"პატრიოტთა ალიანსი" მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა.
"არ ვაპირებთ ამ მოწვევის პარლამეტში შესვლას, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, არჩევნებში არ გამოხატულა საქართველოს მოსახლეობის ნება. ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია, ჩვენ მოვაწყობთ ფართომასშტაბიან აქციებს. მოვითხოვთ ამ არჩევნების შედეგების ბათილობას და განმეორებით არჩევნებს", - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 3.14%-ი მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა.