საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაღალი ალბათობით ვადამდელი არჩევნები იქნება" - როგორ აფასებენ ექსპერტები არჩევნების წინასწარ შედეგებს
"მაღალი ალბათობით ვადამდელი არჩევნები იქნება" - როგორ აფასებენ ექსპერტები არჩევნების წინასწარ შედეგებს

ასე ხდე­ბა, როცა შენ ებ­რძვი ურჩხულს მი­სი­ვე მე­თო­დე­ბით, იმის­თვის, რომ და­ა­მარ­ცხო, შენ უა­რე­სი ურჩხუ­ლი ხდე­ბი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ხუ­ხაშ­ვი­ლა გა­ნუ­ცხა­და, დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფერ­ზე ხელი მო­ა­წე­რა, არ­ცერთ მან­კი­ე­რე­ბა­ზე უარი არ თქვა და არ­ჩევ­ნებ­ზე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, მათ შო­რის, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გა­ნაც“ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ის­წავ­ლა.

„მან და­კარ­გა მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, რომ ხელი გა­იშ­ვი­როს ვი­ღა­ცის­კენ, რომ ის რა­ღა­ცას ცუ­დად აკე­თებ­და. თვი­თონ პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფერ­ზე უარს არ ამ­ბობს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ასე ხდე­ბა, როცა შენ ებ­რძვი ურჩხულს მი­სი­ვე მე­თო­დე­ბით, იმის­თვის, რომ და­ა­მარ­ცხო, შენ უა­რე­სი ურჩხუ­ლი ხდე­ბი. ეს და­ე­მარ­თა სამ­წუ­ხა­როდ ადა­მი­ანს, რო­მელ­ზეც მე პი­რა­დად დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებ­დი და მე­გობ­რა­დაც მი­მაჩ­ნდა. ჩემ­თვის სევ­დის მომ­გვრე­ლია, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც თა­ვის დრო­ზე ამ მან­კი­ე­რე­ბას ვებ­რძო­დით, თვი­თონ და­ემ­სგავ­სა იმ ურჩხულს, რო­მელ­საც, თით­ქოს ერ­თად ვებ­რძო­დით“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მისი ვა­რა­უ­დით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სრუ­ლი 4-წლი­ა­ნი ვა­დით მა­ინც ვერ იქ­ნე­ბა.

„ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტი, რო­მელ­შიც ერთ მხა­რეს იქ­ნე­ბა რა­ო­დე­ნობ­რი­ვი უმ­რავ­ლე­სო­ბა რუხი, პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მო­უც­დე­ლი, უმ­წი­ფა­რი, პო­ლი­ტი­კის­თვის უცხო და მე­ო­რე მხა­რეს ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც გა­მობ­რძმე­დი­ლია გინდ ნე­გა­ტი­უ­რი, გინდ პო­ზი­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით. და­ვუშ­ვათ, პრო­პორ­ცია და­ლაგ­და 60%-40%-ზე ან 55%-45%-ზე, ასეთ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ქვე­ყა­ნა დგას უმ­ძი­მე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე. ამ დროს პარ­ლა­მენ­ტში ზის შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა ლი­დე­რი, რო­მე­ლიც რო­გორც რი­ტო­რი­კით, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ბევ­რად უკე­თე­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ბევ­რად უფრო წო­ნა­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ერთ მხა­რეს არის ბევ­რად უფრო დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი წონა და მე­ო­რე მხა­რეს რა­ო­დე­ნობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა. ეს პარ­ლა­მენ­ტი ვერ იქ­ნე­ბა ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი და ამ პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე ვა­დის ბო­ლომ­დე ვერ გა­ა­ტანს. ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით იქ­ნე­ბა. ვერც ერთ კა­ნონს ვერ მი­ი­ღე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტ ლე­ვან ბო­ძაშ­ვი­ლის თქმით, კი 60 პარ­ტი­ი­დან 51-მა 1%-იანი ბა­რი­ე­რიც კი ვერ გა­და­ლა­ხა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მათ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნას არა­ნა­ი­რი აზრი არა აქვს, უბ­რა­ლოდ ბი­უ­ლე­ტე­ნებს აფუ­ჭე­ბენ.

„მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ პა­ტარ-პა­ტა­რა პარ­ტი­ე­ბი შე­სუ­ლი­ყო, სულ ყვე­ლა პარ­ტია, რომ იყოს პარ­ლა­მენ­ტში და გე­ტყვით რა­ტომ - ხალ­ხს და­ე­ნა­ხა, ესე­ნი რისი გამ­კე­თე­ბე­ლი არი­ან. 60 პარ­ტია მო­ნა­წი­ლე­ობ­და და 9 პარ­ტი­აა პო­ტენ­ცი­უ­რად პარ­ლა­მენ­ტში შემსვლე­ლი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ 51 პარ­ტია არაფ­რის გამ­კე­თე­ბე­ლი არაა. მათ ერ­თპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რიც კი ვერ გა­და­ლა­ხეს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მათ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნას არა­ნა­ი­რი აზრი არა აქვს, უბ­რა­ლოდ ბი­უ­ლე­ტე­ნებს აფუ­ჭე­ბენ. რა­ტომ­ღაც ყვე­ლას ჰქონ­და ამ­ბი­ცია, რომ ამ 1%-იან ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავ­და, მა­შინ, რო­დე­საც მი­ლი­ონ და­ხარ­ჯულ­მა პარ­ტი­ებ­მა 3-4%-საც ვერ მი­აღ­წი­ეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს 1% რთუ­ლი გა­და­სა­ლა­ხია“, - გა­ნა­ცხა­და ბო­ძაშ­ვილ­მა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს გან­ვი­თა­რე­ბის ორი ეტა­პი აქვს და მათ შო­რის ერთ-ერ­თია რამ­დე­ნად და­ი­ცავს ოპო­ზი­ცია თა­ვის ხმებს.

„გან­ვი­თა­რე­ბას ორი ეტა­პი აქვს: პირ­ვე­ლი, რამ­დე­ნად და­ი­ცავს ოპო­ზი­ცია თა­ვის ხმებს და მე­ო­რე, რა მოხ­დე­ბა 3 ნო­ემ­ბერს აშშ-ში. ამა­საც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, გა­ი­მარ­ჯვებს ბა­ი­დე­ნი, თუ გა­ი­მარ­ჯვებს ტრამ­პი. ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­საც გარ­კვე­უ­ლი ეფექ­ტი ჩვენს არ­ჩევ­ნებ­ზე ექ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ბო­ძაშ­ვილ­მა.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 3007 დათ­ვლი­ლი უბ­ნი­დან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს“ ხმე­ბის 48.36 %, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა-გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია ძალა ერ­თო­ბა­ში­ას” 26.35 % აქვს, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" - 3.79%, "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს" - 3.2%, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს” - 3.16 % „ლე­ლოს“ - 3.27 %. „გირჩს“ - 3.07 %, „ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი-მო­ქა­ლა­ქე­ებს“ - 1.4 %. "სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტის" - 1,01 %.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოჰჰ
26

ოჰ სასწაული ექსპერტები

Mdaa
38

ხუხაშვილის ვინმე რამეს ეკითხებოდა საერთოდ წინა მთავრობების დროს ??? ან ვინმე რომელიმე მედია ასე თავისუფლად ჭიკჭიკებდა ?? ან ეს მარგველაშვილი რო გამოდის ხუხაშვილთან ერთად ორივე ბიძინამ არ მოიყვანა ??? ცუდს და უარეს შორის გაკეთდა არჩევანი ... არ იქნება ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნება ოცნებაც ! რაც შეეხება საქართველოში დასაქმების და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ნებისმიერი პარტიის მმართველობის პერიოდში ეს არ მოხდება თუ გეოპოლიტიკური სიტუაცია იგივე იქნება ! პატარა ქვეყანა უნდა იყოს დაცული და ძლიერი ეკონომიკური ორგანიზაციის წევრი რო ის განვითარდეს და ინვესტიცია შემოვიდეს იმ რეალობაში რაც ჩვენს რეგიონში ხდება ვინმეს ამის ილუზია აქვს ??? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მაღალი ალბათობით ვადამდელი არჩევნები იქნება" - როგორ აფასებენ ექსპერტები არჩევნების წინასწარ შედეგებს

"მაღალი ალბათობით ვადამდელი არჩევნები იქნება" - როგორ აფასებენ ექსპერტები არჩევნების წინასწარ შედეგებს

ასე ხდება, როცა შენ ებრძვი ურჩხულს მისივე მეთოდებით, იმისთვის, რომ დაამარცხო, შენ უარესი ურჩხული ხდები, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხუხაშვილა განუცხადა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერზე ხელი მოაწერა, არცერთ მანკიერებაზე უარი არ თქვა და არჩევნებზე მანიპულაციების თვალსაზრისით, წინა ხელისუფლებისგან, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ ყველაფერი კარგად ისწავლა.

„მან დაკარგა მორალური უფლება, რომ ხელი გაიშვიროს ვიღაცისკენ, რომ ის რაღაცას ცუდად აკეთებდა. თვითონ პრაქტიკულად არაფერზე უარს არ ამბობს. საბოლოო ჯამში, ასე ხდება, როცა შენ ებრძვი ურჩხულს მისივე მეთოდებით, იმისთვის, რომ დაამარცხო, შენ უარესი ურჩხული ხდები. ეს დაემართა სამწუხაროდ ადამიანს, რომელზეც მე პირადად დიდ იმედებს ვამყარებდი და მეგობრადაც მიმაჩნდა. ჩემთვის სევდის მომგვრელია, ადამიანი, რომელთან ერთადაც თავის დროზე ამ მანკიერებას ვებრძოდით, თვითონ დაემსგავსა იმ ურჩხულს, რომელსაც, თითქოს ერთად ვებრძოდით“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი ვარაუდით, „ქართული ოცნება“ მე-10 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის აღების შემთხვევაში, სრული 4-წლიანი ვადით მაინც ვერ იქნება.

„ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, რომელშიც ერთ მხარეს იქნება რაოდენობრივი უმრავლესობა რუხი, პოლიტიკურად გამოუცდელი, უმწიფარი, პოლიტიკისთვის უცხო და მეორე მხარეს ჩვენ გვეყოლება უამრავი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გამობრძმედილია გინდ ნეგატიური, გინდ პოზიტიური პოლიტიკური გამოცდილებით. დავუშვათ, პროპორცია დალაგდა 60%-40%-ზე ან 55%-45%-ზე, ასეთ მოცემულობაში, ხელისუფლება პარალიზებული იქნება. ქვეყანა დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე. ამ დროს პარლამენტში ზის შალვა ნათელაშვილიდან დაწყებული ყველა ლიდერი, რომელიც როგორც რიტორიკით, ასევე პოლიტიკური გამოცდილებით ბევრად უკეთესად გამოიყურება, ბევრად უფრო წონადად გამოიყურება, ერთ მხარეს არის ბევრად უფრო დიდი პოლიტიკური წონა და მეორე მხარეს რაოდენობრივი უპირატესობა. ეს პარლამენტი ვერ იქნება ფუნქციონალური და ამ პრობლემების ფონზე ვადის ბოლომდე ვერ გაატანს. ვადამდელი არჩევნები მაღალი ალბათობით იქნება. ვერც ერთ კანონს ვერ მიიღებენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

კონსტიტუციონალისტ ლევან ბოძაშვილის თქმით, კი 60 პარტიიდან 51-მა 1%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკაში ყოფნას არანაირი აზრი არა აქვს, უბრალოდ ბიულეტენებს აფუჭებენ.

„მე ვისურვებდი, რომ პატარ-პატარა პარტიები შესულიყო, სულ ყველა პარტია, რომ იყოს პარლამენტში და გეტყვით რატომ - ხალხს დაენახა, ესენი რისი გამკეთებელი არიან. 60 პარტია მონაწილეობდა და 9 პარტიაა პოტენციურად პარლამენტში შემსვლელი. ეს იმას ნიშნავს, რომ 51 პარტია არაფრის გამკეთებელი არაა. მათ ერთპროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკაში ყოფნას არანაირი აზრი არა აქვს, უბრალოდ ბიულეტენებს აფუჭებენ. რატომღაც ყველას ჰქონდა ამბიცია, რომ ამ 1%-იან ბარიერს გადალახავდა, მაშინ, როდესაც მილიონ დახარჯულმა პარტიებმა 3-4%-საც ვერ მიაღწიეს, აღმოჩნდა, რომ ეს 1% რთული გადასალახია“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს განვითარების ორი ეტაპი აქვს და მათ შორის ერთ-ერთია რამდენად დაიცავს ოპოზიცია თავის ხმებს.

„განვითარებას ორი ეტაპი აქვს: პირველი, რამდენად დაიცავს ოპოზიცია თავის ხმებს და მეორე, რა მოხდება 3 ნოემბერს აშშ-ში. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გაიმარჯვებს ბაიდენი, თუ გაიმარჯვებს ტრამპი. ბუნებრივია, ამასაც გარკვეული ეფექტი ჩვენს არჩევნებზე ექნება“, - აღნიშნა ბოძაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 3007 დათვლილი უბნიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.36 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” 26.35 % აქვს, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 3.79%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" - 3.2%, "სტრატეგია აღმაშენებელს” - 3.16 % „ლელოს“ - 3.27 %. „გირჩს“ - 3.07 %, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეებს“ - 1.4 %. "საქართველოს ლეიბორისტული პარტის" - 1,01 %.

"ნებისმიერ კანონს მიღმა ქმედებაზე უმკაცრესი რეაგირება იქნება, ვერც ერთი რევოლუციური, ნანატრი სცენარები, ვერ განვითარდება" - თორნიკე რიჟვაძე

ისნის საოლქო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

"რაც ხდება, წინასწარ დადგმული სცენარია, რაც მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს" - გივი მიქანაძე