ავტორი:

გიგა ბოკერია: "არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა და ყველა ჩვენი მონაცემით, ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა"

გიგა ბოკერია: "არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა და ყველა ჩვენი მონაცემით, ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა"

არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა და ყველა ჩვენი მონაცემით ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მონაცემებით ოპოზიცია იგებს. მან მოუწოდა ამომრჩევლებს მაქსიმალურად გამოიყენონ არჩევნებამდე დარჩენილი ერთი საათი, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

"არჩევნების დასრულებამდე ერთი საათი დარჩა და ყველა ჩვენი მონაცემით ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა ამ არჩევნებში. ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა გარდამტეხ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო ერთი საათის განმავლობაშიც ყველა ჩვენი მოქალაქის მოსვლა არჩევნებზე და დამატებით მხარდაჭერა ცვლილებებისთვის ჩვენს ქვეყანაში.

ერთი იმიტომ, რომ გავაძლიეროთ ის გეზი, ის არჩევანი რაც "ევროპულ საქართველოს“ აქვს იმისთვის, რომ სწორი გეზით ვიაროთ ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოცილების შემდეგ და გარდამტეხი ცვლილებები უკვე ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს და მეორე, ასეთი უპასუხისმგებლო მავნებლური რეჟიმის პირობებში, როგორიც ივანიშვილია, ყველა ხმას აქვს მნიშვნელობა მისი მარცხის პირობებშიც კი, რამდენად დიდი უპირატესობით მოვუგებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ივანიშვილმა ამ ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას... ეს ვერ შერჩება, გამორიცხული ამბავია" - ნიკა მელია

დაიწყებს თუ არა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს? - პარტიები სამოქმედო გეგმის განსახილველად იკრიბებიან

"მაღალი ალბათობით ვადამდელი არჩევნები იქნება" - როგორ აფასებენ ექსპერტები არჩევნების წინასწარ შედეგებს