პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვების გაშლას აპირებენ და გეგმავენ ღამე რუსთაველის გამზირზე გაათიონ.
მათ პოლიცია ამის შესაძლებლობას არ აძლევს, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.