საკუთარი არცევანი უკვე გააკეთა თბილისის მერმა კახი კალაძემ. ის საარჩევნო უბანზე უფროს ვაჟთან, ლევან კალაძესთან ერთად მივიდა.
როგორც ხმის მიცემის შემდეგ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევანი გააკეთა წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას.
თბილისის მერმა საარცევნო უბანზე გადაღებული ფოტოები "ფეისბუქის" პირად გვერდზეც გამოაქვეყნა:
"ხალხმრავლობაა საარჩევნო უბანზე, რაც ძალიან კარგია. მინდა, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მადლობა გადავუხადო მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე" - წერს კალაძე.