მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო პრორუსული ქვეცნობიერის გამოვლენა" - პრემიერი ბუბა კიკაბიძის მიერ "თბილისოს" რუსულად შესრულებაზე
"ეს იყო პრორუსული ქვეცნობიერის გამოვლენა" - პრემიერი ბუბა კიკაბიძის მიერ "თბილისოს" რუსულად შესრულებაზე

სა­ნამ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში არ ატყდა ერთი ამ­ბა­ვი, ვერც მო­ი­ფიქ­რია იქ მდგო­მა ერ­თმა ადა­მი­ან­მა, გა­მო­სუ­ლი­ყო და რა­ღაც კო­მენ­ტა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში რომ ატყდა ერთი ამ­ბა­ვი, მერე და­ი­წყეს უხერ­ხუ­ლი ვერ­სი­ე­ბის მო­ძებ­ნა, ამი­ტო­მა­ცაა ეს ქვეც­ნო­ბი­ე­რი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­ა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, გუ­შინ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შე­მა­ჯა­მე­ბელ აქ­ცი­ა­ზე სიის პირ­ვე­ლი ნომ­რის ბუბა კი­კა­ბი­ძის მიერ ქარტლ-რუ­სულ ენა­ზე ნამ­ღერ „თბი­ლი­სოს".

მი­სი­ვე თქმით, ბუბა კი­კა­ბი­ძე ქვეყ­ნის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი არ­ტის­ტია და მას ადა­მი­ა­ნუ­რად დას­წყდა ამ ფაქ­ტზე გული.

„ეს არის სწო­რედ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხელ­წე­რა, ცალ­კე აღე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის ბედი არა­ვის არ ადარ­დებს. ჯერ ერთი, ამ ასა­კის ადა­მი­ა­ნი რომ გა­მოგ­ყავს, ამ­ღე­რებ, ასე­თი მო­რა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი დარ­ტყმის ქვეშ აყე­ნებ, შემ­დგომ რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უქ­მნია, გა­უ­კე­თე­ბია, რე­პუ­ტა­ცია ან ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და­უმ­სა­ხუ­რე­ბია, ამ ერთ სა­ღა­მო­ში, სამ­წუ­ხა­როდ...

გუ­შინ­დელ­მა ამ აქ­ცი­ამ, მათ შო­რის იქ გა­მომ­სვლე­ლი ხალ­ხის დო­ნე­ზეც, კი­დევ ერთხელ და­მარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტე­ბის ცვლი­ლე­ბა უნდა და­ი­წყოს და ეს პოსტსაბ­ჭო­თა, საბ­ჭო­უ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, რო­მე­ლიც 30 წე­ლია ქვე­ყა­ნამ ვერ მო­ი­შო­რა, უნდა დამ­თავ­რდეს. ამი­ტომ იყო სწო­რედ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდეს პარ­ლა­მენ­ტშიც და პო­ლი­ტი­კა­შიც. ეს არის ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი. პრო­და­სავ­ლუ­რი, კარ­გი და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბით და არა ის, რაც გუ­შინ ვნა­ხეთ, რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბით", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე გა­მოჩ­ნდა, თუ ვინ იყო პრო­რუ­სუ­ლი.

„ამ ქვე­ყა­ნა­ში იმი­ტომ, რომ სუსტ ოპო­ზი­ცი­ას ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თე­მე­ბი არ აქვს, ყო­ველ ჯერ­ზე, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 2-3 დღით ადრე, სა­კი­თხი ხდე­ბა რუ­სე­თი, პრო­რუ­სუ­ლო­ბა, თუმ­ცა, პრო­რუ­სუ­ლი ვინ იყო, გუ­შინ ვნა­ხეთ. ეს იყო ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რივ, ქვეც­ნო­ბი­ე­რის გა­მოვ­ლე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

00:00 / 00:00
გაიოზი
5

2008 წლის ომის მერე არ უმღერია ბუბას რუსეთშიო , და ის უფრო დიდი შეურაცხყოფა არ არის აქედან რომ უმღერის იქ დედარუსეთს?!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ეს იყო პრორუსული ქვეცნობიერის გამოვლენა" - პრემიერი ბუბა კიკაბიძის მიერ "თბილისოს" რუსულად შესრულებაზე

"ეს იყო პრორუსული ქვეცნობიერის გამოვლენა" - პრემიერი ბუბა კიკაბიძის მიერ "თბილისოს" რუსულად შესრულებაზე

სანამ სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრია იქ მდგომა ერთმა ადამიანმა, გამოსულიყო და რაღაც კომენტარი გაეკეთებინა. სოციალურ მედიაში რომ ატყდა ერთი ამბავი, მერე დაიწყეს უხერხული ვერსიების მოძებნა, ამიტომაცაა ეს ქვეცნობიერი, - ასე გამოეხმაურა უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის" შემაჯამებელ აქციაზე სიის პირველი ნომრის ბუბა კიკაბიძის მიერ ქარტლ-რუსულ ენაზე ნამღერ „თბილისოს".

მისივე თქმით, ბუბა კიკაბიძე ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია და მას ადამიანურად დასწყდა ამ ფაქტზე გული.

„ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, ცალკე აღებული ინდივიდუალური ადამიანის ბედი არავის არ ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, შემდგომ რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია, რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ამ ერთ საღამოში, სამწუხაროდ...

გუშინდელმა ამ აქციამ, მათ შორის იქ გამომსვლელი ხალხის დონეზეც, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს და ეს პოსტსაბჭოთა, საბჭოური, პოლიტიკური ელიტა, რომელიც 30 წელია ქვეყანამ ვერ მოიშორა, უნდა დამთავრდეს. ამიტომ იყო სწორედ მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რომ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანი გამოჩნდეს პარლამენტშიც და პოლიტიკაშიც. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. პროდასავლური, კარგი დასავლური განათლებით და არა ის, რაც გუშინ ვნახეთ, რუსული ნარატივებით", - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ აქციაზე გამოჩნდა, თუ ვინ იყო პრორუსული.

„ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ სუსტ ოპოზიციას შინაარსობრივი თემები არ აქვს, ყოველ ჯერზე, არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე, საკითხი ხდება რუსეთი, პრორუსულობა, თუმცა, პრორუსული ვინ იყო, გუშინ ვნახეთ. ეს იყო ჩემთვის ჩვეულებრივ, ქვეცნობიერის გამოვლენა“, - განაცხადა გახარიამ.

"გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს" - რას წერენ სოცქსელებში საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი

"დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ცნობები მართალია, მაგრამ იმედგაცრუების გამოხატვა პარლამენტში სჯობს და არა მის გარეთ" - "ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერი

"ალბათ, ყველა პარტია, მათ შორის, "ნაცმოძრაობაც" მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში... ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ" - ირაკლი კობახიძე