ავტორი:

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა - ვითარება ყარაბაღში, სადაც ომი კვლავ გრძელდება

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა - ვითარება ყარაბაღში, სადაც ომი კვლავ გრძელდება

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანი დღეს დილიდან მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქს სტეფანაკერტს ბომბავს.

მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად დედაქალაქს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილი.

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჟენევის კონვენციებით აკრძალული თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს, რომელიც ქიმიური იარაღის ელემენტებს შეიცავს. ასევე, აზერბაიჯანი არა მხოლოდ თავდაცვის ხაზებზე, არამედ დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებსაც აგრძელებს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლები მიმდინარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთის, სამხრეთისა და სამხრეთ- დასავლეთის მიმართულებებით.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ოქტომბრის 06:00 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები დაბომბეს.

მათივე ინფორმაციით, წუხელ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის დანაყოფების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს. საბრძოლო მოქმედებები, ძირითადად, აღდერეს, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებებით ხორციელდებოდა.

"ამჟამად, ჩვენი ჯარები ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა. მიუხედავად რამდენჯერმე მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას შეეხებოდა, ომი ამ დრომდე გრძელდება.

წინასწარი შედეგებით, ტექსასში დონალდ ტრამპი ლიდერობს, არიზონაში - ჯო ბაიდენი - განახლებული ინფორმაცია

ახალგაზრდობიდან დღემდე - ბაიდენისა და ტრამპის ცხოვრების 7 ათწლეული და ფოტოებით მოყოლილი ისტორია

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან გაიმარჯვა, თუმცა არჩევნები გაყალბდა