მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნების დღეს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო, 9 პირი კი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
არჩევნების დღეს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო, 9 პირი კი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ამ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 12 სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტზე და­ი­წყო.

რო­გორც მან დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო პო­ლი­ცი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ას მი­კუთ­ვნე­ბულ 16 ფაქ­ტზე.

“სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187 -ე მუხ­ლით და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც გლ­დან­ში პუბ­ლი­კას ჟურ­ნა­ლის­ტთან მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა, და­ე­მა­ტა სსკ-ს 154 -ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლი, რაც ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს. სსკ-ს 126-1 ნა­წი­ლით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ქა­ლაქ თბი­ლის­ში, №40 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე; სსკ-ს 162-ე პრი­მა მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა ვარ­კე­თი­ლის მე-4 მიკ­რო რა­ი­ო­ნი­ში, 39-ე და მე-40 სარ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით; სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126 -ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა თბი­ლის­ში, კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე გან­თავ­სე­ბულ №78 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით;

სსკ-ს 187-ე და 162 -ე პრი­მა მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა თბი­ლის­ში №90 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით; ასე­ვე ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში №37-ე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე ქუ­თა­ი­სის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში სსკ-ს 162-ე პრი­მა მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა; სსკ-ს 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა რუს­თა­ვის N16 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის გარე პე­რი­მეტრზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით;

სსკ-ს 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თა და 353-ე პრი­მა მუხ­ლით მი­მი­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა რუს­თავ­ში N-64 სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი; სსკ-ს 162-ე პრი­მა მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დაშ­ტა­ფა­ში მდე­ბა­რე N52-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­თა­თან და­კავ­ში­რე­ბით;

სსკ-ს 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა 31 ოქ­ტომ­ბერს, მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყი­ზი­ლა­ჯლო­ში მდე­ბა­რე N89-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით; სსკ-ს 162 -ე პრი­მა მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სე­ნა­კის 64-ე სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მე-16 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით; სსკ-ს 126 -ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლი­თაა გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი ზუგ­დი­დის N 80 სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და სა­ბა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვა 9 პირი, მათ შო­რის გლ­დან­ში N39 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­თავ­სე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166 -ე და 173 -ე მუხ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 6 პირი და­ა­კა­ვა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებ­თან, ად­გი­ლობ­რივ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­თან. პო­ლი­ცი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ას მი­კუთ­ვნე­ბულ სა­კი­თხებ­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ყო­ფი­ლი არი­ან შე­სა­ბა­მი­სი სა­კონ­ტაქ­ტო პი­რე­ბი. ამას­თან მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მათ აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის რო­გორც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ასე­ვე არ­ჩევ­ნე­ბის დღეს“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

სტუმარი
12

შასკინი დაიჭირეთ პირველ რიგში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

არჩევნების დღეს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო, 9 პირი კი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

არჩევნების დღეს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო, 9 პირი კი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, პოლიციამ არჩევნების დღეს გამოძიება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე.

“სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში პუბლიკას ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154 -ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სსკ-ს 126-1 ნაწილით გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისში, №40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე; სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონიში, 39-ე და მე-40 სარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება თბილისში, კახეთის გზატკეცილზე განთავსებულ №78 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

სსკ-ს 187-ე და 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება თბილისში №90 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; ასევე ქალაქ ქუთაისში №37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ქუთაისის რაიონულ სამმართველოში სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება; სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული გამოძიება რუსთავის N16 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;

სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლით მიმიდინარეობს გამოძიება რუსთავში N-64 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი; სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენთათან დაკავშირებით;

სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 31 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე N89-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 162 -ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო გამოძიება სენაკის 64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით; სსკ-ს 126 -ე მუხლის 1 ნაწილითაა გამოძიება დაწყებული ზუგდიდის N 80 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა საბანაძემ.

მისივე თქმით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 9 პირი, მათ შორის გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173 -ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები. ამასთან მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ აქტიური თანამშრომლობისთვის როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ასევე არჩევნების დღეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ავჭალაში, მანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის საქმეზე, ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს ეძებენ - რას ამბობს ადვოკატი

"საკუთარ თავზე უფრო დავიჯერებდი ასეთ რამეს, ვიდრე ესებუაზე" - რას ყვება ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულზე მისი მეგობარი

ცესკოს მთელ ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული