მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს" - დღევანდელი ვითარება მთიან ყარაბაღში და ვლადიმერ პუტინის გამოხმაურება
"კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს" - დღევანდელი ვითარება მთიან ყარაბაღში და ვლადიმერ პუტინის გამოხმაურება

გო­რან­ბო­ის, ტარ­ტა­რის, აღ­და­მი­სა და აღჯა­ბე­დის რა­ი­ო­ნე­ბი დღეს დი­ლი­დან არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით იბომ­ბე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლი დი­ლით, 07:35 სა­ათ­ზე გახ­სნა.

„ჩვე­ნი არ­მია ადეკ­ვა­ტურ ზო­მებს ახორ­ცი­ე­ლებს,“ - აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის თავ­დაც­ვის არ­მი­ამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მოქ­მე­დე­ბის რა­ი­ონ­ში საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა და გა­ა­ნად­გუ­რა. აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლაქ სტე­ფა­ნა­კერტსა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ში ის­მის, აღ­ნიშ­ნუ­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი ხმე­ბია.

შე­გახ­სე­ნებთ, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სი­ტუ­ა­ცია 27 სექ­ტემ­ბერს და­ი­ძა­ბა. მხა­რე­ებ­მა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას სამ­ჯერ მი­აღ­წი­ეს, თუმ­ცა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ წყდე­ბა. სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

გუ­შინ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "კონ­ფლიქ­ტში ყვე­ლას თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს, აქ მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს".

მი­სი­ვე თქმით, კონ­ფლიქ­ტი აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ეთ­ნი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბით და­ი­წყო.

„მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად არა­ნა­ი­რი ქმე­დი­თი ზო­მე­ბი არ მი­ი­ღო და სომ­ხებ­მა ია­რა­ღი აი­ღეს. ეს კი იქამ­დე მი­ვი­და, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კი­დევ 7 რა­ი­ო­ნი სომ­ხე­თის კონ­ტრო­ლის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი აცხა­დებს, რომ ამ შვიდ რა­ი­ონს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ეთ­ნი­კურ კონ­ფლიქტთან და სომ­ხეთ­თან. პირ­ველ რიგ­ში, ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­აა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი აცხა­დებს: ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა, და­ვიბ­რუ­ნოთ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და მო­ვაგ­ვა­როთ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სა­კი­თხი. ყვე­ლას თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს. აქ არ არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი, რად­გან კვან­ძი ძა­ლი­ან რთუ­ლა­დაა შეკ­რუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
0

სიმართლე და ჭეშმარიტება ერთია. 

2020
0

ოკუპანტი დაშნაკები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს" - დღევანდელი ვითარება მთიან ყარაბაღში და ვლადიმერ პუტინის გამოხმაურება

"კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს" - დღევანდელი ვითარება მთიან ყარაბაღში და ვლადიმერ პუტინის გამოხმაურება

გორანბოის, ტარტარის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები დღეს დილიდან არტილერიის გამოყენებით იბომბება, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნული ტერიტორიების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი დილით, 07:35 საათზე გახსნა.

„ჩვენი არმია ადეკვატურ ზომებს ახორციელებს,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ აზერბაიჯანის დივერსიული ჯგუფების მოქმედების რაიონში საბრძოლო მასალები აღმოაჩინა და გაანადგურა. აფეთქებების ხმები, რომელიც დედაქალაქ სტეფანაკერტსა და მის მიმდებარე ტერიტორიებში ისმის, აღნიშნული საბრძოლო მასალების განადგურების შედეგად გამოწვეული ხმებია.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სიტუაცია 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გუშინ მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს".

მისივე თქმით, კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეთნიკური დაპირისპირებით დაიწყო.

„მაშინ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად არანაირი ქმედითი ზომები არ მიიღო და სომხებმა იარაღი აიღეს. ეს კი იქამდე მივიდა, რომ მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის კიდევ 7 რაიონი სომხეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ამ შვიდ რაიონს არანაირი კავშირი არ აქვს ეთნიკურ კონფლიქტთან და სომხეთთან. პირველ რიგში, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და აზერბაიჯანი აცხადებს: ჩვენ გვაქვს უფლება, დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები და მოვაგვაროთ მთიანი ყარაბაღის საკითხი. ყველას თავისი სიმართლე აქვს. აქ არ არსებობს მარტივი გამოსავალი, რადგან კვანძი ძალიან რთულადაა შეკრული“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ზეიმი ბაქოში, არეულობა ერევანში, რუსი სამხედროები ყარაბაღში - რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა და რას გეგმავს სომხეთის ოპოზიცია? მოვლენები შეთანხმების შემდეგ

"აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი, იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის" - თორნიკე შარაშენიძე

"მოგებული დარჩა რუსეთი, კავკასიის ქვეყნებმა კი ჭკუა ვერასდროს ვისწავლეთ" - სომხების ნაწილი სოცქსელებში წერს, რომ რუსეთმა მათ უღალატა