პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ვარსკვლავმა პანდემიის დროს
ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ვარსკვლავმა პანდემიის დროს

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი და მისი საქმრო კო­ლინ ჯოს­ტი და­ქორ­წინ­დნენ. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. ქორ­წი­ლის ცერ­მო­ნია გა­სულ უქ­მე­ებ­ზე შედ­გა და ისე­თი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, რომ მე­დი­ამ მხო­ლოდ ახლა შე­ი­ტყო.

ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცია საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია Meals on Wheels-მა "ინ­სტაგ­რა­მის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

ორ­გა­ნი­ზა­ცია ამე­რი­კელ ხან­ში შე­სულ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა, ხოლო სკარ­ლე­ტი და კო­ლი­ნი მას კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს მხარს უჭე­რენ და თა­ვა­დაც არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

"ცე­რე­მო­ნი­ას მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და რამ­დე­ნი­მე ახლო მე­გო­ბა­რი და­ეს­წრო და მათ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია“ - წე­რენ Meals on Wheels-ის "ინ­სტაგ­რა­მის“ გვერ­დზე.

ინ­ფორ­მა­ცია სკარ­ლე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­უ­დას­ტუ­რა გა­მო­ცე­მა TMZ-ს, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, წყვი­ლის ქორ­წი­ლი ნიუ იორკში, პა­ლი­სე­იდ­ში გა­ი­მარ­თა.

სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი­სა და კო­ლინ ჯოს­ტის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია 2017 წელს და­ი­წყო. კო­ლი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი შოუს, Saturday Night Live-ის კო­მი­კო­სი და სცე­ნა­რის­ტია. ერ­თმა­ნე­თიც ამ შო­უ­ში გა­იც­ნეს. 2019 წლის მა­ის­ში წყვილ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარს ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

სკარ­ლე­ტი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tata
2

ულამაზესია სკარლეტი.

რუსა
0

რა კარგი წყვილია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ვარსკვლავმა პანდემიის დროს

ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მსახიობი, სკარლეტ იოჰანსონი დაქორწინდა - როგორი ქორწილი გადაიხადა ვარსკვლავმა პანდემიის დროს

ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი და მისი საქმრო კოლინ ჯოსტი დაქორწინდნენ. ამის შესახებ BBC წერს. ქორწილის ცერმონია გასულ უქმეებზე შედგა და ისეთი გასაიდუმლოებული იყო, რომ მედიამ მხოლოდ ახლა შეიტყო.

ქორწილის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია საქველმოქმედო ორგანიზაცია Meals on Wheels-მა "ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ორგანიზაცია ამერიკელ ხანში შესულ ადამიანებს ეხმარება, ხოლო სკარლეტი და კოლინი მას კორონავირუსის პანდემიის დროს მხარს უჭერენ და თავადაც არიან ჩართულები საქველმოქმედო საქმიანობაში.

"ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები და რამდენიმე ახლო მეგობარი დაესწრო და მათ გაითვალისწინეს პანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაცია“ - წერენ Meals on Wheels-ის "ინსტაგრამის“ გვერდზე.

ინფორმაცია სკარლეტის წარმომადგენელმა დაუდასტურა გამოცემა TMZ-ს, რომლის ინფორმაციითაც, წყვილის ქორწილი ნიუ იორკში, პალისეიდში გაიმართა.

სკარლეტ იოჰანსონისა და კოლინ ჯოსტის სიყვარულის ისტორია 2017 წელს დაიწყო. კოლინი პოპულარული შოუს, Saturday Night Live-ის კომიკოსი და სცენარისტია. ერთმანეთიც ამ შოუში გაიცნეს. 2019 წლის მაისში წყვილმა გულშემატკივარს ნიშნობის შესახებ შეატყობინა.

სკარლეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯონი დეპი ყოფილ ცოლზე ძალადობდა - მსახიობმა გამოცემასთან, რომელმაც მას "ცოლის მცემელი" უწოდა, დავა წააგო

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია ახალ კლიპში - მომღერალი გადასაღები მოედნიდან კადრებს აქვეყნებს

56 წლის მონიკა ბელუჩის თამამი ფოტოსესია და ვნებიანი კოცნა - "მას ჟიგოლო სჭირდება“