მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა" - ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა
"არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა" - ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია ეუთო/ოდი­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს აფა­სებს და წი­ნას­წარ დას­კვნას აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც დას­კვნა­შია ნათ­ქვა­მი, არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში და ზო­გა­დად ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით ჩა­ტარ­და.

"ამის მი­უ­ხე­და­ვად, ამომ­რჩევ­ლებ­ზე ზე­წო­ლის შე­სა­ხებ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის სა­ზღვრის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ზო­გი­ერ­თი ას­პექ­ტის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას ამ­ცი­რებ­და. არ­ჩევ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლი­ლი სა­მარ­თლებ­ლი­ვი ჩარ­ჩოს პი­რო­ბებ­ში ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მყარ სა­ფუძ­ველს ქმნი­და, თუმ­ცა მას­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და­მა­ტე­ბი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმაა სა­ჭი­რო.

COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ­ჩევ­ნე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბი ეფექ­ტუ­რად იმარ­თე­ბო­და, თუმ­ცა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დო­მი­ნან­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აღ­ქმა­ზე მათ მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას­თან და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ქვე­და დო­ნე­ებ­ზე. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის ზო­გად­მა სის­ტე­მამ, მათ შო­რის ხარ­ჯვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წე­სე­ბულ­მა მა­ღალ­მა ზღვრებ­მა, მცი­რე და ახა­ლი პარ­ტი­ე­ბი არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ყე­ნა.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და პლუ­რა­ლის­ტუ­რი მე­დია უაღ­რე­სად პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი იყო, ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დის­კუ­სია ნაკ­ლე­ბად ფიქ­სირ­დე­ბო­და, რაც ხელს უშ­ლი­და ამომ­რჩევ­ლე­ბის მიერ სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას. ჩვენს მიერ მო­ნა­ხუ­ლე­ბულ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე პრო­ცე­დუ­რებს ძი­რი­თა­დად იცავ­დნენ, თუმ­ცა ად­გილ­ზე პარ­ტი­ებ­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ჯგუ­ფე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, რომ­ლე­ბიც დრო და დრო პრო­ცეს­ში ერე­ოდ­ნენ, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ხალ­ხმრავ­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებ­და“, - ნათ­ქვა­მია დას­კვნა­ში.

ალექს
0

ძაან ცუდად იცნობთ ჩვენს ბოლშევიკურ ცრულეგისტურ სისტემას, ის თვითმართვადია, ასეთად დადო ულვაშამ , თავში გინდა ჯოხი დადე , ტანფეხი მიდის კომუნიზმისაკენ, ანუ არსაით , ან ნაბიჯი წინ , ორი უკან, ოღონდ მარცხნივ, უკან იარა ჩვენმა მაწყევარმა და მისმა ჯილაგმა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა" - ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა

"არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა" - ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეუთო/ოდირი საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და წინასწარ დასკვნას აქვეყნებს.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.

"ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. არჩევნები მნიშვნელოვნად შეცვლილი სამართლებლივი ჩარჩოს პირობებში ჩატარდა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარ საფუძველს ქმნიდა, თუმცა მასში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იმართებოდა, თუმცა საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა უარყოფით ზეგავლენას ახდენდა საზოგადოებრივ აღქმაზე მათ მიუკერძოებლობასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზოგადმა სისტემამ, მათ შორის ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესებულმა მაღალმა ზღვრებმა, მცირე და ახალი პარტიები არათანაბარ პირობებში ჩააყენა.

მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია უაღრესად პოლარიზებული იყო, ანალიტიკური ჟურნალისტიკა და პოლიტიკიდან გამომდინარე დისკუსია ნაკლებად ფიქსირდებოდა, რაც ხელს უშლიდა ამომრჩევლების მიერ სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ჩვენს მიერ მონახულებულ მცირე რაოდენობის საარჩევნო უბნებზე პროცედურებს ძირითადად იცავდნენ, თუმცა ადგილზე პარტიებთან აფილირებული სადამკვირვებლო ჯგუფების დიდი რაოდენობით კონცენტრირება, რომლებიც დრო და დრო პროცესში ერეოდნენ, საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობას განაპირობებდა“, - ნათქვამია დასკვნაში.

ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა

რა ხდება ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში და რა წესი არ ვრცელდება მეორე ტურზე?

გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა