ავტორი:

მკვლელობა გურჯაანში - მამაკაცმა ცოლი მოკლა, ასევე ესროლა დასახმარებლად შესულ მეზობლებს

მკვლელობა გურჯაანში - მამაკაცმა ცოლი მოკლა, ასევე ესროლა დასახმარებლად შესულ მეზობლებს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, დასახმარებლად შესულ მეზობლებსაც ესროლა.

არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ მან თვითდაზიანებები მიიყენა. ჩვენი კორესპონდენტი ადგილზე იმყოფებოდა და დამატებით ინფორმაციას რამდენიმე წუთში მოგაწვდით.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

"მოკლა ცოლი და მეზობელი, ამის შემდეგ მიიმალა..." - ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე

გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

"დიდი გლოვაა "ნაციონალურ მოძრაობაში": მიტინგიდან ზუგდიდში მიმავალ მიკრავტობუსს ტრაილერი დაეჯახა" - რას წერს გვარამია გორთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა