"ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს, სააკაშვილი კი ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბრობს" - "არჩევნები ქართულად" უცხოური მედიის თვალით | Ambebi.GE
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს, სააკაშვილი კი ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბრობს" - "არჩევნები ქართულად" უცხოური მედიის თვალით
"ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს, სააკაშვილი კი ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბრობს" - "არჩევნები ქართულად" უცხოური მედიის თვალით

სა­ქარ­თვე­ლო­ში 31 ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­თულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს მსოფ­ლიო მე­დია აშუ­ქებს. უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი მი­მო­ი­ხი­ლა­ვენ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს და დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს.

თით­ქმის ყვე­ლა გა­მო­ცე­მა გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმ ფაქ­ტზე, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვის­თა­ნა­ვე იზე­ი­მეს გა­მარ­ჯვე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, ქვეყ­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის გა­მარ­ჯვე­ბაა და კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და, ახლა კი ოპო­ზი­ცია მხარ­დამ­ჭე­რებს შე­დე­გე­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

ვნა­ხოთ, რას წერს ზო­გი­ერ­თი უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მა:

  • "ალ­ჯა­ზი­რა“

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცია უარ­ყოფს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს და ამომ­რჩე­ველს პრო­ტეს­ტის­კენ მო­უ­წო­დებს" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს "ალ­ჯა­ზი­რა“ სტა­ტი­ას 31 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც ვრცლა­დაა გან­ხი­ლუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი.

"სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ლი­დე­რობს. პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­დეგს ოპო­ზი­ცია არ ეთან­ხმე­ბა და პრო­ტესტს გეგ­მავს.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე; Reuters

მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ქვეყ­ნის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ, გა­მარ­ჯვე­ბა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვი­დან მა­ლე­ვე გა­მო­ა­ცხა­და. ოპო­ზი­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ცეს­კოს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შე­დე­გი რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს. "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, ნიკა მე­ლი­ამ მხარ­დამ­ჭე­რებს თბი­ლი­სის ცენ­ტრში შეკ­რე­ბის­კენ და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთი წევ­რი, და­ვით კირ­თა­ძე, ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი არ გა­მო­ხა­ტავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის რე­ა­ლურ ნე­ბას. რო­გორც ოპო­ზი­ცი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ,მათ მი­ი­ღეს ხმე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა კო­ა­ლი­ცი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად",- წერს გა­მო­ცე­მა.

"ალ­ჯა­ზი­რას" რე­პორ­ტი­ო­რი რო­ბინ ფო­რეს­ტირ უო­კე­რი თბი­ლი­სი­დან იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ამომ­რჩე­ველს თა­ვი­სუფ­ლად და უსაფრ­თხოდ შე­ეძ­ლო ხმის მი­ცე­მა, თუმ­ცა იყო ძა­ლა­დობ­რი­ვი სცე­ნე­ბიც პარ­ტი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და მათ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის. "სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბა უფრო მრავლფე­რო­ვა­ნი პარ­ლა­მენ­ტი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სებს ახლა მო­უ­წევთ ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა ისეთ გა­მოწ­ვევბზე, რო­გო­რე­ბი­ცაა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია და ეკო­ნო­მი­კა“, - ამ­ბობს რე­პორ­ტი­ო­რი.

გა­მო­ცე­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა მძი­მედ და­ზა­რალ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო. სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის პო­პუ­ლა­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ხოლო ოპო­ზი­ცია მათ ეკო­ნო­მი­კის არას­წორ მარ­თვა­ში, შერ­ჩე­ვით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ში, სუსტ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის ხე­ლის შეშ­ლა­ში და პრო­ტეს­ტის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დაშ­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. "ალ­ჯა­ზი­რა“ იმა­საც წერს, რომ რო­გორც კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კუ­ლი­სე­ბი­დან მარ­თავს ქვე­ყა­ნას, რა­საც "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ უარ­ყო­ფენ.

  • Associated Press

"სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ მო­ი­პო­ვა", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას "ესო­ში­ე­ი­თიდ პრე­სი“, სა­დაც არ­ჩევ­ნე­ბის დღე დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი და ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­მარ­ჯვე­ბა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვის­თა­ნა­ვე იზე­ი­მეს.

"სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვის შემ­დეგ, მი­ლი­არ­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა იზე­ი­მა გა­მარ­ჯვე­ბა, მაგ­რამ ზუს­ტად არ იყო გარ­კვე­უ­ლი მი­ი­ღო თუ არა მმარ­თველ­მა გუნ­დმა სა­თა­ვე­ში და­სარ­ჩე­ნად ხმე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა. ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა კი ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის მთავ­რო­ბის შექ­მნა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ა­ფუძნა, თა­ვი­სი ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში მო­ი­პო­ვა, მხარ­დამ­ჭე­რებს გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა შე­საძ­ლო ეგ­ზი­თპოლ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მისი პარ­ტია ლი­დე­რობ­და", - წერს "ესო­ში­ე­ი­თიდ პრე­სი."

წყა­რო: AP

"ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მე­სა­მედ იგებს არ­ჩევ­ნებს“, - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

AP იმა­საც წერს, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ოპო­ზი­ცი­ის ტრი­უმ­ფად შე­ა­ფა­სა. "ეს პრაქ­ტი­კუ­ლად დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ი­სა, მი­უ­ხე­და­ვად და­ში­ნე­ბი­სა და ზე­წო­ლი­სა. ამ პი­რო­ბებ­ში ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის მთავ­რო­ბის შექ­მნა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

გა­მო­ცე­მა სტა­ტი­ა­ში ასე­ვე წერს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მდგო­მა­რო­ე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და ქვე­ყა­ნა­ში პრო­რუ­სულ პო­ლი­ტი­კა­ზე. "ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პრო­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს“ - წერს AP და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის სი­ტყვებს იმოწ­მებს:

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ზუ­რაბ ცერ­ცვა­ძე; AP

"რუ­სე­თის გავ­ლე­ნა კი­დევ უფრო ფარ­თოვ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო ღა­რიბ­დე­ბი­ან, ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლია, ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის დროა“, - ამ­ბობს დე­კა­ნო­ი­ძე.

  • Deutsche Welle

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე წერს "დო­ი­ჩე ვე­ლეც“ და აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა, ოპო­ზი­ცია კი შე­დე­გებს აპ­რო­ტეს­ტებს. "დო­ი­ჩე ვე­ლეც“ სხვა გა­მო­ცე­მე­ბის მსგავ­სად მი­მო­ი­ხი­ლავს არ­ჩევ­ნე­ბის დღეს შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლია, თუ რო­გორ იზე­ი­მა "ოც­ნე­ბამ“ გა­მარ­ჯვე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 31 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბამ მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი აირ­ჩია. 150 წევ­რი­ან პარ­ლა­მენ­ტში 120 პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით, ხოლო 30 - მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე და­კომ­პლექ­ტე­ბა. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რო­მე­ლიც 3007 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მო­ნა­ცე­მებს ეყ­რდნო­ბა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს“ ხმე­ბის 48.36 %, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა-გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია ძალა ერ­თო­ბა­ში­ას” 26.35 % აქვს - გა­ე­ცა­ნით ცეს­კოს მო­ნა­ცე­მებს სრუ­ლად.

შე­ნიშ­ვნა: სტა­ტი­ის მთა­ვა­რი ფო­ტოს ავ­ტო­რი, ზუ­რაბ ქურ­ცი­კი­ძე; წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არც ნაცი, არც ქოცი
46

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთი წევ­რი, და­ვით კირ­თა­ძე, ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი არ გა­მო­ხა­ტავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის რე­ა­ლურ ნე­ბას - ბ-ნო დავით, 2012-ში ივანიშვილს ქართველი ხალხის ნება რომ აღესრულებინა, ახლა საერთოდ გამქრალი იქნებოდით.

არც ნაცი, არც ქოცი
45

პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ოპო­ზი­ცი­ის ტრი­უმ­ფად შე­ა­ფა­სა - როგორც რუსთაველზე აგვისტოს ომში გამარჯვება

ავტორი:

"ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს, სააკაშვილი კი ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბრობს" - "არჩევნები ქართულად" უცხოური მედიის თვალით

"ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს, სააკაშვილი კი ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბრობს" - "არჩევნები ქართულად" უცხოური მედიის თვალით

საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს მსოფლიო მედია აშუქებს. უცხოური გამოცემები მიმოიხილავენ არჩევნების დღეს და დეტალურად აღწერენ საარჩევნო პროცესს.

თითქმის ყველა გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მმართველმა პარტიამ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე იზეიმეს გამარჯვება, პარალელურად კი, ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ არჩევნებში მიღწეული შედეგი ოპოზიციური სპექტრის გამარჯვებაა და კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ საუბრობდა, ახლა კი ოპოზიცია მხარდამჭერებს შედეგების გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.

ვნახოთ, რას წერს ზოგიერთი უცხოური გამოცემა:

  • "ალჯაზირა“

"საქართველოში ოპოზიცია უარყოფს არჩევნების შედეგებს და ამომრჩეველს პროტესტისკენ მოუწოდებს" - ამ სათაურით აქვეყნებს "ალჯაზირა“ სტატიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, სადაც ვრცლადაა განხილული არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესი.

"სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს. პირველადი მონაცემების შედეგს ოპოზიცია არ ეთანხმება და პროტესტს გეგმავს.

ფოტოს ავტორი: ირაკლი გედენიძე; Reuters

მმართველმა პარტიამ, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, გამარჯვება საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე გამოაცხადა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგი რეალობას არ ასახავს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ მხარდამჭერებს თბილისის ცენტრში შეკრებისკენ და არჩევნების შედეგების გაპროტესტებისკენ მოუწოდა.

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, დავით კირთაძე, ამბობს, რომ არჩევნების შედეგი არ გამოხატავს ქართველი ხალხის რეალურ ნებას. როგორც ოპოზიციაში მიიჩნევენ,მათ მიიღეს ხმების ის რაოდენობა, რაც საკმარისი იქნება კოალიციის ჩამოსაყალიბებლად",- წერს გამოცემა.

"ალჯაზირას" რეპორტიორი რობინ ფორესტირ უოკერი თბილისიდან იტყობინება, რომ ამომრჩეველს თავისუფლად და უსაფრთხოდ შეეძლო ხმის მიცემა, თუმცა იყო ძალადობრივი სცენებიც პარტიების მხარდამჭერებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის. "საქართველოში, სავარაუდოდ, იქნება უფრო მრავლფეროვანი პარლამენტი, მაგრამ პოლიტიკოსებს ახლა მოუწევთ ყურადღების გამახვილება ისეთ გამოწვევბზე, როგორებიცაა კორონავირუსის პანდემია და ეკონომიკა“, - ამბობს რეპორტიორი.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მძიმედ დაზარალდა კორონავირუსის გამო. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო გუნდის პოპულარობა საზოგადოებაში შემცირებულია, ხოლო ოპოზიცია მათ ეკონომიკის არასწორ მართვაში, შერჩევით სამართლიანობაში, სუსტ საგარეო პოლიტიკაში, განსხვავებული აზრის გამოხატვის ხელის შეშლაში და პროტესტის ძალადობრივი გზით დაშლაში ადანაშაულებს. "ალჯაზირა“ იმასაც წერს, რომ როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან მართავს ქვეყანას, რასაც "ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ.

  • Associated Press

"საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ესოშიეითიდ პრესი“, სადაც არჩევნების დღე დეტალურადაა აღწერილი და ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება საარჩევნო უბნების დახურვისთანავე იზეიმეს.

"საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა იზეიმა გამარჯვება, მაგრამ ზუსტად არ იყო გარკვეული მიიღო თუ არა მმართველმა გუნდმა სათავეში დასარჩენად ხმების საკმარისი რაოდენობა. ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კი ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნაზე განაცხადა.

ივანიშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნება" დააფუძნა, თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა მას შემდეგ, რაც ყველა შესაძლო ეგზითპოლმა აჩვენა, რომ მისი პარტია ლიდერობდა", - წერს "ესოშიეითიდ პრესი."

წყარო: AP

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ "ქართული ოცნება" მესამედ იგებს არჩევნებს“, - ციტირებს გამოცემა ივანიშვილის სიტყვებს.

AP იმასაც წერს, რომ პარალელურად, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შედეგები ოპოზიციის ტრიუმფად შეაფასა. "ეს პრაქტიკულად დიდი გამარჯვებაა ქართული ოპოზიციისა, მიუხედავად დაშინებისა და ზეწოლისა. ამ პირობებში ჩვენი ამოცანაა ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გამოცემა სტატიაში ასევე წერს საქართველოს ეკონომიკის მდგომაროების შესახებ, ასევე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე და ქვეყანაში პრორუსულ პოლიტიკაზე. "ოპოზიცია ხელისუფლებას პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს“ - წერს AP და "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის სიტყვებს იმოწმებს:

ფოტოს ავტორი: ზურაბ ცერცვაძე; AP

"რუსეთის გავლენა კიდევ უფრო ფართოვდება, ადამიანები უფრო ღარიბდებიან, ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულია, ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ცვლილებების დროა“, - ამბობს დეკანოიძე.

  • Deutsche Welle

საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე წერს "დოიჩე ველეც“ და აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია გამარჯვების შესახებ იუწყება, ოპოზიცია კი შედეგებს აპროტესტებს. "დოიჩე ველეც“ სხვა გამოცემების მსგავსად მიმოიხილავს არჩევნების დღეს შექმნილ ვითარებას. აღნიშნულია, თუ როგორ იზეიმა "ოცნებამ“ გამარჯვება, პარალელურად კი მიხეილ სააკაშვილმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც მოსახლეობამ მე-10 მოწვევის პარლამენტი აირჩია. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე დაკომპლექტება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რომელიც 3007 საარჩევნო უბნის მონაცემებს ეყრდნობა, "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.36 %, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” 26.35 % აქვს - გაეცანით ცესკოს მონაცემებს სრულად.

შენიშვნა: სტატიის მთავარი ფოტოს ავტორი, ზურაბ ქურციკიძე; წყარო

ჩინეთში "მომავლის ქალაქს" აშენებენ - ტექნოლოგიური ცენტრი მზის ბატარეებით განათდება და იქ ავტომობილები არ ივლიან

"ოქროს მდინარეები“ ამაზონის ტროპიკულ ტყეში  - Nasa კოსმოსური სადგურიდან გადაღებულ იშვიათ და შთამბეჭდავ ფოტოებს აქვეყნებს

გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა - რამდენად საშიშია ახალი ეპიდაფეთქება, რომელსაც უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა