მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარღვევები და კურიოზული ფაქტები, რომლებიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა
დარღვევები და კურიოზული ფაქტები, რომლებიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს, 31 ოქ­ტომ­ბერს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იმარ­თე­ბა. ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტს აირ­ჩევს. 150 წევ­რი­ან პარ­ლა­მენ­ტში 120 პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით, ხოლო 30 - მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა 48 პარ­ტი­ა­სა და 2 სა­არ­ჩევ­ნო ბლოკს შო­რის მო­უ­წევს. ასე­ვე, არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თოს ამ სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სა და სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფე­ბის მიერ წარ­დგე­ნილ მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტებს შო­რის.

ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყო რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში. რამ­დე­ნი­მე უბან­ზე უკვე იყო ხმა­უ­რი, კუ­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტე­ბი და დარ­ღვე­ვე­ბი.

მარ­ნე­ულ­ში დი­ლი­დან მე-5 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის რუს­ლან იო­სე­ლი­ა­ნის მის­ვლა გახ­და სა­ჭი­რო. მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ გა­მო­ი­ძა­ხეს და მას შემ­დეგ ისა­უბ­რებს, რაც სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ერ­კვე­ვა. ად­გილ­ზე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე წუ­თით შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. რო­გორც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლაშა ქვე­ლა­ძე აცხა­დებს, მათ დამ­კვირ­ვე­ბელს უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, ამომ­რჩევ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას და­აკ­ვირ­დეს. მი­სი­ვე თქმით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა.

სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ანა ილუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უბან­ზე ხმა­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შექ­მნეს, რად­გან უბან­ში ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ვი­და, რაც კო­მი­სი­ას მუ­შა­ო­ბა­ში ხელს უშ­ლის. ილუ­რი­ძის თქმით­ვე, რო­გორც მის­თვი­საა ცნო­ბი­ლი, ერთ-ერ­თმა ამომ­რჩე­ველ­მა პირ­ბა­დე არ მო­იხ­სნა, რა­საც ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

დარ­ღვე­ვა და­ფიქ­სირ­და ქუ­თა­ი­სის #39-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე. დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა მე­სა­მე ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი არ გას­ცეს და და­ახ­ლო­ე­ბით 15 ამომ­რჩე­ველ­მა მე­რი­ის ბი­უ­ლე­ტე­ნი ვერ მი­ი­ღო. ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე­მაც. მისი თქმით, უბან­ზე არ­სე­ბუ­ლი ხმა­უ­რის გამო მე­სა­მე ბი­უ­ლე­ტე­ბის გა­ცე­მა და­ა­ვი­წყდათ.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე გა­მოვ­ლე­ნილ დარ­ღვე­ვებ­ზე საია-ს დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა 10-ზე მეტი სა­ჩი­ვა­რი და შე­ნიშ­ვნა და­წე­რეს:

ზუგ­დი­დის #65 უბან­ზე და­ი­წე­რა სა­ჩი­ვა­რი წი­ლისყ­რის პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით; სა­ბურ­თა­ლოს #23, თე­ლა­ვის #54 და მთაწ­მინ­დის #3 უბ­ნებ­ზე წი­ლისყ­რის პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი თვით­ნე­ბუ­რად გაც­ვა­ლეს - უმე­ტე­სი მათ­გა­ნი გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია;

შუ­ა­ხევ­ში #41 უბან­ზე წი­ლის ყრე­ბი ჩა­ტარ­და ერ­თდრო­უ­ლად (გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის წამ­ღე­ბი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის, აგ­რეთ­ვე სხვა ფუნ­ქცი­ე­ბის გა­სა­ნა­წი­ლებ­ლად). ამა­ვე უბან­ზე გა­და­სა­ტა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თის წამ­ღებ­მა კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა უარი თქვეს სა­კუ­თა­რი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ზე (და­წე­რი­ლია სა­ჩი­ვა­რი).

მარ­ნე­უ­ლის #85 უბან­ზე წი­ლისყ­რის დროს ფუნ­ქცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ფე­რის ფურ­ცლებ­ზე და­წე­რეს და პრო­ცე­დუ­რა ასე ჩა­ა­ტა­რეს.

გარ­და ამი­სა, საია-ს დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს ფო­ტო­ვი­დეო გა­და­ღე­ბის წე­სე­ბის დარ­ღე­ვის და ამომ­რჩე­ველ­თა მო­ნა­ცე­მე­ბის არა­კა­ნო­ნი­ე­რად და­მუ­შა­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი (ჩხო­რო­წყუ­ში #17, ზუგ­დიდ­ში #24 და ბა­თუ­მის #35 უბ­ნე­ბი). კერ­ძოდ, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა newpost-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამომ­რჩევ­ლებს სუ­რა­თებს უღებ­დნენ არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით, ახლო დის­ტან­ცი­ი­დან. ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ ხელს არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფო­ტო­გა­და­ღე­ბა ხდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლი­თაც ხდე­ბა ამომ­რჩე­ველ­თა სა­ხის დას­კა­ნე­რე­ბა, რაც წარ­მო­ად­გენს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვას.

სა­ბურ­თა­ლოს მე-19 უბან­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ფე­ის­ბუქ­ზე" ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა მა­მუ­კა ჯუ­ღელ­მა. ფო­ტო­ზე ჩანს, რომ სა­არ­ჩევ­ნო ყუთს ძირი არ აქვს.

ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ფოტო, რო­მელ­ზეც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მი­სუ­ლი ძაღ­ლია გა­და­ღე­ბუ­ლი.

"ტვ პირ­ველ­მა" გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო ეწე­რი­დან, სა­დაც ჩანს, რომ ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა სან­თლის შუქ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს:

ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ფოტო მარ­ნე­უ­ლის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან, სა­დაც სა­არ­ჩევ­ნო კა­ბი­ნას­თან მდგო­მი სამი ქალ­ბა­ტო­ნია გა­და­ღე­ბუ­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ხა­ლი­სა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფო­ტომ, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტო­ზე ჩანს დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახ­დენს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
0

ისე შევედი და გამოვედი, პირბადის ჩამოწევა არავის უთხოვია

ბურა
7

ჩაწყობილი აქვს და უხარია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

დარღვევები და კურიოზული ფაქტები, რომლებიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა

დარღვევები და კურიოზული ფაქტები, რომლებიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა

საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 48 პარტიასა და 2 საარჩევნო ბლოკს შორის მოუწევს. ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

ხმის მიცემის პროცედურა დილის 08:00 საათიდან დაიწყო როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. რამდენიმე უბანზე უკვე იყო ხმაური, კურიოზული ფაქტები და დარღვევები.

მარნეულში დილიდან მე-5 საარჩევნო უბანზე პოლიციის უფროსის რუსლან იოსელიანის მისვლა გახდა საჭირო. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოიძახეს და მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სიტუაციაში გაერკვევა. ადგილზე საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მათ დამკვირვებელს უფლებას არ აძლევენ, ამომრჩევლის რეგისტრაციას დააკვირდეს. მისივე თქმით, საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ სამართალდამცავები გამოიძახა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადებით, უბანზე ხმაური ჟურნალისტებმა შექმნეს, რადგან უბანში ბევრი ჟურნალისტი მივიდა, რაც კომისიას მუშაობაში ხელს უშლის. ილურიძის თქმითვე, როგორც მისთვისაა ცნობილი, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა პირბადე არ მოიხსნა, რასაც ხმაური მოჰყვა.

დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისის #39-ე საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლების ინფორმაციით, კომისიის წევრებმა მესამე ბიულეტენები არ გასცეს და დაახლოებით 15 ამომრჩეველმა მერიის ბიულეტენი ვერ მიიღო. ფაქტი დაადასტურა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემაც. მისი თქმით, უბანზე არსებული ხმაურის გამო მესამე ბიულეტების გაცემა დაავიწყდათ.

საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს:

ზუგდიდის #65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით; საბურთალოს #23, თელავის #54 და მთაწმინდის #3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს - უმეტესი მათგანი გასაჩივრებულია;

შუახევში #41 უბანზე წილის ყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების, აგრეთვე სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი).

მარნეულის #85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.

გარდა ამისა, საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტოვიდეო გადაღების წესების დარღევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუში #17, ზუგდიდში #24 და ბათუმის #35 უბნები). კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთანავე, ჩვენ ხელს არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

საბურთალოს მე-19 უბანზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა "ფეისბუქზე" ინტერნეტმომხმარებელმა მამუკა ჯუღელმა. ფოტოზე ჩანს, რომ საარჩევნო ყუთს ძირი არ აქვს.

ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც საარჩევნო უბანზე მისული ძაღლია გადაღებული.

"ტვ პირველმა" გაავრცელა კადრები ზუგდიდის რაიონის სოფელ ზემო ეწერიდან, სადაც ჩანს, რომ ხმის მიცემის პროცედურა სანთლის შუქზე მიმდინარეობს:

ასევე ვრცელდება ფოტო მარნეულის საარჩევნო უბნიდან, სადაც საარჩევნო კაბინასთან მდგომი სამი ქალბატონია გადაღებული.

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გაახალისა ბიძინა ივანიშვილის ფოტომ, რომელიც საარჩევნო უბანზეა გადაღებული. ფოტოზე ჩანს დამკვირვებელი, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის იდენტიფიცირებას ახდენს.

საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

კორონავირუსის 1791 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი - რომელ რეგიონში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

ხმაური ცესკოსთან - ადგილზე შეკრებილებსა და პოლიციას შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა