პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველების ისტორია საქართველოს საზღვრებს მიღმა - რას შევიტყობთ გიორგი კალანდიას წიგნიდან
ქართველების ისტორია საქართველოს საზღვრებს მიღმა - რას შევიტყობთ გიორგი კალანდიას წიგნიდან

16 ნო­ემ­ბრი­დან მკი­თხვე­ლი „ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის“ დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას წიგნს იხი­ლავს.

რო­გორც თა­ვად გი­ორ­გი აღ­ნიშ­ნავს, „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ - ეს არის საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ნაშ­რო­მი, მრა­ვალ­ტო­მე­უ­ლი, კერ­ძოდ, 12 ტომი, რო­მე­ლიც ასა­ხავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­ას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან 1950 წლამ­დე. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ ეს ასა­ხავს ქარ­თვე­ლე­ბის ის­ტო­რი­ას სა­ზღვრებს მიღ­მა.

წიგნს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ გა­მოს­ცემს და მკი­თხვე­ლი თი­თო­ე­ულ ტომს თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად მი­ი­ღებს.

„ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ვი­დე­ქით ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე და ვსა­უბ­რობ­დით ქარ­თუ­ლად. მო­ვი­და ერთი ინ­გლი­სე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და გვკი­თხა, რა ენა­ზე სა­უბ­რობ­თო? როცა ვუ­პა­სუ­ხეთ, რომ ჩვენ ვი­ყა­ვით ქარ­თვე­ლე­ბი, და­მის­ვა ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რი კი­თხვა, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხის გა­ცე­მა სწო­რედ ამ წიგ­ნით ვცა­დე. მან მკი­თხა: ვინ არის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი და რა გა­უ­კე­თე­ბი­ათ ქარ­თვე­ლებს მსოფ­ლი­ო­სათ­ვის? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არის ჩვე­ნი დიდი ხნის შრო­მის შე­დე­გი - „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“, - გი­ორ­გი კა­ლან­დია.

წიგნ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს მიღ­მა მცხოვ­რე­ბი და მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გამ­დიდ­რე­ბუ­ლია უიშ­ვი­ა­თე­სი რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი­თა და ფო­ტო­ე­ბით, რო­მელ­საც ავ­ტო­რი, რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში აგ­რო­ვებ­და.

„მე მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­წევ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს მიღ­მა იმი­სათ­ვის, რომ ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად აღ­მო­მე­ჩი­ნა ქარ­თუ­ლი კვა­ლი; მე­პო­ვა ესა თუ ის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლი, კულ­ტუ­რი­სა თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მე­პო­ვა ადა­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი დიდი წი­ნაპ­რე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი იყ­ვნენ, იმ წი­ნაპ­რე­ბის, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან ძნელ­ბე­დო­ბის გამო ან უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის პოვ­ნის იმე­დად წა­ვიდ­ნენ. აი, სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ, სა­ბო­ლო­ოდ, მო­ი­ტა­ნა ის შე­დე­გი, რომ შე­იქ­მნა 12-ტო­მე­უ­ლი. ეს მო­ი­ცავს მთელ მსოფ­ლი­ოს, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ქარ­თვე­ლე­ბის ღვაწლს, ის­ტო­რი­ულ როლს“, - ამ­ბობს გი­ორ­გი კა­ლან­დია.

გა­მო­ცე­მა­ში მრავ­ლად შევ­ხვდე­ბით ის­ტო­რი­ას ისეთ ქარ­თვე­ლებ­ზე, რო­მელ­თა შე­სა­ხებ აქამ­დე არც კი გვსმე­ნია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზსს
0

ძალიან მიყვარს ეს ადამიანი. მადლობა გიორგი, მოუთმენლად ველით წიგნის გამოსვლას.

თამაზი
0
მეტად განსწავლული პიროვნების წიგნს დიდი სიამოვნებით დაველოდები. იშვიათი ბედნიერებაა, როცა საზოგადოება ასე გაფასებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ქართველების ისტორია საქართველოს საზღვრებს მიღმა - რას შევიტყობთ გიორგი კალანდიას წიგნიდან

ქართველების ისტორია საქართველოს საზღვრებს მიღმა - რას შევიტყობთ გიორგი კალანდიას წიგნიდან

16 ნოემბრიდან მკითხველი „ხელოვნების სასახლის“ დირექტორის გიორგი კალანდიას წიგნს იხილავს.

როგორც თავად გიორგი აღნიშნავს, „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - ეს არის საკმაოდ ვრცელი ნაშრომი, მრავალტომეული, კერძოდ, 12 ტომი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ისტორიას უძველესი დროიდან 1950 წლამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ასახავს ქართველების ისტორიას საზღვრებს მიღმა.

წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს და მკითხველი თითოეულ ტომს თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად მიიღებს.

„ევროპაში მოგზაურობის დროს, მე და ჩემი მეგობარი ვიდექით ავტობუსის გაჩერებაზე და ვსაუბრობდით ქართულად. მოვიდა ერთი ინგლისელი ქალბატონი და გვკითხა, რა ენაზე საუბრობთო? როცა ვუპასუხეთ, რომ ჩვენ ვიყავით ქართველები, დამისვა ძალიან ბანალური კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა სწორედ ამ წიგნით ვცადე. მან მკითხა: ვინ არის ყველაზე ცნობილი და სახელოვანი ქართველი და რა გაუკეთებიათ ქართველებს მსოფლიოსათვის? ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენი დიდი ხნის შრომის შედეგი - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, - გიორგი კალანდია.

წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით, რომელსაც ავტორი, როგორც თავად აღნიშნავს, ათი წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში აგროვებდა.

„მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, მიწევდა მოგზაურობა საქართველოს საზღვრებს მიღმა იმისათვის, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად აღმომეჩინა ქართული კვალი; მეპოვა ესა თუ ის ისტორიული ძეგლი, კულტურისა თუ ხელოვნების ნიმუში და რაც ყველაზე მთავარია, მეპოვა ადამინები, რომლებიც ჩვენი დიდი წინაპრების შთამომავლები იყვნენ, იმ წინაპრების, რომლებიც საქართველოდან ძნელბედობის გამო ან უკეთესი ცხოვრების პოვნის იმედად წავიდნენ. აი, სწორედ ამ ადამიანებთან 10 წლის განმავლობაში ჩემმა ურთიერთობამ, საბოლოოდ, მოიტანა ის შედეგი, რომ შეიქმნა 12-ტომეული. ეს მოიცავს მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოში ქართველების ღვაწლს, ისტორიულ როლს“, - ამბობს გიორგი კალანდია.

გამოცემაში მრავლად შევხვდებით ისტორიას ისეთ ქართველებზე, რომელთა შესახებ აქამდე არც კი გვსმენია.

"მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე ვართ“ - აკრძალული სიყვარულის ისტორია რომანში „ალფას ვიბრაცია“

ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა

9 ნოემბრიდან სერია „ქართველი მეფეების“ ბოლო ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად