასეთი მასშტაბით არა, მაგრამ ამას ყველა ელოდა, რადგან ჩვენთან 21 მარტიდან 22 მაისამდე იყო ე.წ. ლოკდაუნი, კარანტინი, ამის შემდეგ კი, ფაქტობრივად, შეზღუდვები აღარ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წერტილოვან ღონისძიებას ბოლნისში, მარნეულში, ზემო სვანეთში, სამეგრელოში, ლენტეხში, ქობულეთში. იყო ზაფხული, შიდა ტურიზმის პერიოდი, გაიზარდა მობილობა, რასაც ასეთი მატება მოჰყვა.

ნეგატიური როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ რადგან გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ეპიდემიოლოგებმა ეპიდემიის შეკავება მოახერხეს, მოსახლეობამ ნაადრევად დაიჯერა, რომ შეიძლებოდა ასე გაგრძელებულიყო და ჩვენ ოაზისად დავრჩენილიყავით. ასე არ მოხდა.ბოლო დღეებში შემთხვევათა რაოდენობამ ცოტა იკლო, მაგრამ ეპიდემიოლოგების განცხადებით, ნოემბრის განმავლობაში კვლავ მატებაა მოსალოდნელი. თუ მაინც შევადარებთ საქართველოსა და მეზობელი ქვეყნებისა თუ ევროპა-ამერიკის მდგომარეობას, დავინახავთ, რომ სურათი იქ გაცილებით უარესია. ფაქტობრივად, საქართველო მაინც იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით უკეთესია.

ვფიქრობ, არავინ შემედავება, რომ მთავარი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას, არის არა შემთხვევების, რაც, ცხადია, საყურადღებოა, არამედ გარდაცვლილთა რაოდენობა. პანდემია იმიტომ არის საშიში, რომ დაკავშირებულია გარდაცვალების რისკთან. ამ მხრივ საქართველო ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის ულაპარაკოდ ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა მცირე რაოდენობა აქვს. ჩვენთან ეს მაჩვენებელი 0,76%-ია.

- ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებენ, რომ მას უკვე უჭირს სიტუაციასთან გამკლავება, აღარ ჰყოფნით პერსონალი, არც ზაფხული გამოიყენეს, რადგან პირველი ტალღის დროს მიღწეული შედეგების შედეგად ხიბლში ჩაცვივდნენ...

- გაზაფხული-ზაფხული, რა თქმა უნდა, ქვეყანამ გამოიყენა. სხვა საქმეა, რომ შეიძლებოდა უკეთ გამოეყენებინა. შესაძლოა, 100%-ით ვერ გაკეთდა, რაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ქვეყანამ, და მათ შორის ჯანდაცვის სისტემამ ეს პერიოდი გამოიყენა კლინიკური სექტორის გაუმჯობესებისთვის, რაც გულისხმობს საწოლების მატებას, ოჯახის ექიმების ფართო ქსელის ჩართვას კოვიდთან ბრძოლაში, კოვიდკლინიკების გაფართოებას, სასწრაფო დახმარების სამსახურის გაძლიერებას, ექიმებისა და საშუალო სამედიცინო ქსელის მომზადებას. რომ არაფერი გაკეთებულიყო, ავადმყოფთა ასეთ გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუმკლავდებოდა.

და რით გამოიხატება, რომ უმკლავდება? იმით, რომ "სასწრაფოს""დაგვიანების მიუხედავად, არც ერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმის მეთვალყურეობისა და სამედიცინო სერვისის გარეშე. ის, ვისაც აქვს დაავადების მძიმე ფორმა, ან კრიტიკულად მძიმე ავადმყოფია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჰოსპიტალიზებულია, ხოლო მას, ვინც ექიმის გადაწყვეტილებით, რჩება სახლში ან კოვიდსასტუმროში, პროფესიონალები უწევენ კონსულტაციებს. კოვიდსასტუმროები ახალი მიდგომაა. როდესაც პაციენტისთვის არ არის აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ არც სახლში დარჩენის საშუალებაა, რადგან მას არ აქვს თვითიზოლაციისთვის საჭირო პირობები, სახელმწიფო მათ ათავსებს ე.წ. კოვიდსასტუმროებში.

სიმართლეა, რომ სამედიცინო მომსახურებაში გვაქვს ხარვეზები - ზოგჯერ მართლაც იგვიანებს "სასწრაფოც" და ტესტის პასუხიც, ჭირს ოჯახის ექიმთან დაკავშირება, ხანდახან დროულად ვერ ხერხდება ჰოსპიტალიზაცია და პაციენტს უწევს მოცდა რამდენიმე საათი, მაქსიმუმ - ერთი დღე-ღამე და ეს ყველაფერი იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

დიახ, ხარვეზები გვაქვს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - გაცილებით რთული მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში. კოვიდთან ბრძოლაში ყველაზე წარმატებულ გერმანიაშიც კი მილიონ მოსახლეზე გარდაცვალება 3%-ით მეტია, ვიდრე საქართველოში. ინგლისში 44 ათასი გარდაცვლილია, ჩვენთან - 285. კი ბატონო, ინგლისი ჩვენზე დიდია, მაგრამ მილიონ მოსახლეზე ჰყავს 676 გარდაცვლილი, ჩვენ მილიონზე გვყავს 71 გარდაცვლილი ანუ 9-ჯერ ნაკლები. ინგლისში 4 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა საკუთარ სახლებსა და საერთო საცხოვრებლებში. წარმოიდგინეთ, 4 ათასი კაცის ჰოსპიტალიზაცია ვერ მოახერხა ასეთმა ქვეყანამ! შვეიცარიაში მოხუცთა თავშესაფრებს ოფიციალურად ჰქონდათ ინსტრუქცია, 65 წელზე უფროსი ავადმყოფები არ წაეყვანათ საავადმყოფოში, რადგან იქ მათთვის ადგილი არ იყო. ასე რომ, ის ხარვეზები, რომლებიც თავს იჩენს კოვიდავადმყოფების მოვლაში, ჩასაფრებული ადამიანებისთვის კრიტიკის მასალაა და მეტი არაფერი...წაიკითხეთ სრულად

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება - რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ წესს დაარღვევთ?

"31 ოქტომბერს სასწრაფოს გამოძახების მოტივი სუნთქვის გაძნელება იყო..." - ამირან გოგიტიძე არ ადასტურებს, რომ 27 წლის პაციენტზე ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

მარტვილში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა - "ნერვული სისტემის პრობლემები ჰქონდა, უეცრად გაუჩერდა ფეხი"