კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირბადის მოხსნა ორჯერ მოგიწევთ, უარის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობის ვერ მიიღებთ - რა წესები უნდა დაიცვათ საარჩევნო უბანზე?
პირბადის მოხსნა ორჯერ მოგიწევთ, უარის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობის ვერ მიიღებთ - რა წესები უნდა დაიცვათ საარჩევნო უბანზე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­სახ­ლე­ო­ბა მე­ა­თე მოწ­ვე­ვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ირ­ჩევს. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 07:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა, თუმ­ცა უბ­ნებ­ზე ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, კენ­ჭისყ­რის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­ი­მარ­თა. შე­სა­ბა­მი­სად, ამომ­რჩე­ველ­მა ხმის მი­ცე­მა 08:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყო. კენ­ჭისყრა 08:00 სა­ა­თი­დან 20:00 სა­ა­თამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა.

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მი­სულ ამომ­რჩე­ველს პირ­ბა­დის მცი­რე ხნით მოხ­სნა ორ­ჯერ მო­უ­წევს, უა­რის თქმის შემ­თხვე­ვა­ში კი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცე­მა.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩე­ვო კო­მი­სი­ის დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ამომ­რჩე­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია დრო­ე­ბით მო­იხ­სნას პირ­ბა­დე თავ­და­პირ­ვე­ლად კენ­ჭისყ­რის ოთახ­ში ამომ­რჩე­ველ­თა ნა­კა­დის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რის­თვის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ან პას­პორ­ტის წარ­დგე­ნის დროს, შემ­დეგ კი ამომ­რჩე­ველ­თა რე­გის­ტრა­ტო­რი კო­მი­სი­ის წევ­რის მიერ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა­ში ან პას­პორ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლი ამომ­რჩევ­ლის სა­რე­გის­ტრა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბის ამომ­რჩე­ველ­თა სი­ა­ში არ­სე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­მოწ­მე­ბის დროს.

დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც პირ­ბა­დის მოხ­სნა­ზე უარს იტყვის, არ და­იშ­ვე­ბა კენ­ჭისყ­რის ოთახ­ში და მას­ზე არ გა­ი­ცე­მა სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი.

"გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა არ მო­ე­თხო­ვე­ბა პირს, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო უჭირს პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, რაც დას­ტურ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბით.

სხვა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე პირი პირ­ბა­დის გა­რე­შე კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში არ და­იშ­ვე­ბა. თუ პირი არ და­ი­ცავს პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დად­გე­ნილ წე­სებს, ის ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გაფრ­თხი­ლე­ბას. თუ გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად პირი გა­აგ­რძე­ლებს პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას, სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ვალ­დე­ბუ­ლია მი­უ­თი­თოს მას, რომ და­ტო­ვოს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა. თუ ეს პირი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით არ შე­ას­რუ­ლებს მი­თი­თე­ბას კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ, სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით „სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი” დად­გე­ნი­ლი წე­სით იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მისი კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან გა­ძე­ვე­ბის სა­კი­თხზე“, - ნათ­ქვა­მია ცეს­კოს დად­გე­ნი­ლე­ბა­ში.

ამას­თან, კენ­ჭისყ­რის კა­ბი­ნა ერთი მხრი­დან გახ­სნი­ლი უნდა დარ­ჩეს და გახ­სნი­ლი მხა­რე კედ­ლის­კენ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი ისე, რომ არ და­ირ­ღვეს კენ­ჭისყ­რის ფა­რუ­ლო­ბის პრინ­ცი­პი, ამომ­რჩე­ვე­ლი კი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი კალ­მის­ტრით. გარ­და ამი­სა, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში უნდა გან­თავ­სდეს კონ­ტე­ი­ნე­რი, რო­მელ­შიც ამომ­რჩე­ველ­მა ხმის მი­ცე­მის შემ­დეგ, მის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კა­ლა­მი უნდა მო­ა­თავ­სოს, - ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის (COVID-19) გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, კენ­ჭისყ­რის დღის­თვის სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა და სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის გან­სა­ზღვრას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­თან უნდა გან­თავ­სდეს დე­ზო­ბა­რი­ე­რი და ხე­ლის დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო, სულ მცი­რე, 70% ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი ხე­ლის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ხსნა­რი. ასე­ვე, თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას უნდა გან­თავ­სდეს ინ­ფორ­მა­ცია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ამას­თა­ნა­ვე, ცეს­კო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში არ და­იშ­ვე­ბა შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე პირი ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს რე­გუ­ლა­ცია ამომ­რჩე­ველ­ზე არ ვრცელ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ხში­რად შე­ხე­ბა­დი ზე­და­პი­რე­ბის, მათ შო­რის, კა­რის სა­ხე­ლუ­რე­ბი­სა და სა­მუ­შაო მა­გი­დე­ბის სა­თა­ნა­დო წე­სით ყო­ველ 3 სა­ათ­ში ერთხელ და­მუ­შა­ვე­ბა.

სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყ­ვნენ პირ­ბა­დით, დამ­ცა­ვი ფა­რი­თა და ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბით;

რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტი­ნე­ბის დათ­ვლის პრო­ცესს, მთვლე­ლე­ბი მა­გი­დებ­თან უნდა გან­თავ­სდნენ ისე, რომ არ აღ­მოჩ­ნდნენ ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე და­ნარ­ჩენ­მა პი­რებ­მა კი მა­გი­დის­გან 2 მეტ­რის და­შო­რე­ბით ისე უნდა და­ი­კა­ვონ ად­გი­ლი, რომ შეძ­ლონ სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის დათ­ვლი­სა და და­ხა­რის­ხე­ბის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის გახ­სნამ­დე და კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, უნდა მოხ­დეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის და­ლა­გე­ბა და და­მუ­შა­ვე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს 

მახო
0

მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეგულაციები 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

პირბადის მოხსნა ორჯერ მოგიწევთ, უარის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობის ვერ მიიღებთ - რა წესები უნდა დაიცვათ საარჩევნო უბანზე?

პირბადის მოხსნა ორჯერ მოგიწევთ, უარის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობის ვერ მიიღებთ - რა წესები უნდა დაიცვათ საარჩევნო უბანზე?

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის თქმის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.

ცენტრალური საარჩევო კომისიის დადგენილების მიხედვით, ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე თავდაპირველად კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს, შემდეგ კი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ პირადობის მოწმობაში ან პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს.

დადგენილების თანახმად, ამომრჩეველი, რომელიც პირბადის მოხსნაზე უარს იტყვის, არ დაიშვება კენჭისყრის ოთახში და მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.

"გასათვალისწინებელია, რომ პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით.

სხვა ყველა შემთხვევაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. თუ პირი არ დაიცავს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით დადგენილ წესებს, ის ექვემდებარება გაფრთხილებას. თუ გაფრთხილების მიუხედავად პირი გააგრძელებს პირბადის ტარების წესის დარღვევას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს მას, რომ დატოვოს კენჭისყრის შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ შეასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მისი კენჭისყრის შენობიდან გაძევების საკითხზე“, - ნათქვამია ცესკოს დადგენილებაში.

ამასთან, კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან გახსნილი უნდა დარჩეს და გახსნილი მხარე კედლისკენ უნდა იყოს მიმართული ისე, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, ამომრჩეველი კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. გარდა ამისა, კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, მის მიერ გამოყენებული კალამი უნდა მოათავსოს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრას ემსახურება.

დადგენილების თანახმად, კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი. ასევე, თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

ამასთანავე, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი ტემპერატურის შემოწმების გარეშე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეგულაცია ამომრჩეველზე არ ვრცელდება.

გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების, მათ შორის, კარის სახელურებისა და სამუშაო მაგიდების სათანადო წესით ყოველ 3 საათში ერთხელ დამუშავება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით;

რაც შეეხება საარჩევნო ბიულეტინების დათვლის პროცესს, მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა კი მაგიდისგან 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და დახარისხების პროცესზე დაკვირვება.

საარჩევნო უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის დასრულების შემდგომ, უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობის დალაგება და დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.

გლდანში ვითარება კვლავ დაიძაბა - შეხლა-შემოხლაა პოლიციასთანაც (LIVE)

"სოფელში გარეგანათების სისტემა კეთდება და აქ ვარ... არ ვიცი, რა სუფრა გაშალეს" - გორის მერიის წარმომადგენელი ოპოზიციის ინფორმაციაზე

დაპირისპირება გლდანის საარჩევნო უბანთან - დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა