"იმ პირობებშიც კი, რომ მე არ მომეცა საშუალება ჩამოვსულიყავი საქართველოში და სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია მეწარმოებინა, საქართველოს სრულმა ოპოზიციურმა სპექტრმა დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა "ქართულ ოცნებაზე“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის“ ეთერში. მისი თქმით, ისინი იგებენ ყველა მაჟორიტარულ ოლქს.
"მივმართავ ოპოზიციას ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა, მე მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფი ამ მთავრობაში არცერთი თანამდებობისკენ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ კონსენსუსური ფიგურები... ივანიშვილი დამარცხებულ-გაფარჩაკებულია. მე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება, ივანიშვილსაც მოვუწოდებ, გაუწოდოს ქართველ ერს ხელი და მისცეს მას განვითარების საშუალება... მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი..." - განაცხდა მან. მისი თქმით, უკრაინაში სამჯერ თქვა პრემიერ-მინისტრობაზე უარი .