კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირებები საარჩევნო უბნებთან, 6 ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო - შს მინისტრის მოადგილე ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვითარებაზე
დაპირისპირებები საარჩევნო უბნებთან, 6 ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო - შს მინისტრის მოადგილე ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვითარებაზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ნინო ცა­ცი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის 6 ფაქ­ტზე.

რო­გორც ცა­ცი­აშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, შსს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არ­ჩევ­ნე­ბის უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ის მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა ხდე­ბა პო­ლი­ცი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ას მი­კუთ­ვნე­ბულ ფაქ­ტებ­ზე.

„მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­წო­დე­ბულ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­და, ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მყი­სი­ე­რად იქნა გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი.

ამ ეტაპ­ზე ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის 6 ფაქ­ტზე. მათ შო­რის, გა­მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყეთ, თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში მე-40 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­ვისტ, ზვი­ად კუპ­რა­ვას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. გარ­და ამი­სა, გა­მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყეთ ქუ­თა­ის­ში, მე-37 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ქუ­თა­ი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის ირაკ­ლი კიკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ უც­ნობ­მა პი­რებ­მა მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 162-ე პრი­მა მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით.

ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, თბი­ლი­სის ის­ნის N39, მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნი, სო­ფელ დაშ­ტა­ფის N52 და სო­ფელ ყი­ზი­ლა­ჯლოს N89 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სსკ-ის 126 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე ამ ეტაპ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ ყუ­რა­დღე­ბა იქნა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის და ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჩვენ გუ­ში­ნაც გა­ვავ­რცე­ლეთ გან­ცხა­დე­ბა და ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებს. კი­დევ ერთხელ გაც­ნო­ბებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა­ზე. ვაგ­რძე­ლებთ აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბებს - სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ცო­ცი­აშ­ვილ­მა.

ის მი­მარ­თავს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩარ­თულ პი­რებ­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, და­იც­ვან კა­ნო­ნი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­მარ­თონ პო­ლი­ცი­ას, რათა ყვე­ლამ ერ­თად ხელი შე­უ­წყონ არ­ჩევ­ნე­ბის მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

დაპირისპირებები საარჩევნო უბნებთან, 6 ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო - შს მინისტრის მოადგილე ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვითარებაზე

დაპირისპირებები საარჩევნო უბნებთან, 6 ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო - შს მინისტრის მოადგილე ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვითარებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე.

როგორც ცაციაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან, მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებზე.

„მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად იქნა გამოძიება დაწყებული.

ამ ეტაპზე ამ დროისთვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება დავიწყეთ, თბილისში, დიდ დიღომში მე-40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ, ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გარდა ამისა, გამოძიება დავიწყეთ ქუთაისში, მე-37 საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის ირაკლი კიკვაძის განცხადებაზე, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით.

ასევე გამოძიება დაიწყო, თბილისის ისნის N39, მარნეულის რაიონი, სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა ცოციაშვილმა.

ის მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებსა თუ ორგანიზაციებს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში მომართონ პოლიციას, რათა ყველამ ერთად ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც გურჯაანში მეუღლე და მეზობელი მოკლა

"ეს არის ექსპერტიზის მტკიცებულება, რომ არ მაქვს წამებისა და ცემის კვალი სხეულზე" - დავით ხვიბლიანი აპირებს, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს უჩივლოს

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც სააკაშვილს უსმენდნენ და ელდა მეცა... " - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი