"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დიმიტრი შაშკინს "ბრიყვს" უწოდებს და ამბობს, რომ "მან იარაღის დემონტრირებით ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა".
ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" წერს.
"შაშკინი რომ ბრიყვია, ამის თქმას იარაღის დემონსტრირება მხოლოდ კიდევ ერთხელ გაიძულებს, თორემ ახალი ამაში არაფერია"- წერს ჩერგოლეიშვილი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო, სავარაუდოდ, გადაიღეს ბოლნისის რაიონის, სოფელი ტალავერში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, თუმცა შაშკინი ამას უარყოფს.