პარტნიორები:
    ავტორი:

    მოსახლეობის რამდენი პროცენტი მივიდა არჩევნებზე - ცესკოს წინასწარი მონაცემები

    მოსახლეობის რამდენი პროცენტი მივიდა არჩევნებზე - ცესკოს წინასწარი მონაცემები

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა.

    როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა 1 მილიონ 970 540-მა ამომრჩეველმა მისცა.

    „ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 51%" , - განაცხადა მიქელაძემ.

    ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო იმ უბნებზე, სადაც რიგში იყვნენ ამომრჩევლები, მათ ხმის მიცემის საშუალება მიეცათ. მისივე ცნობით, 127 სპეციალურ უბანზე გადასატანი ყუთი 21:00 საათამდე დაბრუნდა.

    "თქვენ ავად ხომ არ ხართ?! მიკნავლებული გამოსვლებით გამარჯვებულ არჩევნებს აბარებენ" - ნიკა გვარამია ოპოზიციას

    ინციდენტი მარნეულში - მე-18 საარჩევნო უბნიდან შემაჯამებელი ოქმი დაიკარგა

    5 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1 ნოემბრიდან ამოქმედდება