"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაჟორიტარული ოლქებიდან ნახევარზე მეტ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში იგებს, ხოლო მინიმუ 12 ოლქში მეორე ტური გაიმართება.
ამასთან, როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელოვნურად აჭიანურებენ ოლქებიდან ცესკო-ში ოქმების გადაგზავნის პროცესს და შემდეგ ამით აპელირებენ.
"ნახევარზე მეტ შემთხვევაში, 15 მაჟორიტარი ოლქია, პირველ ტურში ვიგებთ ყველა შემთხევვაში, თუმცა მინიმუმ 12 ოლქში ჩატარდება მეორე ტური. რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 2-3 ოლქის მონაცემებია დასაზუსტებელი.
უნდა იქვას იმ საბოტაჟის მცდელობასთან დაკავშირებით, უფრო სწორად ეს მცდელობა არ არის, ეს არის შემდგარი საბოტაჟი, რაც ხორციელდება როგორც საოლქო კომისიის, ისე საუბნო კომისიების დონეზე, როდესაც ხელოვნურად ჭიანურდება პროცესი, რაც ხელს უშლის ოქმების სრულად გადაგზავნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და შემდეგ ამაზე აპელირებენ.
მარტივი სცენაირია. ჯერ ჭიმავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმების გადატანას და შემდეგ ამაზე აპელირებენ. ნახეთ, რა სცენა იყო ცესკო-ში, როდესაც თავმჯდომარე თამარ ჟვანია ატარებდა ბრიფინგს, როგორი საბოტაჟი განხორციელდა. ზუსტად იგივე ხდება ოლქების და უბნების დონეზე. საარჩევნო პროცედურა, მიუხედავად საბოტაჟისა, სათანდოდ იქნება დასრულებული და დილისთვის თითქმის სრული მონაცემები წარმოდგენილი ცესკოს ვებ-გვერდზე, რომელიც არჩევნების მონაცემებს ასახავს. იქნება ეს არის ჩევნი მოწოდებაც ცენტრალური სააჩევნო კომისიისადმი, რომ დილისთვის სრულად თუ არა თითქმის სრულად იყოს ასახული საარჩევნო კომისიების მონაცემები ცესკო-ს ვებ-გვერდზე“,- განაცხადა მან.