ავტორი:

"საკუთარი ოპერატორი კამერას რომ გაგარტყამს, ეს არ არის დასისხლიანებული ჟურნალისტი" - ირაკლი კობახიძე გლდანის დაპირისპირებაზე

"საკუთარი ოპერატორი კამერას რომ გაგარტყამს, ეს არ არის დასისხლიანებული ჟურნალისტი" - ირაკლი კობახიძე გლდანის დაპირისპირებაზე

მარტო ხელფასზე უზით "ნაციონალებს" დაახლოებით 10 000 კაცი, როგორ გინდა შენ, რომ 10 000 კაცის ქცევა წინასწარ აკონტროლო? სულ პატრულის 1000 ეკიპაჟია საქართველოში, რანაირად გინდა, რომ პატრულის 1000- მა ეკიპაჟმა უზრუნველყოს 10 000 ადამიანის კონტროლი?- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გლდანში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ინციდენტების პრევენცია ხდება და ამის შედეგია ის, რომ პროვოკაციები არ გადაიზარდა მძიმე დაპირისპირებაში, როგორც ეს "რადიკალურ ოპოზიციას" აქვს დაგეგმილი.

"საკუთარი ოპერატორი კამერას რომ გაგარტყამს, ეს არ არის დასისხლიანებული ჟურნალისტი. ბოტკოველს ჩაჰყავდა ზონდერ ჯგუფი ყარაჯალაში და მზადდებოდა ზუსტად ანალოგიური ინციდენტი, სადაც ასევე შეიძლებოდა საკუთარი ოპერატორის კამერა მოხვედროდა ჟურნალისტს. ჩვენ გვქონდა გამოჟონილი ინფორმაცია და პრევენციული განცხადება გავაკეთეთ, ყარაჯალაში აღარ მოხდა ინციდენტი, თუმცა ამ "ზონდერჯგუფების“ რაოდენობა არ არის ერთეულები, არის საკმაოდ ბევრი მცირე ზონდერ-ჯგუფი მობილიზებული იმისთვის, რომ ზუსტად ასეთი პროვოკაციები მოეწყოს და გადაიზარდოს შემდეგ ეს ინციდენტებში.

მარტო ხელფასზე უზით "ნაციონალებს" დაახლოებით 10 000 კაცი, როცა 10 000 კაცი ხელფასზე არის ამ პროცესებში ჩართული, როგორ გინდა შენ, რომ 10 000 კაცის ქცევა წინასწარ აკონტროლო და უზრუნველყო, რომ ეს 10 000 კაცი პროვოკაციებს არ მოაწყობს? სულ 1000 პატრულის ეკიპაჟია საქართველოში. რანაირად გინდა რომ 1000- მა პატრულის ეკიპაჟმა უზრუნველყოს 10 000 ადამიანის კონტროლი,"- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "რადიკალურმა ოპოზიციამ" დესტრუქციული სისტემური გეგმა შეიმუშავა, რომლის მიზანი იყო საარჩევნოდ ვითარების არევა ქვეყნის მასშტაბით. კობახიძე აღნიშნავს, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

"მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან“ - რას პასუხობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სააკაშვილს

"არ შეიძლება იმის თქმა, რომ - "შესაძლოა არჩევნები მომავალში უკეთ ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში" - გერმანიის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს

"პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე