"ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
"ხმა მივეცი კარგ, ნორმალურ ცხოვრებას. მოლოდინი მაქვს, რომ უნდა მოვიგოთ", - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბუბა კიკაბიძე თავდაპირველად შეცდომით სხვა საარჩევნო უბანზე მივიდა, თუმცა მას განუმარტეს, რომ აღნიშნულ უბანზე არ იყო რეგისტრირებული. საბოლოოდ კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი თბილისის 71-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.