ავტორი:

"არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პირწმინდად აგებენ არჩევნებს" - მამუკა მდინარაძე

"არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პირწმინდად აგებენ არჩევნებს" - მამუკა მდინარაძე

"გლდანში, არაერთ ლოკაციასა და უბანზე ადგილი ჰქონდა ნიკა მელიას მთავარი ზონდერის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ის შეეხო გლდანში არსებულ დაძაბულობას და აღნიშნა, "ქართული ოცნებისთვის“ ცნობილი იყო, რომ გლდანში მძიმე პროვოკაციები იყო მოსალოდნელი.

"როგორც მოსალოდნელი იყო და ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით ამის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში, გლდანში მოსალოდნელი იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები და არა მხოლოდ გლდანში, ჩვენს მიერ გამართულ ბრიფინგებზე რამდენიმე ლოკაცია დავასახელეთ. "ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ ისინი გლდანის რაიონში აპირებდნენ ზონდერების მობილიზებას და მათ გააქტიურებას.

ჩვენი ვარაუდი და ინფორმაცია, რომელიც გვქონდა "ნაციონალური მოძრაობის“, ამ შემთხვევაში კონკრეტულად გლდანის შტაბიდან, 100%-იანი სიზუსტით გამართლდა. გლდანში ჰქონდა ადგილი "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს არაერთ ლოკაციასა და უბანზე.

ის და მისი ზონდერჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებზე სიტუაციის გაკონტროლებს, ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის მხარდაჭერებისთვის ხმის მიცემის პროცესში. ეს პირველ რიგში გამოიხატებოდა გადაადგილებააში, ყოველ 15-20 წუთში ცდილობდნენ, სხვადასხვა უბანთან ყოფილიყვნენ მობილიზებულნი და პირდაპირი შეურაცხყოფა მიეყენებინათ "ქართული ოცნების“ არა აქტივისტებისთვის, არამედ, ამომრჩევლებისთვის - პირდაპირ აგინებდნენ იქ მიმსვლელ ამომრჩევლებს და ემუქრებოდნენ. ეს არის ფაქტი, რომელიც არის შემდგარი და რომელთან დაკავშირებითაც დამატებით იქნება კომენტარები, რა ინფორმაციასაც მივიღებთ.

ყველას მოვუწოდებ - "ქართული ოცნების“ ყველა აქტივისტს და მხარდამჭერს, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ამ პროვოკაციებს, რაც არ უნდა ძნელი გასაძლები იყოს ეს ყველაფერი. ყველანაირად ეცადეთ, არ აყვეთ ასეთ პროვოკატორებს და არ მისცეთ საშუალება, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ისევე, როგორც "ქართულ ოცნებას“, უკვე აქვს ინფორმაცია, რომ არჩევნებს აგებენ.

"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - მთელი დღის განმავლობაში თქვენ ყველას, საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ესმით, რომ "ქართულ ოცნებას“ თითქოს მობილიზებული ჰყავს ძველი ბიჭები და ა.შ. მე მინდა, კონკრეტული ადამიანის შესახებ გითხრათ. ვინ არის ეს ადამიანი? ეს არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია იმ ჩხუბში მონაწილეობისთვის, რაც ეთერში გავიდა. მას მეტსახელად ჰქვია "ჭყიპინა“ და გლდანში ყველა იცნობს, როგორც ე.წ. ძველ ბიჭს და ავტორიტეტს.

არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „ფეისბუქშიც“ ვხედავ რაღაც აჟიტირებულ პოსტებს, თუმცა ეს ისტერიკის მაჩვენებელია სინამდვილეში, რომ თითქოს, ისინი არჩევნებს იგებენ, თუმცა უტყუარი ინფორმაციით, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მათაც უკვე აქვთ ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პირწმინდად აგებენ არჩევნებს და გადასულები არიან იმ ქმედებებზე, რომელზეც საბედნიეროდ წინა დღეებში ინფორმაცია მოვიპოვეთ და როგორც მაშინ, ასევე დღეს ამის შესახებ ვაფრთხილებდით საზოგადოებას.

რაც შეეხება იმ საოცარ წუხილებს, რომელიც გახმოვანდა, მაგალითად, რამდენიმე წუთის წინ გლდანში საგანგებოდ მისული სალომე სამადაშვილის მხრიდან, რომ წარმოუდგენელია ამდენი პოლიციელი - ანუ „ჭყიპინასთვის“ და მისი ზონდერ ბრიგადისთვის უნდა მიეცათ პოლიციელებს საშუალება, რომ განეხორციელებინათ თავისი დესტრუქციული მოქმედებები? მესმის ძალიან კარგად, რომ სასაცილოა, რომ „ჭყიპინას“ იმედზეა თურმე გლდანში ნიკა მელია, მან უნდა მოიგოს და მისმა ზონდერ ჯგუფმა არჩევნები, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, ვიცით, რომ არაერთ უბანზე, სადაც გლდანში სიტუაცია დაიძაბა, მთელი დღის განმავლობაში ეს ადამიანი ყველგან გადაადგილდებოდა და პროვოკაციებს აწყობდა, პირდაპირ დედას აგინებდა და ემუქრებოდა ამომრჩევლებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ვინ ლიდერობს რეიონებში - "მთავარი არხი" Ipsos-ის ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემებს აქვეყნებს

ვინ ლიდერობს დედაქალაქში Ipsos-ის კვლევებით - ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები

"საარჩევნო უბანზე შავებში ჩაცმული ბიჭები ახსენებდნენ "კაწროს" და ამბობდნენ, ხომ იცით, მაინც გაიგებსო" - ანა დოლიძე