კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოვიდმა მიმახვედრა, რა პრივილეგირებული ვარ“ - კიმ კარდაშიანის ხალხმრავალი წვეულება კერძო კუნძულზე და სიტყვები, რომლის გამოც, ღარიბების ბულინგში დაადანაშაულეს
"კოვიდმა მიმახვედრა, რა პრივილეგირებული ვარ“ - კიმ კარდაშიანის ხალხმრავალი წვეულება კერძო კუნძულზე და სიტყვები, რომლის გამოც, ღარიბების ბულინგში დაადანაშაულეს

რე­ა­ლი­თი შო­უ­ე­ბის ვარ­სკვლა­ვი და კარ­და­ში­ა­ნე­ბის ოჯა­ხის მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი 40 წლის გახ­და. მისი და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა კი ბოლო დღე­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია არა მხო­ლოდ ყვი­თე­ლი პრე­სის­თვის, არა­მედ ისე­თი გა­მო­ცე­მე­ბის­თვი­საც კი, რო­გო­რიც ბრი­ტა­ნუ­ლი "გარ­დი­ა­ნია.“

საქ­მე ისაა, რომ კიმ­მა პან­დე­მი­ის დროს, მა­შინ, როცა ადა­მი­ა­ნებს გა­რეთ გას­ვლა აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ და არა­ერ­თი შე­ზღუდ­ვის პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა, კერ­ძო კუნ­ძულ­ზე ხალ­ხმრა­ვა­ლი წვე­უ­ლე­ბა მო­ა­წყო, შემ­დეგ წვე­უ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი "ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ მას "პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა“ აქვს.

“40 წლის ვარ და აქამ­დე ერთი დღეც კი არ ყო­ფი­ლა, რომ მად­ლი­ე­რი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახლა, როცა ყვე­ლას გვახ­სენ­დე­ბა თუ რა არის ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. წელს ჩემი და­ბა­დე­ბის დღის გა­ტა­რე­ბის უკე­თეს გზას ვერ მო­ვი­ფიქ­რებ­დი, თუ არა გა­მე­ტა­რე­ბი­ნა ის იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ის ქალი, რო­გო­რიც დღეს ვარ

კო­ვი­დამ­დე არ მგო­ნია რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს და­ე­ფა­სე­ბი­ნა, რას ნიშ­ნავს გქონ­დეს მოგ­ზა­უ­რო­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში დრო­ის გა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ორი კვი­რის წინ ყვე­ლას ვთხო­ვე, კა­რან­ტინ­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ და შემ­დეგ, ჩემი სა­ახ­ლობ­ლო წრე სა­მოგ­ზა­უ­როდ კერ­ძო კუნ­ძულ­ზე წა­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც მცი­რე ხნით ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დით. ვცეკ­ვავ­დით, ვა­ტა­რებ­დით ვე­ლო­სი­პე­დებს, ვცუ­რავ­დით, ვუ­ყუ­რებ­დით ფილ­მებს სა­ნა­პი­რო­ზე და ა.შ.

მე ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის ეს ახლა მი­უწ­ვდო­მე­ლია და თავ­მდაბ­ლუ­რად ვი­ტყვი, რომ ასეთ მო­მენ­ტებ­ში მახ­სენ­დე­ბა, თუ რამ­დე­ნად პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლია ჩემი ცხოვ­რე­ბა“, - წერს კიმ კარ­და­ში­ა­ნი.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში კი­მის ამ გან­ცხა­დე­ბას მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. რე­ა­ლი­თი შო­უ­ე­ბის ვარ­სკვლავს ეგო­ის­ტი უწო­დეს და ღა­რი­ბე­ბის ბუ­ლინ­გში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

არ ვიცი, რა­ტომ დაგ­ჭირ­დე­ბა კო­ვი­დი ამის გა­სა­აზ­რებ­ლად, ისე­დაც ხომ ნა­თე­ლია, მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ პლა­ნე­ტა­ზე არ ცხოვ­რობთ და არ იცით, რა ხდე­ბა თქვენ გარ­შე­მო.

იცი, კიმ, აქ ადა­მი­ა­ნე­ბი კვდე­ბი­ან, შენი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა არ გვა­ინ­ტე­რე­სებს.

შე­წყვი­ტეთ ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­ცი­რე­ბა.

ჩვენ­თვის, ღა­რი­ბე­ბის­თვის, პან­დე­მი­ამ­დეც მთე­ლი სა­მე­გობ­რო­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის კერ­ძო კუნ­ძულ­ზე რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის მო­წყო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, კიმ.

მარ­თლა ფიქ­რობ, რომ ეს თავ­მდაბ­ლუ­რი პოს­ტია? - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
KKKK
0

mainc evropul silamazestan ver miva 100 operaciac rom gaiketos darsheba aseti

??
8

ვაი თქვენს მოსწრებას, ამერიკელებო... ჰოლივუდის ანგელოზური გარეგნობის ქალბატონების მერე ამ გაჯაჯულ დედაკაცს რომ აჯეჯილებთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"კოვიდმა მიმახვედრა, რა პრივილეგირებული ვარ“ - კიმ კარდაშიანის ხალხმრავალი წვეულება კერძო კუნძულზე და სიტყვები, რომლის გამოც, ღარიბების ბულინგში დაადანაშაულეს

"კოვიდმა მიმახვედრა, რა პრივილეგირებული ვარ“ - კიმ კარდაშიანის ხალხმრავალი წვეულება კერძო კუნძულზე და სიტყვები, რომლის გამოც, ღარიბების ბულინგში დაადანაშაულეს

რეალითი შოუების ვარსკვლავი და კარდაშიანების ოჯახის მთავარი წარმომადგენელი, კიმ კარდაშიანი 40 წლის გახდა. მისი დაბადების დღის წვეულება კი ბოლო დღეების განხილვის საგანია არა მხოლოდ ყვითელი პრესისთვის, არამედ ისეთი გამოცემებისთვისაც კი, როგორიც ბრიტანული "გარდიანია.“

საქმე ისაა, რომ კიმმა პანდემიის დროს, მაშინ, როცა ადამიანებს გარეთ გასვლა აკრძალული აქვთ და არაერთი შეზღუდვის პირობებში უწევთ ცხოვრება, კერძო კუნძულზე ხალხმრავალი წვეულება მოაწყო, შემდეგ წვეულების ამსახველი ფოტოები "ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას "პრივილეგირებული ცხოვრება“ აქვს.

“40 წლის ვარ და აქამდე ერთი დღეც კი არ ყოფილა, რომ მადლიერი არ ვყოფილიყავი, განსაკუთრებით კი ახლა, როცა ყველას გვახსენდება თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი. წელს ჩემი დაბადების დღის გატარების უკეთეს გზას ვერ მოვიფიქრებდი, თუ არა გამეტარებინა ის იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დამეხმარნენ, რომ ვყოფილიყავი ის ქალი, როგორიც დღეს ვარ

კოვიდამდე არ მგონია რომელიმე ჩვენგანს დაეფასებინა, რას ნიშნავს გქონდეს მოგზაურობის ფუფუნება და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უსაფრთხო გარემოში დროის გატარების შესაძლებლობა. ორი კვირის წინ ყველას ვთხოვე, კარანტინში ყოფილიყვნენ და შემდეგ, ჩემი საახლობლო წრე სამოგზაუროდ კერძო კუნძულზე წავიყვანე, სადაც მცირე ხნით ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდით. ვცეკვავდით, ვატარებდით ველოსიპედებს, ვცურავდით, ვუყურებდით ფილმებს სანაპიროზე და ა.შ.

მე ვაცნობიერებ, რომ ადამიანების უმეტესობისთვის ეს ახლა მიუწვდომელია და თავმდაბლურად ვიტყვი, რომ ასეთ მომენტებში მახსენდება, თუ რამდენად პრივილეგირებულია ჩემი ცხოვრება“, - წერს კიმ კარდაშიანი.

როგორც მოსალოდნელი იყო, სოციალურ მედიაში კიმის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. რეალითი შოუების ვარსკვლავს ეგოისტი უწოდეს და ღარიბების ბულინგში დაადანაშაულეს.

არ ვიცი, რატომ დაგჭირდება კოვიდი ამის გასააზრებლად, ისედაც ხომ ნათელია, მდიდარი ადამიანები ამ პლანეტაზე არ ცხოვრობთ და არ იცით, რა ხდება თქვენ გარშემო.

იცი, კიმ, აქ ადამიანები კვდებიან, შენი პრივილეგირებული ცხოვრება არ გვაინტერესებს.

შეწყვიტეთ ღარიბი ადამიანების დამცირება.

ჩვენთვის, ღარიბებისთვის, პანდემიამდეც მთელი სამეგობროსა და ნათესავებისთვის კერძო კუნძულზე რამდენიმედღიანი მოგზაურობის მოწყობა შეუძლებელი იყო, კიმ.

მართლა ფიქრობ, რომ ეს თავმდაბლური პოსტია? - წერენ კომენტარებში.