გლდანში მე- 80 საარჩევნო უბანზე, სადაც დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა. 613 ამომრჩევლიდან ნიკა მელიას 252-მა მისცა ხმა, ხოლო ლევან კობიაშვილს - 253-მა.
ამასთან, პარტიული სიით “ქართულმა ოცნებამ” 233 ხმა მოიპოვა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” - 174.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, შსს-მ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 5 პირი დააკავა.