დიდუბე-ჩუღურეთში, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ზურაბ ჯაფარიძე და გია ვოლსკი დაუპირისპირდებიან. ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს ამომრჩეველთა 21,09 % (14529 ხმა) დაუჭირა მხარი და ამ მაჩვენებლით ის მეორე ადგილს იკავებს.
პირველ ადგილზე "ქართული ოცნების“ კანდიდატი გია ვოლსკი გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა 42,76 %-მა დაუჭირა მხარი.
ოპოზიციონერმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა 20,97 % (14 429 ხმა) მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა.
დიდუბე-ჩუღურეთში, ისევე როგორც თბილისის დანარჩენ შვიდ ოლქში, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატები, შესაბამისად, გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე დაუპირისპირდებიან.