კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურეს.
"გიდასტურებთ, რომ გარდაიცვალა. სხვა ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით" - აღნიშნა ტურძელაძემ.
შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა ორ კვირაზე მეტია მკურნალობდა.