არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ნანა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა.
„მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა „ოცნებას“ ოქმზე, როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48. (ასლი ინახება, სადაც 18 ეწერა)
არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას!
თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით და თუ არ გაუვათ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“, - წერს ნანა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 61 უბნის მონაცემებით, წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ლიდერობს. მას ამ დროისთვის 53,06 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნანა ჟორჟოლიანი, რომელსაც 28,21 %-მა დაუჭირა მხარი.