პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალინდელი დღე - როგორ გავიღვიძებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს და რას გამოაჩენს შედეგები?
ხვალინდელი დღე - როგორ გავიღვიძებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს და რას გამოაჩენს შედეგები?

რას გა­მო­ა­ჩენს დღე­ვან­დე­ლი დღე - 31 ოქ­ტომ­ბე­რი, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი და რო­გორ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვიღ­ვი­ძებთ ხვალ - 1-ლ ნო­ემ­ბერს? - ეს ის კი­თხვე­ბია, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-მ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რებს, ექ­სპერ­ტებ­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და­უს­ვა. ზოგი პა­სუ­ხი ერ­თმა­ნეთს ჰგავს, ზოგი კი - ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა...

გია ვოლ­სკი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი:

"პირ­ვე­ლად არ ვამ­ბობ, რომ 31 ოქ­ტომ­ბრის­თვის არ ემ­ზა­დე­ბი­ან ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი, ემ­ზა­დე­ბი­ან პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრის­თვის, რათა გა­აპ­რო­ტეს­ტონ, რაც მათ­თვის უკვე წი­ნას­წა­რაა ცნო­ბი­ლი - და­ბა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი. 2014 წლი­დან ამა­ზე აქვს სა­უ­ბა­რი ერთ-ერთ ლი­დერს, რო­მე­ლიც კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბა და სხვებ­საც, რომ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არე­უ­ლო­ბა მათ­თვის მთა­ვა­რი მე­ქა­ნიზ­მია. არა მგო­ნია, წარ­მა­ტე­ბას თუნ­დაც ამით მი­აღ­წი­ონ. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვე­ლო­დე­ბი გაწ­ბი­ლე­ბულ ხალ­ხს, ვინც დღეს რა­ტომ­ღაც, ცდი­ლობს, ხალ­ხს თავი მო­უ­ყა­როს, რათა რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ამ­ყა­როს სა­დის­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის ის პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და და დაგ­ვე­მუქ­როს, რომ ის ხვა­ლაც იარ­სე­ბებს.

ეს არ­ჩევ­ნე­ბი მე მგო­ნი, სა­ბო­ლოო ლუსტრა­ცია იქ­ნე­ბა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ი­ნა­ხავს აშ­კა­რად ყვე­ლა­ფერ იმას, რა­ზეც ჰქონ­დათ ანა­ლი­ტი­კუ­რი მსჯე­ლო­ბა, მათ შო­რის ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტის მომ­ხრეც იხი­ლავს, რას­თან გვაქვს საქ­მე, სად არის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის რე­სურ­სი, რა სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას სა­ქარ­თვე­ლო და რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას, ანუ რუ­სულ გეგ­მას კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ ან ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იმე­დი ექ­ნე­ბათ - ძა­ლი­ან ად­ვი­ლია ამ სუ­რა­თის წარ­მოდ­გე­ნა, და­ნახ­ვა და ვფიქ­რობ, ბევ­რი პარ­ტი­ის ის­ტო­რი­აც დამ­თავ­რდე­ბა ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ".

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი:

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღი­დან და­ვი­წყებთ იმ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც წარ­ვად­გი­ნეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, ეს პროგ­რა­მა არის რე­ა­ლის­ტუ­რიც და ამ­ბი­ცი­უ­რიც და მო­ი­ცავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ას­პექტს: დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტის, კულ­ტუ­რის სა­კი­თხე­ბი, ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხე­ბი და რა თქმა უნდა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის და თავ­დაც­ვის სა­კი­თხე­ბი. ჩვე­ნი სა­ბო­ლოო ამო­ცა­ნა არის 2024 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნა "ევ­რო­კავ­შირ­ში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე და სწო­რედ ამის­თვის ვი­წყებთ მზა­დე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღი­დან.

ოპო­ზი­ცი­ას შე­იძ­ლე­ბა, ჰქონ­დეს გარ­კვე­უ­ლი დესტრუქ­ცი­ის მცდე­ლო­ბა, რა­საც ისი­ნი აა­ნონ­სე­ბენ, თუმ­ცა ეს რა თქმა უნდა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის გან­წი­რუ­ლია. ეს სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო ძა­ლი­ან მშვი­დად ჩა­ივ­ლის და ჩვენ ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ვუდ­გე­ბით მუ­შა­ო­ბას, რო­გორც კი შედ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა, სა­დაც გა­ფორმ­დე­ბა ის მყა­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­მელ­საც მი­ი­ღებს ამ არ­ჩევ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი კი­დევ ერთხელ შე­ა­ფა­სებს იმ წინსვლას, რო­მე­ლიც აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნას 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და ასე­ვე, რა თქმა უნდა, სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას ყვე­ლა იმ და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რო­მე­ლიც მას აქვს ჩა­დე­ნი­ლი ჯერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, შემ­დეგ კი - ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში".

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი:

"ღრმად მწამს, რომ გა­ვიღ­ვი­ძებთ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მე­ო­რედ მოხ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ვიღ­ვი­ძებთ უფრო დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლა­ნი მშვი­დად ამო­ვი­სუნ­თქებთ. 31 ოქ­ტომ­ბრის მერე, პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან მი­ვი­ღებთ ისეთ სა­ქარ­თვე­ლოს, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია არ და­უ­წყებს დევ­ნას "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" - ვინც ფული მო­ი­პა­რა, ვინც მექ­რთა­მე იყო, ვინც ხალ­ხის ფულს ჭამ­და, რა თქმა უნდა, აგებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე პა­სუხს, მაგ­რამ უბ­რა­ლო, რი­გი­თი მომ­ხრე­ე­ბის დევ­ნას არა­ვინ და­ი­წყებს. მშვიდ, წყნარ, დე­მოკ­რა­ტი­ულ და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გა­მარ­ჯვე­ბულ სა­არ­თვე­ლო­ში გა­ვიღ­ვი­ძებთ 1-ელ ნო­ემ­ბერს და ნუ­რა­ვინ ნუ­რა­ვის ნუ აში­ნებს მე­ო­რედ მოს­ვლე­ბით და აპო­კა­ლიფ­სე­ბით. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ­ჩევ­ნებ­ში წა­ა­გებს და შე­იც­ვლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამას­თან, არ­ჩევ­ნებს თუ არ გა­ა­ყალ­ბე­ბენ, არა­ვი­თა­რი აქ­ცი­ე­ბი არ იქ­ნე­ბა, ეს ორ­ჯერ ორი ოთხია".

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი:

"არ­ჩევ­ნე­ბი გა­მო­ა­ჩენს, რის­თვი­საა სა­ქარ­თვე­ლო მზად, რა უნდა მო­სახ­ლე­ო­ბას და რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს... პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ვუ­სურ­ვო, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბის დღე იყოს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, რე­ა­ლის­ტი ვარ და ეჭვი მე­პა­რე­ბა იმა­ში, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ­ჩევ­ნებს სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ა­ტა­რებს. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ცაა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაც - შე­იძ­ლე­ბა, იდე­ა­ლუ­რი არ იყოს არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ არ იყოს რა­დი­კა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბა და მხო­ლოდ მცი­რე დარ­ღვე­ვე­ბი მოხ­დეს. ვფიქ­რობ, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­რე დღე რთუ­ლი, მაგ­რამ მშვი­დო­ბი­ა­ნი, ასე ვთქვათ, პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­და­წყვეტს, რომ 54, 55 ან 64% და­ი­წე­როს, თუ გა­და­წყვეტს, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი რა­ღაც მი­ნი­მა­ლურ ზღვარ­ზე და­იყ­ვა­ნოს, რა თქმა უნდა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, ამას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვეს. ვე­რა­ნა­ი­რი "ლო­ქ­და­უ­ნი", და­ხურ­ვა, კა­რან­ტი­ნი ამას ვერ უშ­ვე­ლის, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნებს აყალ­ბებს.

ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან მინ­და, წყნა­რად და მშვი­დად ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა ისე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­მე­ცა, მაგ­რამ თუ ამ არ­ჩე­ვანს ჩემს ამომ­რჩე­ველს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­პა­რავს, რა თქმა უნდა, არ ვა­პი­რებ გავ­ჩუმ­დე".

გი­ორ­გი ვა­შა­ძე, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რი:

"ვფიქ­რობ, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი რე­ფე­რენ­დუ­მია, რო­მე­ლიც გა­მო­ა­ჩენს, საქ­მის მკე­თე­ბელ­თა გუნ­დი მო­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თუ ფუ­ლის მკე­თე­ბელ­თა გუნ­დი აგ­რძე­ლებს ქვეყ­ნის ძარ­ცვას; მე­ო­რე, ეს არ­ჩევ­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ა­ჩენს და­სავ­ლე­თის­კენ ინ­ტეგ­რა­ცი­ის მა­ღალ სურ­ვილს; მე­სა­მე, გა­მო­ა­ჩენს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მა­ღა­ლი ღირ­სე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც მოვ­ლენ და სა­კუ­თარ სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თე­ბენ მო­მავ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. ეს არ­ჩევ­ნე­ბია წარ­სულ­სა და მო­მა­ვალს შო­რის: წარ­სუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა", ჩვენ კი მო­მა­ვა­ლი გვინ­და. "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" მო­მავ­ლის გუნ­დია და ამი­ტო­მა­ცაა, რომ ჩვენს მხარ­და­ჭე­რა­ში ძა­ლი­ან დიდი ზრდაა და ვფიქ­რობ, ჩვენ ვიქ­ნე­ბით ის ქვა­კუ­თხე­დი, რომ­ლის გარ­შე­მოც აღმშე­ნებ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია მოხ­დე­ბა.

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს ვხე­დავ და წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა იმ ძა­ლე­ბის­გან, ვინც ოპო­ზი­ცი­ა­შია და მყი­სი­ე­რად და­ვი­წყებთ საქ­მის კე­თე­ბას, აღმშე­ნებ­ლო­ბა".

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო-სო­ლი­და­რო­ბის ალი­ან­სის" ერთ-ერთი ლი­დე­რი:

"დიდი იმე­დი მაქვს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ისე­თი ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ში არ გა­მო­იწ­ვევს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ აღ­შფო­თე­ბას. სამ­წუ­ხა­როა, რომ ალ­ბათ, ეპი­დე­მი­ის გამო ათე­უ­ლო­ბით ათას ადა­მი­ანს შე­ე­ზღუ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი - ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა, რაც მა­ინც ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა სა­ლა­პარ­კო თემა და სულ იქ­ნე­ბა პრო­ცე­სის გამ­ყო­ლი ხაზი ლე­გი­ტი­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ვა­ტა­როთ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დაკ­ვე­თა - ეს მშვი­დო­ბაა და მშვი­დო­ბას მხო­ლოდ კა­ნო­ნი­ე­რე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა უზ­რუნ­ველ­ჰყოფს.

რას გა­მო­ა­ჩენს ეს არ­ჩევ­ნე­ბი? გა­მო­ა­ჩენს, გვინ­და თუ არა კო­რუფ­ცია, გვინ­და თუ არა მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, რამ­დე­ნად ზნე­ობ­რი­ვი არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბა მოხ­დე­ბა, ამ ქვე­ყა­ნა­ში რჩე­ბა თუ არა ადა­მი­ა­ნე­ბის ცუდი საქ­ცი­ე­ლი და­უს­ჯე­ლი, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ყვე­ლა­ფე­რი ცუდი გა­უ­კე­თო ადა­მი­ა­ნებს და ქვე­ყა­ნას და მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი შეგ­რჩეს... ამას­თა­ნა­ვე, გა­მო­ა­ჩენს, გვინ­და თუ არა გან­ვი­თა­რე­ბა. ჯერ ქვეყ­ნის შიგ­ნით უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ მა­გა­ლი­თად იმა­ზე, შერ­ჩე­ბათ თუ არა ადა­მი­ა­ნებს, რომ ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის მო­ლა­რე­ე­ბი, ფულს შო­უ­ლობ­დნენ კო­რუფ­ცი­ი­თა და მო­ნო­პო­ლი­ე­ბით, მერე ეს ფული პო­ლი­ტი­კა­ში შე­მო­ვი­და; აქვთ თუ არა მო­ქა­ლა­ქე­ებს გან­ცდა, რომ მა­გა­ლი­თად, ფული, რა­საც "ლელო" ხარ­ჯავს, მათი ჯი­ბი­და­ნაა ამო­ღე­ბუ­ლი, ან იცი­ან თუ არა, რომ რა­საც "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" ხარ­ჯავს, ეს კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ გა­ძარ­ცვუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფუ­ლია, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხარ­ჯავს, კო­რუფ­ცი­უ­ლი და შავი ბუ­ღალ­ტე­რი­ი­დან დაგ­რო­ვი­ლია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი რა­საც ხარ­ჯავს კამ­პა­ნი­ა­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ნა­ძარ­ცვი ფუ­ლია - აი, ამ ყვე­ლა­ფერს გა­მო­ა­ჩენს, რამ­დე­ნად მო­ვა­ხერ­ხეთ ჩვენ, აგ­ვეხ­სნა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რა ფულს ხარ­ჯავს ესა თუ ის პარ­ტია. ეს არ­ჩევ­ნე­ბი ბევრ რა­ღა­ცას და­უ­დებს სა­თა­ვეს. ვფიქ­რობ, ეს არის ბოლო არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ფუ­ლის ტომ­რე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან დო­მი­ნან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძარ­ცვავ­დნენ ქვე­ყა­ნას".

ნო­დარ რუ­ხა­ძე, მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას” წევ­რი:

"ჩემი აზ­რით, დღე­ვან­დე­ლი დღე, 31 ოქ­ტომ­ბე­რი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, რად­გან ამ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი­დევ ერთხელ ვა­კე­თებთ არ­ჩე­ვანს, რო­მე­ლიც, ჩემი აზ­რით, სა­ბო­ლოო იქ­ნე­ბა - ვცხოვ­რობთ რუ­სეთ­ში თუ ვცხოვ­რობთ ევ­რო­პულ დე­მოკ­რა­ტი­ულ, ძლი­ერ, გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ში. მეც ზუს­ტად ვიცი, რომ გა­სუ­ლი 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ აჩ­ვე­ნა ვე­რა­ნა­ი­რი ძალა, გო­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი თუ სურ­ვი­ლი, რომ ქვე­ყა­ნა წა­იყ­ვა­ნონ წინ, რომ მათ სურთ, ქვე­ყა­ნა ნა­ხონ ნატო-სა და "ევ­რო­კავ­ში­რის" წევრ ქვეყ­ნებს შო­რის, ამი­ტომ, 31 ოქ­ტომ­ბე­რი იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი გა­ნა­ჩე­ნი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო სა­ბო­ლო­ოდ და­ემ­შვი­დო­ბე­ბა ერ­თპარ­ტი­უ­ლო­ბას, ერ­თმმარ­თვე­ლო­ბას, პო­ლა­რი­ზა­ცი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ეტყვი­ან "კის" პრო­და­სავ­ლურ, ევ­რო­პულ, ძლი­ერ კო­ა­ლი­ცი­ურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ხვა­ლინ­დელ დღეს, პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბე­რი ჩემ­თვის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხა­რეს ყო­ველ­თვის არის სამ­თავ­რო­ბო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი, ძა­ლი­ან ბევ­რი ფული და ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა ძლი­ე­რი რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი, ამი­ტომ, პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბე­რი ჩემ­თვის მარ­თლა კი­თხვის ნიშ­ნის ქვე­შაა. არ ვიცი, რო­გორ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვიღ­ვი­ძებ, მაგ­რამ დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს კო­რუფ­ცია, ნე­პო­ტიზ­მი, რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი ქვე­ყა­ნა­ში, მარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რა­ტუ­რა, პო­ლი­ცია, ერთი პარ­ტია ყვე­ლა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რგოლ­ში - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ დამ­თავ­რდე­ბა".

ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ექ­სპერ­ტი:

"ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვა და მათ შო­რის, გან­წყო­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რა­საც ვხე­დავთ მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის ერ­თი­ა­ნი ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გარ­შე­მო. მუხ­ტი, რო­მელ­საც ასე­ვე ქმნი­ან სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, არ იყოს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რია და ამ თვალ­საზ­რი­სით არა­ნაკ­ლე­ბი სურპრი­ზი შე­იძ­ლე­ბა ვნა­ხოთ. იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რის გარ­კვე­უ­ლი ზრდა იმ პარ­ტი­ე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ ეს­ტაბ­ლიშ­მენტს არ წარ­მო­ად­გენს; იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მზა­ო­ბა, და­იც­ვან სა­კუ­თა­რი ხმე­ბი. ვფიქ­რობ, შემ­დგო­მი რე­ა­ლო­ბაა, რომ ვერც ერთი პარ­ტია ვერ და­აგ­რო­ვებს საკ­მა­რის ხმებს, რომ შექ­მნას მთავ­რო­ბა და მო­უ­წევთ იმა­ზე ფიქ­რი, თუ რო­გორ და­ლაგ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტი და მთავ­რო­ბა, ამის ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბებს და მათ რე­ა­ლურ მო­თხოვ­ნებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" შე­ეც­დე­ბა, ხმე­ბი უბ­რა­ლოდ, გა­ა­ყალ­ბოს, შეკ­რი­ბოს, რა­ღაც ფორ­მით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, კრი­მი­ნა­ლუ­რი თუ სხვა, თუ ამას მო­ა­ხერ­ხებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ლე­გი­ტი­მა­ცია ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა სწო­რედ აშშ-დან და ევ­რო­კავ­ში­რი­დან წა­მო­სუ­ლი გზავ­ნი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, ხომ არ არის ეს რუ­სუ­ლი გეგ­მა, რომ მხო­ლოდ ერ­თმა პარ­ტი­ამ ჩა­იგ­დოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხელ­ში, რო­მელ­საც უფრო ად­ვი­ლად და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან ამა თუ იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრა­ტე­გი­უ­ლად გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე. ვფიქ­რობ, COVID 19-ის ვი­თა­რე­ბი­დან, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი ფო­ნი­დან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვნა­ხავთ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და ძა­ლი­ან მზარ­დი, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი ვნა­ხოთ არ­ჩევ­ნებ­ში წარ­მა­ტე­ბა­მიღ­წე­ულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­საძ­ლო პრო­ტესტს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია თუ იქ­ნე­ბა, ამას არა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს, მით უმე­ტეს, თუ იქ­ნე­ბა მზა­ო­ბა, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ივა­ნიშ­ვილს უარი უთხრან ამ ტი­პის მმარ­თვე­ლო­ბა­ზე, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­სი­ა­ნე­ბის გარ­და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე მი­ა­ტო­ვა, თუნ­დაც ფი­ნან­სუ­რად, ეკო­ნო­მი­კუ­რად. მოთ­მი­ნე­ბა­საც თა­ვი­სი სა­ზღვა­რი აქვს, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ასეა. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბიც ამას და­აკ­ვირ­დე­ბი­ან და თუ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­დე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)
8

რა ქაქშიც დაიძინეთ იმავე ქაქში გაიღვიძებთ

goga
13

gamarjveba qartul ocnebas warmatebebi

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ხვალინდელი დღე - როგორ გავიღვიძებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს და რას გამოაჩენს შედეგები?

ხვალინდელი დღე - როგორ გავიღვიძებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს და რას გამოაჩენს შედეგები?

რას გამოაჩენს დღევანდელი დღე - 31 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და როგორ საქართველოში გავიღვიძებთ ხვალ - 1-ლ ნოემბერს? - ეს ის კითხვებია, რომელიც AMBEBI.GE-მ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს, ექსპერტებსა და საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს წინასაარჩევნო პერიოდში დაუსვა. ზოგი პასუხი ერთმანეთს ჰგავს, ზოგი კი - ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება...

გია ვოლსკი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:

"პირველად არ ვამბობ, რომ 31 ოქტომბრისთვის არ ემზადებიან ჩვენი ოპონენტები, ემზადებიან პირველი ნოემბრისთვის, რათა გააპროტესტონ, რაც მათთვის უკვე წინასწარაა ცნობილი - დაბალი მონაცემები, შედარებით დაბალი რეიტინგი. 2014 წლიდან ამაზე აქვს საუბარი ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც კიევში იმყოფება და სხვებსაც, რომ რასაკვირველია, არეულობა მათთვის მთავარი მექანიზმია. არა მგონია, წარმატებას თუნდაც ამით მიაღწიონ. არჩევნების შემდეგ ველოდები გაწბილებულ ხალხს, ვინც დღეს რატომღაც, ცდილობს, ხალხს თავი მოუყაროს, რათა რაღაცნაირად გაამყაროს სადისტური მმართველობის ის პერიოდი, რომელიც არსებობდა და დაგვემუქროს, რომ ის ხვალაც იარსებებს.

ეს არჩევნები მე მგონი, საბოლოო ლუსტრაცია იქნება, როდესაც საზოგადოება დაინახავს აშკარად ყველაფერ იმას, რაზეც ჰქონდათ ანალიტიკური მსჯელობა, მათ შორის ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის მომხრეც იხილავს, რასთან გვაქვს საქმე, სად არის სტაბილიზაციის რესურსი, რა საგარეო თუ საშინაო გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი დესტაბილიზაციას, ანუ რუსულ გეგმას კონკრეტული პარტიები განახორციელებენ ან ამის განხორციელების იმედი ექნებათ - ძალიან ადვილია ამ სურათის წარმოდგენა, დანახვა და ვფიქრობ, ბევრი პარტიის ისტორიაც დამთავრდება ამ არჩევნების შემდეგ".

ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი:

"რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნების მეორე დღიდან დავიწყებთ იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც წარვადგინეთ საზოგადოების წინაშე, ეს პროგრამა არის რეალისტურიც და ამბიციურიც და მოიცავს ჩვენი ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა ასპექტს: დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, განათლების, სპორტის, კულტურის საკითხები, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის საკითხები და რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერების და თავდაცვის საკითხები. ჩვენი საბოლოო ამოცანა არის 2024 წელს ოფიციალური განაცხადის წარდგენა "ევროკავშირში" გაწევრიანებაზე და სწორედ ამისთვის ვიწყებთ მზადებას არჩევნების მეორე დღიდან.

ოპოზიციას შეიძლება, ჰქონდეს გარკვეული დესტრუქციის მცდელობა, რასაც ისინი აანონსებენ, თუმცა ეს რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის განწირულია. ეს საარჩევნო გარემო ძალიან მშვიდად ჩაივლის და ჩვენ ბუნებრივია, შევუდგებით მუშაობას, როგორც კი შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა, სადაც გაფორმდება ის მყარი უმრავლესობა, რომელსაც მიიღებს ამ არჩევნების საფუძველზე "ქართული ოცნება".

ამ არჩევნებზე ქართველი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ შეაფასებს იმ წინსვლას, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას 2012 წლიდან მოყოლებული ყველა მიმართულებით და ასევე, რა თქმა უნდა, საკადრისი პასუხი გაეცემა რადიკალურ ოპოზიციას ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას აქვს ჩადენილი ჯერ ხელისუფლებაში, შემდეგ კი - ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში".

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი:

"ღრმად მწამს, რომ გავიღვიძებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მეორედ მოხდება არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება, შესაბამისად, გავიღვიძებთ უფრო დემოკრატიულ საქართველოში და ყველანი მშვიდად ამოვისუნთქებთ. 31 ოქტომბრის მერე, პირველი ნოემბრიდან მივიღებთ ისეთ საქართველოს, სადაც გამარჯვებული ოპოზიცია არ დაუწყებს დევნას "ქართულ ოცნებას" - ვინც ფული მოიპარა, ვინც მექრთამე იყო, ვინც ხალხის ფულს ჭამდა, რა თქმა უნდა, აგებს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე პასუხს, მაგრამ უბრალო, რიგითი მომხრეების დევნას არავინ დაიწყებს. მშვიდ, წყნარ, დემოკრატიულ და დემოკრატიულად გამარჯვებულ საართველოში გავიღვიძებთ 1-ელ ნოემბერს და ნურავინ ნურავის ნუ აშინებს მეორედ მოსვლებით და აპოკალიფსებით. "ქართული ოცნება" არჩევნებში წააგებს და შეიცვლება ხელისუფლება, ამასთან, არჩევნებს თუ არ გააყალბებენ, არავითარი აქციები არ იქნება, ეს ორჯერ ორი ოთხია".

ნინო ბურჯანაძე, "ერთიანი საქართველოს" ლიდერი:

"არჩევნები გამოაჩენს, რისთვისაა საქართველო მზად, რა უნდა მოსახლეობას და რა ხელისუფლება გვყავს... პირველ ყოვლისა, მინდა, საქართველოს მოსახლეობას ვუსურვო, რომ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების აღიარების დღე იყოს, თუმცა სამწუხაროდ, როგორც პოლიტიკოსი, რეალისტი ვარ და ეჭვი მეპარება იმაში, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს. სამართლიანობაცაა და სამართლიანობაც - შეიძლება, იდეალური არ იყოს არჩევნები, მაგრამ არ იყოს რადიკალური გაყალბება და მხოლოდ მცირე დარღვევები მოხდეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მეორე დღე რთული, მაგრამ მშვიდობიანი, ასე ვთქვათ, პროგნოზირებადი იქნება, მაგრამ თუ "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, რომ 54, 55 ან 64% დაიწეროს, თუ გადაწყვეტს, რომ ოპოზიციური პარტიები რაღაც მინიმალურ ზღვარზე დაიყვანოს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, ამას ძალიან სერიოზული გართულებები მოჰყვეს. ვერანაირი "ლოქდაუნი", დახურვა, კარანტინი ამას ვერ უშველის, თუ პოლიტიკური პარტიები დაინახავენ, რომ ივანიშვილი არჩევნებს აყალბებს.

ნამდვილად ძალიან მინდა, წყნარად და მშვიდად ჩატარდეს არჩევნები და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ჩამეტარებინა ისე, რომ ადამიანებისთვის არჩევანის საშუალება მიმეცა, მაგრამ თუ ამ არჩევანს ჩემს ამომრჩეველს ბიძინა ივანიშვილი მოპარავს, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ გავჩუმდე".

გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი:

"ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმია, რომელიც გამოაჩენს, საქმის მკეთებელთა გუნდი მოდის ხელისუფლებაში თუ ფულის მკეთებელთა გუნდი აგრძელებს ქვეყნის ძარცვას; მეორე, ეს არჩევნები აუცილებლად გამოაჩენს დასავლეთისკენ ინტეგრაციის მაღალ სურვილს; მესამე, გამოაჩენს, რომ ქართველი ხალხი მაღალი ღირსებისა და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებისგან შედგება, რომლებიც მოვლენ და საკუთარ საბოლოო არჩევანს გააკეთებენ მომავლის სასარგებლოდ. ეს არჩევნებია წარსულსა და მომავალს შორის: წარსული "ქართული ოცნებაა", ჩვენ კი მომავალი გვინდა. "სტრატეგია აღმაშენებელი" მომავლის გუნდია და ამიტომაცაა, რომ ჩვენს მხარდაჭერაში ძალიან დიდი ზრდაა და ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით ის ქვაკუთხედი, რომლის გარშემოც აღმშენებლობის სტრატეგიიდან გამომდინარე ახალი ხელისუფლების კონსოლიდაცია მოხდება.

არჩევნების მეორე დღეს ვხედავ და წარმომიდგენია, რომ ჩამოყალიბდება ახალი კოალიციური მმართველობა იმ ძალებისგან, ვინც ოპოზიციაშია და მყისიერად დავიწყებთ საქმის კეთებას, აღმშენებლობა".

ლევან გოგიჩაიშვილი, "თავისუფალი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი:

"დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნები ისეთი ექსცესების გარეშე ჩაივლის, რომელიც ადამიანებში არ გამოიწვევს ძალიან სერიოზულ აღშფოთებას. სამწუხაროა, რომ ალბათ, ეპიდემიის გამო ათეულობით ათას ადამიანს შეეზღუდება კონსტიტუციური - ხმის მიცემის უფლება, რაც მაინც ყოველთვის იქნება სალაპარკო თემა და სულ იქნება პროცესის გამყოლი ხაზი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. თუმცა, ყველაზე მთავარია, რომ ეს არჩევნები მშვიდობიანად ჩავატაროთ. ყველაზე მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა - ეს მშვიდობაა და მშვიდობას მხოლოდ კანონიერება და სამართლიანობის განცდა უზრუნველჰყოფს.

რას გამოაჩენს ეს არჩევნები? გამოაჩენს, გვინდა თუ არა კორუფცია, გვინდა თუ არა მოძალადეები, რამდენად ზნეობრივი არჩევნის გაკეთება მოხდება, ამ ქვეყანაში რჩება თუ არა ადამიანების ცუდი საქციელი დაუსჯელი, შეიძლება თუ არა, ყველაფერი ცუდი გაუკეთო ადამიანებს და ქვეყანას და მერე ეს ყველაფერი შეგრჩეს... ამასთანავე, გამოაჩენს, გვინდა თუ არა განვითარება. ჯერ ქვეყნის შიგნით უნდა ჩამოვყალიბდეთ მაგალითად იმაზე, შერჩებათ თუ არა ადამიანებს, რომ ისინი წლების განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებების მოლარეები, ფულს შოულობდნენ კორუფციითა და მონოპოლიებით, მერე ეს ფული პოლიტიკაში შემოვიდა; აქვთ თუ არა მოქალაქეებს განცდა, რომ მაგალითად, ფული, რასაც "ლელო" ხარჯავს, მათი ჯიბიდანაა ამოღებული, ან იციან თუ არა, რომ რასაც "ევროპული საქართველო" ხარჯავს, ეს კეზერაშვილის მიერ გაძარცვული ადამიანების ფულია, რასაც "ქართული ოცნება" ხარჯავს, კორუფციული და შავი ბუღალტერიიდან დაგროვილია, "ნაციონალური მოძრაობა" კი რასაც ხარჯავს კამპანიაზე, სააკაშვილის მიერ ნაძარცვი ფულია - აი, ამ ყველაფერს გამოაჩენს, რამდენად მოვახერხეთ ჩვენ, აგვეხსნა მოქალაქეებისთვის, რა ფულს ხარჯავს ესა თუ ის პარტია. ეს არჩევნები ბევრ რაღაცას დაუდებს სათავეს. ვფიქრობ, ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით, ფულის ტომრები და ის ადამიანები არიან დომინანტები, რომლებიც წლების განმავლობაში ძარცვავდნენ ქვეყანას".

ნოდარ რუხაძე, მოძრაობა "სირცხვილიას” წევრი:

"ჩემი აზრით, დღევანდელი დღე, 31 ოქტომბერი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ვაკეთებთ არჩევანს, რომელიც, ჩემი აზრით, საბოლოო იქნება - ვცხოვრობთ რუსეთში თუ ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიულ, ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოში. მეც ზუსტად ვიცი, რომ გასული 8 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა ვერანაირი ძალა, გონებრივი რესურსი თუ სურვილი, რომ ქვეყანა წაიყვანონ წინ, რომ მათ სურთ, ქვეყანა ნახონ ნატო-სა და "ევროკავშირის" წევრ ქვეყნებს შორის, ამიტომ, 31 ოქტომბერი იქნება ერთგვარი განაჩენი ამ ხელისუფლებისთვის, როდესაც საქართველო საბოლოოდ დაემშვიდობება ერთპარტიულობას, ერთმმართველობას, პოლარიზაციას და საქართველოს მოქალაქეები ეტყვიან "კის" პროდასავლურ, ევროპულ, ძლიერ კოალიციურ ხელისუფლებას. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, პირველი ნოემბერი ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ხელისუფლების მხარეს ყოველთვის არის სამთავრობო და ადმინისტრაციული რესურსი, ძალიან ბევრი ფული და ამ ყველაფერს ემატება ძლიერი რუსული გავლენები, ამიტომ, პირველი ნოემბერი ჩემთვის მართლა კითხვის ნიშნის ქვეშაა. არ ვიცი, როგორ საქართველოში გავიღვიძებ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კორუფცია, ნეპოტიზმი, რუსული გავლენები ქვეყანაში, მართული სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, ერთი პარტია ყველა სახელისუფლებო რგოლში - ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება".

ვანო მაჭავარიანი, ექსპერტი:

"ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მათ შორის, განწყობები საზოგადოებაში, რასაც ვხედავთ მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება არ არის ერთიანი ან გაერთიანებული "ქართული ოცნების", ან "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო. მუხტი, რომელსაც ასევე ქმნიან სხვა პოლიტიკური პარტიები, შეიძლება, არ იყოს ძალიან ძლიერი, მაგრამ რეალურია და ამ თვალსაზრისით არანაკლები სურპრიზი შეიძლება ვნახოთ. იქნება მხარდაჭერის გარკვეული ზრდა იმ პარტიების მიმართ, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს არ წარმოადგენს; იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა და ასევე, მოქალაქეების მზაობა, დაიცვან საკუთარი ხმები. ვფიქრობ, შემდგომი რეალობაა, რომ ვერც ერთი პარტია ვერ დააგროვებს საკმარის ხმებს, რომ შექმნას მთავრობა და მოუწევთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ დალაგდება პარლამენტი და მთავრობა, ამის ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს, თუ საზოგადოების განწყობებს და მათ რეალურ მოთხოვნებს გავითვალისწინებთ.

თუ "ქართული ოცნება" შეეცდება, ხმები უბრალოდ, გააყალბოს, შეკრიბოს, რაღაც ფორმით, ადმინისტრაციული, კრიმინალური თუ სხვა, თუ ამას მოახერხებს, საერთაშორისო დონეზე ლეგიტიმაცია ძალიან გაჭირდება სწორედ აშშ-დან და ევროკავშირიდან წამოსული გზავნილიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, ხომ არ არის ეს რუსული გეგმა, რომ მხოლოდ ერთმა პარტიამ ჩაიგდოს ხელისუფლება ხელში, რომელსაც უფრო ადვილად დაელაპარაკებიან ამა თუ იმ მნიშვნელოვან სტრატეგიულად გეოპოლიტიკურ საკითხებზე. ვფიქრობ, COVID 19-ის ვითარებიდან, მძიმე სოციალური და ეკონომიკური, ფინანსური ფონიდან და საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, ვნახავთ იმ შესაძლებლობას, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები და ძალიან მზარდი, ახალი პოლიტიკური ლიდერები ვნახოთ არჩევნებში წარმატებამიღწეულ ადამიანებს შორის.

რაც შეეხება შესაძლო პროტესტს, საპროტესტო აქცია თუ იქნება, ამას არაფერი შეაჩერებს, მით უმეტეს, თუ იქნება მზაობა, რომ "ქართულ ოცნებას", ივანიშვილს უარი უთხრან ამ ტიპის მმართველობაზე, რომელმაც, ფაქტობრივად, თავისიანების გარდა ყველა მოქალაქე მიატოვა, თუნდაც ფინანსურად, ეკონომიკურად. მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს, ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამას დააკვირდებიან და თუ არჩევნები გაყალბდება, ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიღება ძალიან რთული იქნება".

ცესკოს მონაცემების მიხედვით, ნანუკა ჟორჟოლიანი პირველივე ტურში დამარცხდა - "ქართული ოცნებიდან" მისმა კონკურენტმა  ხმების  51,02% მიიღო

16 მაჟორიტარული ოლქი, სადაც მეორე ტური გაიმართება - რომელი კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს

"ცესკოს შენობაში მოთავსებულმა კუდიანებმა არჩევნები გააყალბეს" - ანა დოლიძე