პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები
ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები

თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 11-მა მგზავ­რმა კი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. თბი­ლი­სი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მოძ­რავ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ის­ხდნენ და დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის შემ­დეგ ზუგ­დიდ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. რა დრო­საც მათ ტრა­ი­ლე­რი შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან ილია გა­წე­რე­ლია, ბა­ჩა­ნა რო­გა­ვა, ბა­ჩუ­კი შენ­გე­ლია, ომარ ჯი­ქია, გოგა ჯა­ლა­ღო­ნია და ელ­ვარდ ახა­ლაია. ეს უკა­ნას­კნე­ლი, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ძმის­შვი­ლია. კი­დევ ერთი გარ­დაც­ვლლი ჩხო­რო­წყუ­ე­ლი გოგა ჯა­ლა­ღო­ნი­აა.

გოგა ჯა­ლა­ღო­ნია

"მე და გოგა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, კა­ხეთ­ში, რთველ­ში ვმუ­შა­ობ­დით ერ­თად. 23-24 წლის იქ­ნე­ბო­და. მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და. ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი, ალა­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი იყო. მუ­შა­ო­ბას არ თა­კი­ლობ­და", - ამ­ბობს გოგა ჯა­ლა­ღო­ნი­ას ახ­ლო­ბე­ლი.

რო­გორც მისი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვერ­დი­დან ირ­კვე­ვა, იგი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გუ­შინ­დელ აქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­და­პირ ეთერ­ში აშუ­ქებ­და. მისი ბოლო აქ­ტი­ვო­ბა "ფე­ის­ბუქ­ზე" 16 სა­ა­თის წინ ფიქ­სირ­დე­ბა.

გარ­დაც­ვლილ­თა შო­რი­საა 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ზუგ­დი­დე­ლი ილია (იკა) გა­წე­რე­ლია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ერთხანს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის კუ­დის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებ­და. დარ­ჩა მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი.

მის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სამ­ძიმ­რის პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს : "იშ­ვი­ა­თია ისე­თი ერ­თგუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი მებ­რძო­ლი და თავ­და­დე­ბუ­ლი ბიჭი, რო­გორც ჩვე­ნი ყვე­ლას მე­გო­ბა­რი იკა გა­წე­რე­ლია იყო - მუ­დამ ღი­მი­ლი­ა­ნი, თვა­ლებ­გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი და საბ­რძოლ­ვე­ლად შე­მარ­თუ­ლი. ხომ ვი­ცით, რო­გორ მო­უთ­მენ­ლად ელო­და ხვა­ლინ­დელ არ­ჩევ­ნებს და ამ არ­ჩევ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბას... "

ავა­რი­ი­სას და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კლი­ნი­კა "გორ­მედ­ში" მკურ­ნა­ლო­ბენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მათ­გან რამ­დე­ნი­მე პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მერ­ვე ნა­წი­ლით და­ი­წყო.

(სტა­ტი­ის მთა­ვარ ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე: გოგა ჯა­ლა­ღო­ნია, ილია გა­წე­რე­ლია, ელ­ვარდ ახა­ლა­ია)

ავტორი:

ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები

ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე გუშინ, გვიან ღამით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავ მიკროავტობუსში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ისხდნენ და დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ ზუგდიდში ბრუნდებოდნენ. რა დროსაც მათ ტრაილერი შეეჯახა. გარდაცვლილებს შორის არიან ილია გაწერელია, ბაჩანა როგავა, ბაჩუკი შენგელია, ომარ ჯიქია, გოგა ჯალაღონია და ელვარდ ახალაია. ეს უკანასკნელი, როლანდ ახალაიას ძმისშვილია. კიდევ ერთი გარდაცვლლი ჩხოროწყუელი გოგა ჯალაღონიაა.

გოგა ჯალაღონია

"მე და გოგა რამდენიმე კვირის წინ, კახეთში, რთველში ვმუშაობდით ერთად. 23-24 წლის იქნებოდა. მეუღლე და შვილები არ ჰყავდა. ძალიან წესიერი, ალალი და შრომისმოყვარე ადამიანი იყო. მუშაობას არ თაკილობდა", - ამბობს გოგა ჯალაღონიას ახლობელი.

როგორც მისი "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ირკვევა, იგი "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ აქციას სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში აშუქებდა. მისი ბოლო აქტივობა "ფეისბუქზე" 16 საათის წინ ფიქსირდება.

გარდაცვლილთა შორისაა 1976 წელს დაბადებული, ზუგდიდელი ილია (იკა) გაწერელია, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების პერიოდში ერთხანს სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

მის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტს აქვეყნებს და წერს : "იშვიათია ისეთი ერთგული, ენერგიული მებრძოლი და თავდადებული ბიჭი, როგორც ჩვენი ყველას მეგობარი იკა გაწერელია იყო - მუდამ ღიმილიანი, თვალებგაბრწყინებული და საბრძოლველად შემართული. ხომ ვიცით, როგორ მოუთმენლად ელოდა ხვალინდელ არჩევნებს და ამ არჩევნებში საქართველოს გამარჯვებას... "

ავარიისას დაშავებულები კლინიკა "გორმედში" მკურნალობენ. როგორც ცნობილია, მათგან რამდენიმე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

(სტატიის მთავარ ფოტოკოლაჟზე: გოგა ჯალაღონია, ილია გაწერელია, ელვარდ ახალაია)

"საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია, ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია არჩევნებზე მივიდეთ პირბადით" - ამირან გამყრელიძე

დეველოპერული კომპანია აქსისი პალასების მშენებლობის ფინალურ ეტაპზე გადავიდა

"ტრაილერი უკნიდან დასჯახებია და, დაახლოებით, 150 მეტრზე წაუღია მიკროავტობუსი" - რას ყვებიან გორის ავარიისას დაღუპული ილია გაწერელიას ახლობლები