პარტნიორები:
    ავტორი:

    რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 5 ოლქში იქნება - გამოქვეყნებული არ არის ზუგდიდის შედეგები - ბოლო მონაცემები

    რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 5 ოლქში იქნება - გამოქვეყნებული არ არის ზუგდიდის შედეგები - ბოლო მონაცემები

    ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან ხუთ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ამასთან, ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის ზუგდიდის მონაცემები.

    წინასწარი შედეგების მიხედვით, რეგიონებში მეორე ტურში “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.

    ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია:

    #10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი

    ირაკლი ქადაგიშვილი - 46.44%

    გიორგი ბოტკოველი - 40.69%

    #12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი

    ნინო ლაცაბიძე - 49.03%

    დავით კირკიტაძე - 30.13%

    #16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი

    ზაალ დუგლაძე - 48.32%

    ნატო ჩხეიძე - 31.05%

    #23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი

    ზაზა ლომინაძე - 39.93%

    გრიგოლ ვაშაძე - 36.5%

    #28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი

    რესან კონცელიძე - 41.01%

    ლევან ვარშალომიძე - 35.94%

    "უბნებთან კოორდინატორების, აქტივისტების ყოფნა, დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა" - როგორ აფასებს არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

    "არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგს - ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან" - რას გეგმავენ ოპოზიციური პარტიები?

    "კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე დაჭრეს" - დიმიტრი შაშკინი