საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ მისი ჩამოსვლა საჭიროა, ის საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"თუ ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ, რომ ჩემი ჩამოსვლა არის საჭირო, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების, თუ ოპოზიციური ჯგუფები გადაწყვეტენ... რომ არ თქვას მერე ვინმემ, რომ სააკაშვილმა ჩაგვიშალა ჩვენი დიდი გეგმები.
მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი. მე არ მინდა არც ერთი თანამდებობა. მე ვარ მზად, ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი საერთოდ ულაპარაკოდ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის თქმით, ის "ერთი წამით არ იყოყმანებს"
"თუ ოპოზიციური პარტიები შეკრებაზე ჩამოყალიბდებიან, რომ მათთვის ეს იქნება სასარგებლო და ქართველ ხალხს ეს დაეხმარება, ერთი წამით არ ვიყოყმანებ. მე არ მეშინია არც ციხის, არც მოკვლის, არც არაფრის“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.