სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - რომელ რეგიონში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - რომელ რეგიონში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია ინ­ფექ­ცი­ის 1 791 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. პირ­ვე­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვი­დან დღემ­დე ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­ვიდ 19-ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს - 40 727-ს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით უახ­ლეს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­სა და ბოლო 24 სა­ათ­ში მთავ­რო­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

„გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ზრდის კუ­თხით და ამ მხრივ დღე­ის მდგო­მა­რე­ი­ბი­თაც ვი­ნარ­ჩუ­ნებთ პო­ზი­ტი­ურ დი­ნა­მი­კას. კერ­ძოდ, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მო­ჯან­მრთელ­და 2 413 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 25 104-მდე.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 24 სა­ათ­ში გვაქვს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. 28 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, თბი­ლის­ში - 10 ადა­მი­ა­ნი, აჭა­რა­ში - 7, იმე­რეთ­ში - 7, შიდა ქარ­თლში - 2, ქვე­მო ქარ­თლში - 1, ხოლო სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში - 1 ადა­მი­ა­ნი. 2020 წლის 26 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე სულ გვაქვს 335 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა”, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა.

დღეს გა­მოვ­ლე­ნი­ლი 1 791 შემ­თხვე­ვი­დან, დე­და­ქა­ლა­ქი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა შემ­დე­გი სა­ხით: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 532 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა­ში - 369, იმე­რეთ­ში - 392, ქვე­მო ქარ­თლში - 86, შიდა ქარ­თლში - 62, გუ­რი­ა­ში - 29, სა­მეგ­რე­ლო­სა და ზემო სვა­ნეთ­ში - 187, კა­ხეთ­ში - 57, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში - 0, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში - 56, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნეთ­ში - 21.

ამ ეტაპ­ზე აქ­ტი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არის 15 262. 4 188 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - 2 046, აჭა­რა­ში - 696. მძი­მე პა­ცი­ენ­ტი - 503, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 228, აჭა­რა­ში - 83. აქე­დან, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე არის 223 პირი - მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 96, აჭა­რა­ში - 77. 2 204 პირი არის კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში, მათ შო­რის, 1 068 - აჭა­რა­ში, ხოლო 826 - თბი­ლის­ში. 8 870 მკურ­ნა­ლობს ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში იმ­ყო­ფე­ბა 3 007 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 569, აჭა­რა­ში-1 430.

სულ 6-31 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში, სა­ზღვრი­დან გა­დაყ­ვა­ნი­ლია - 10 748 ადა­მი­ა­ნი.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 29 565 პირი, სა­ი­და­ნაც თბი­ლის­ში არის 3 018 ადა­მი­ა­ნი, აჭა­რა­ში - 12 748, იმე­რეთ­ში - 3 927.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ani
7

ამდენი გარდაცვლილი რატომ ხომ ვერ აგვიხსნით.ეხლა შეედარეთ რამდენია მილიონ მოსახლეზე.ეგ შემთხვევით იმისი ბრალი ხომ არაა სახლში რომ გიმძიმდებათ და დროულად ვერ გადაგყავთ ვისაც ეს სჭირდება ,რადგან პირველადი რგოლი სახლში დახმარების არასრულფასოვნად მუშაობს და დროულად ვერ უსვამენ პნევმონიის დიაგნოზს,დადეთ ინფორმაცია რა მდგომარეობაში იყო ეს ხალხი როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს.მოდერატორებო ამ კატეგორიაში მოხვედრისგან დღეს არავინაა დაცული,არც თქვენი ოჯახის წევრები.

nnn
15

აზერბაიჯანში და სომხეთშიც კი ომის ფონზე გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, რა ჯანდაბა გჭირთ, რამე იღონეთ სანამ ამოვიჟუჟეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - რომელ რეგიონში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - რომელ რეგიონში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 791 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 40 727-ს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 25 104-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 28 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევა”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღეს გამოვლენილი 1 791 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში - 392, ქვემო ქართლში - 86, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 29, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 187, კახეთში - 57, მცხეთა-მთიანეთში - 0, სამცხე-ჯავახეთში - 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 21.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262. 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 046, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი - 503, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 223 პირი - მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 77. 2 204 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 068 - აჭარაში, ხოლო 826 - თბილისში. 8 870 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 007 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 569, აჭარაში-1 430.

სულ 6-31 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 748 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 018 ადამიანი, აჭარაში - 12 748, იმერეთში - 3 927.

საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებულები რეგიონების მიხედვით

პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა